imedi /  27 დეკემბერი 2019, 16:37 / სანდო წყარო

გახარია: ჯიბიდან გადასახდელი იმდენად მაღალია, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს საყოველთაო ჯანდაცვა საერთოდ ვის ეხება

გახარია

საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ჩვენ ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს.

„საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა 2012 წლის შემდგომ. ბოლო წლების განმავლობაში, იმ მიღწევების გარდა რომელიც ერთმნიშვნელოვნად პაციენტმა მიიღო, რა თქმა უნდა, დარგმაც მიიღო თავისი პრეფერენციები. დარგი გაძლიერდა ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ცოდნით და კიდევ ბევრი, ახალი და წარმატებული ინიციატივები და წამოწყებები შემოვიდა დარგში. საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა - არც მთავრობის არც - თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. შესაბამისად ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას დღეს სამწუხაროდ ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს ეს საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას.

„ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და თქვენც უნდა გადადგათ გარკვეული ნაბიჯები. 2016 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა, პირდაპირი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ გადადით ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაზე (DRG), სელექტიურ კონტრაქტირებასა და კონსოლიდირებულ შესყიდვებზე. სხვანაირად, ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდგომ ჯანდაცვის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, მდგრადი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არა მხოლოდ ფინანსირების ნაწილში, არამედ სამედიცინო სექტორის განვითარების, ახალი კლინიკების შექმნის ნაწილში იმხელა პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქე დარჩეს გამარჯვებული. საწოლების რაოდენობით ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ დარგში ან არაეფექტური, ან ზედმეტი ფინანსური რესურსი იყო ჩასხმული. კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ მზად არის.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი მარტივია - მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს, რომელიც უნდა გახდეს უფრო ძლიერი, რათა რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობა გაიყოს. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში შევქმნათ იმდენად მძლავრი კერძო კომპანიები, რომლებიც მზად იქნებიან, სახელმწიფოსთან ერთად იზრუნონ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ეს მათი მდგრადი განვითარების საფუძველია, ისევე, როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოვლენილი იყო 2012 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს პროგრამა საჭიროებს გარკვეულ მოდერნიზებას, რათა იყოს უფრო მდგრადი და წარმატებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად შეხვდა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 18:29

საქართველო

წულუკიანი ომბუდსმენის ანგარიშზე: დანაშაულის მოწმემ ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს

იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულის მოწმენი გახდნენ, პროკურატურასთან საუბარში დაასახელებენ გვარებს და სახელებს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ფოტო: სტოპკადრი იუსტიციის მინისტრის მიერ 
წარმოდგენილი ვიდეოდან

21 იანვარი 2020, 18:28

საქართველო

მესამე სექტორი თეა წულუკიანს საპატიმროში შეხვედრის კადრების გასაჯაროების გამო აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ პარლამენტში, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებისა და თანამშრომლების კრიტიკის გამო. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 18:26

ეკონომიკა

კორონავირუსის გამო ევროპული ავიაკომპანიებისა და ტანსაცმლის ბრენდების აქციების ფასი შემცირდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში ადამიანების გარდაცვალების და დაინფიციერბულთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროპული ავიაკომპანიების და ლუქს ტანსაცმლის ბრენდების აქციებზე ფასი დაეცა. Reuters-ის ცნობით, 21 იანვარს ავიაკომპანიების Air France, Lufthansa-ს და IAG (მფლობელი British Airways) აქციებზე ფასი დაეცა.

იან ორაილი კოიოტი

21 იანვარი 2020, 18:16

ტაბლოიდი

ამერიკელმა შიშველი ხელით მოკლა კოიოტი, რომელიც მის შვილს დაესხა თავს

ცხოველი იან ორაილის 2 წლის ვაჟს მიეპარა, ქურთუკში ჩასწვდა და ბავშვის წათრევა სცადა. ორაილის თქმით, ის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც კოიოტმა ორჯერ უკბინა. ამის შემდეგ კაცი ცხოველს ყელში ჩასწვდა და მისი მოკვლა საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით მოახერხა. ორაილი ამბობს, რომ კოიოტი 10 წუთში გაგუდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 იანვარი 2020, 18:12

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ერგნეთის შეხვედრების აღდგენით ქართული მხარე დაინტერესებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არ გაუწყვეტია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე შეხვედრები. მისი თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია ამ შეხვედრების აღდგენით.

ტოივო კლაარი

21 იანვარი 2020, 18:08

საქართველო

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცხინვალში და სოხუმში ჩასვლას გეგმავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე გაამახვილეს, მათ შორის ისაუბრეს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვასა და ამასთან დაკავშირებულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ოზი ოსბორნი

21 იანვარი 2020, 17:48

ტაბლოიდი

ოზი ოსბორნი პარკინსონის დაავადებას ებრძვის

„ეს საშინლად გამომწვევი წელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, კისერზე ოპერაცია გავიკეთე, რამაც ჩემს ნერვებზე იმოქმედა. ოპერაციის შემდეგ ხელებს ვერ ვგრძნობ. ფეხები მიცივდება, არ ვიცი, ეს პარკინსონია თუ არა, მაგრამ უცნაური შეგრძნებაა“, - განაცხადა 71 წლის მუსიკოსმა.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 17:47

მსოფლიო

ტაივანზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ტაივანზე, სადაც 50 წლის ქალი დაავადდა, რომელიც ჩინეთში ქალაქ უხანში მუშაობდა. კუნძულზე დაბრუნებისთანავე ქალმა ექიმებს აეროპორტში ოპერატიულად მიმართა. ამ დროისთვის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

ნაირა გუდაძე, და

21 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

გენადი ბესტაევის დის თქმით, დაკავების მომენტში ბესტაევი საკუთარ სახლში იყო

დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ თავდაპირველად ბესტაევს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ვადა იანვრის ბოლოს იწურებოდა, თუმცა გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეს რეალურად ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავებულს ცოლ-შვილი ცხინვალში ჰყავს და იქ მათ სანახავად ხშირად გადადიოდა.

გაზით მოწამვლა

21 იანვარი 2020, 17:28

ძალოვნები

რუსთავში სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლის გამო მამა-შვილი დაიღუპა

გარდაცვლილთა ახლობლების თქმით, მამა-შვილი ორი დღე არ გამოჩენილან, რის გამოც ნათესავებმა სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს და საცხოვრებელი სახლის კარის შემტვრევის შემდეგ, ბინაში ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. გარდაცვლილებიდან ერთი სააბაზანოსთან, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვეს.

ბასიანი სროლა

21 იანვარი 2020, 17:24

ძალოვნები

პროკურატურამ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალდება დაუზუსტდა და წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. კლუბ „ბასიანთან“ სროლა 12 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

რუსეთთან ფრენები

21 იანვარი 2020, 17:09

ეკონომიკა

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება. ვლადიმერ პუტინის მიერ ზაფხულში დაწესებული შეზღუდვა პრაღის ფორმატში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ქართული მხარე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.

21 იანვარი 2020, 16:59

ეკონომიკა

გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა წელს კლიმატური ცვლილებებია. დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 16:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დავოსში ეკოაქტივისტები გააკრიტიკა

ტრამპმა აქტივისტებს მოუწოდა აპოკალიფსის შესახებ წინასწარმეტყველებების გაკეთისგან თავი შეიკავონ და განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის დაიცავს თავის ეკონომიკას. ტრამპს არ უხსენებია შვედი გრეტა ტუნბერგი, რომელიც ფორუმს ესწრება და ხსნის სესიას სახელწოდებით „კლიმატური აპოკალიფსის თავიდან აცილება“.

ტიტანიკი

21 იანვარი 2020, 16:29

მსოფლიო

ჩაძირული ტიტანიკი აშშ-ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით დაცულად გამოცხადდა

შეთანხმება მთავრობებს უფლებას აძლევს გასცენ ან არ გასცენ ტიტანიკზე ჩასვლის ან იქიდან არტეფაქტების ამოღების ლიცენზიები. დოკუმენტს ხელი მოეწერა, რათა დაცული იყოს და "მშვიდად განისვენოს 1500-ზე მეტმა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა", - განაცხადა ბრიტანეთის საზღვაო მინისტრმა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

ომბუდსმენი: ჩვენი ვალია არა გავლენიანი პირების, არამედ მათგან ადამიანების დაცვა

ჩვენი ვალია ადამიანების გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან დაცვა და არა მათი დაცვა ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლომჯარია ამ კომენტარით იუსტიციის მინისტრის კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი.

ვან გოგი

21 იანვარი 2020, 16:09

კულტურა

ექსპერტებმა ვან გოგის ავტოპორტრეტის ნამდვილობა საბოლოოდ დაადასტურეს

ხელოვნების ექსპერტებმა 1889 წელს შესრულებული ეს ნახატი დაადგინეს როგორც ერთადერთ ავტოპორტრეტად, რომელიც ვან გოგმა ფსიქოზის პერიოდში დახატა. მისი ავთენტურობა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმა დაადასტურა. ვან გოგმა საკუთარი თავი 1889 წლის გვიან ზაფხულს, საფრანგეთში, სანტ-რემიში დახატა.

ინფარქტი

21 იანვარი 2020, 16:03

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინფარქტის ახალი მიზეზი დაასახელეს

ინფარქტის გამომწვევი მიზეზი ულტრამცირე ნაწილაკების ზემოქმედებაა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერში ფიქსირდება - ასეთ დასკვნამდე აშშ-ის იელის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ გამოცემა MedicalXpress წერს. ულტრამცირე ნაწილაკების ზომა 100, ან უფრო ნაკლები ნანომეტრია. მათი წყარო, როგორც წესი, ავტომობილის გამონაბოლქვია.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 15:34

მსოფლიო

ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ. კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 იანვარი 2020, 15:08

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში, 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 20 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 18-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.