imedi /  28 დეკემბერი 2019, 20:24 / სანდო წყარო

ვაჟა გაფრინდაშვილი: შეწყალების თხოვნა დავწერე, მაგრამ ბრალი აღიარებული არ მქონდა

ვაჟა გაფრინდაშვილი

თამილა ლაფანაშვილი და ვაჟა გაფრინდაშვილი

შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, მაგრამ ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა, - ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„როდესაც შეწყალებაზე იყო ლაპარაკი, ვინც მე შემომთავაზა მე მას ვუთხარი, რომ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეწყალება რომ გაგიკეთონ შენ ბრალი უნდა აღიარო. ამიტომაც თვითონ მანვე შემომთავაზა: „მოდი ისე დავწეროთ, რომ არ ჩანდეს, რომ თქვენ აღიარებთ ამ „საზღვრის“ დარღვევას“. მე წერილში მიწერია, რომ მე დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ, გამათავისუფლეთ“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა. 

ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულმა ექიმმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მიზეზიც განმარტა:

„მთავარი მიზეზი რაც იყო, იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. მაპატიეთ, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი გვარს, სად ცხოვრობს, რადგან შეექმნება პრობლემა იმ ადამიანს. რომ დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა, იქ უკვე ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში“.

მისი თქმით, მას და საქართველოს სხვა დაკავებულ მოქალაქეებს ცხინვალის იზოლატორში ნორმალურად ეპყრობოდნენ. 

​ვაჟა გაფრინდაშვილმა საზოგადოებას ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამხელა მხარდაჭერას არ მოელოდა. 

ოკუპანტების მიერ 9 ნომებერს დაკავებული ექიმი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა გვერდით დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. 

მანამდე, გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მომხდარს მალევე გამოეხმაურნენ ევროკავშირი, ამერიკის საელჩოსადამკვირვებლო მისიაეუთოს გენმდივანიგერმანიის ელჩილიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ყველა სიახლე

ბეა პერესი

21 იანვარი 2020, 21:56

ეკონომიკა

Coca-Cola: მომხმარებლებს პლასტმასის ბოთლები სურთ, ამიტომ მასზე უარს ვერ ვიტყვით

პერესის თქმით, მომხმარებლებს მოსწონთ ასეთი ბოთლები რადგან მსუბუქია. მისი განცხადებით, კომპანიის მიერ ბოთლის შეცვლამ შესაძლოა მომხმარებლის გაუცხოება გამოიწვიოს და მათ გაყიდვებს დაარტყას. "ბიზნესი არ იქნებოდა ბიზნესი ჩვენ თუ მომხმარებლებს არ მოვერგებით", - განაცხადა ბეა პერესმა.

პამელა ანდერსონი ჯონ პიტერსი

21 იანვარი 2020, 21:50

ტაბლოიდი

პამელა ანდერსონმა ფარულად პროდიუსერ ჯონ პიტერსზე იქორწინა

მსახიობმა და მოდელმა პამელა ანდერსონმა ფარულად პროდიუსერ ჯონ პიტერსზე იქორწინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დახურული საქორწინო ცერემონია მალიბუში გაიმართა. ანდერსონი და პიტერსი ერთმანეთს 80-იან წლებში ხვდებოდნენ, რამდენიმე თვის წინ კი ყველასგან ფარულად ძველი ურთიერთობა აღადგინეს.

21 იანვარი 2020, 21:30

კულტურა

Louis Vuitton-მა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი გამოფინა

Louis Vuitton-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი „სეველო“ პარიზში მაღაზიაში გამოფინა. ფრანგულმა ბრენდმა შერჩეული სტუმრები მიიწვია საფრანგეთის დედაქალაქში მდებარე მაღაზიაში, რათა ქვა საკუთარი თვალით იხილონ. 1758-კარატიანი ალმასი 2019 წელს ბოცვანაში იპოვეს.

სერგეი ლავროვი

21 იანვარი 2020, 21:27

მსოფლიო

მიშუსტინის მთავრობაში საგარეო უწყებას კვლავ ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელიც მას ახალმა პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. პირველ ვიცეპრემიერად ანდრეი ბელოუსოვი, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელად კი დიმიტრი გრიგორენკო დაინიშნა.

LEGO საერთაშორისო კოსმოსური სადგური

21 იანვარი 2020, 20:51

ტაბლოიდი

LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელის კონსტრუქტორი წარადგინა

კომპანია LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელის კონსტრუქტორი წარადგინა. კომპლექტში ორბიტალური პლატფორმა, თანამგზავრი, კოსმოსური შატლი, სატვირთო კაფსულა და კოსმონავტის 2 ფიგურა შედის. კონსტრუქტორი 864 ნაწილისგან შედგება და 70 დოლარი ეღირება. მისი გაყიდვა 1-ელ თებერვალს დაიწყება.

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

21 იანვარი 2020, 20:40

ტაბლოიდი

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მედიას ფოტოებთან დაკავშირებით აფრთხილებენ

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მედიის წარმომადგენლები ოფიციალურად გააფრთხილეს მას შემდეგ, რაც გაზეთებსა და ონლაინმედიაში პაპარაცის მიერ ვანკუვერის პარკში გადაღებული მეგან მარკლის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მეგან მარკლი რვა თვის არჩის ორ ძაღლთან ერთად ასეირნებს.

ბომბი

21 იანვარი 2020, 20:22

მსოფლიო

კელნში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული ბომბი იპოვეს

ბომბი ქალაქის ბიზნესცენტრში აღმოაჩინეს, ირგვლივ 500 მეტრის რადიუსში დაცული ზონა შეიქმნა, რაიონიდან კი 10 000 დასაქმებული პირის ევაკუაცია მოხდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბომბი 1000 მეტრის სიმაღლიდან არის ჩამოგდებული და დეტონატორს. ის მშენებლებმა იპოვეს.

ემინემი

21 იანვარი 2020, 20:15

კულტურა

ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს. კერძოდ, კომპოზიცია Godzilla-ში, რომელიც ახალ ალბომში Music to Be Murdered By არის შესული, რეპერი 229 სიტყვას (339 მარცვალს) 30 წამში წარმოთქვამს. შესაბამისად, საშუალოდ ერთ წამში ემინემი 7,6 სიტყვას ამბობს.

ფხენიანი ჩრდილოეთ კორეა

21 იანვარი 2020, 20:03

მსოფლიო

უცნობი ვირუსის გამო ჩრდილოეთ კორეამ საზღვარი ჩაკეტა

უცნობი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩრდილოეთ კორეამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჩინური მედიის ცნობით, ყოველწლიურად ჩრდილოეთ კორეას 350 ათასი ჩინელი სტუმრობს.

სტარტაპი

21 იანვარი 2020, 19:55

ტექნოლოგიები

ქართულმა სტარტაპმა დავოსის ფორუმზე ღვინის ავთენტურობის დასადგენი პროგრამა წარადგინა

ქართულმა სტარტაპმა - Vault Wines დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის – CVVC ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია. გიორგი გახარია სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.

ისრაელი საქართველო

21 იანვარი 2020, 19:35

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ისრაელი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესს დააჩქარებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოდან ისრაელში არალეგალური ნაკადის შემცირებას.

გრეტა ტუნბერგი

21 იანვარი 2020, 19:32

მსოფლიო

ტუნბერგი დავოსის ფორუმზე: თქვენი უმოქმედობა ყოველ საათს აძლიერებს ცეცხლს

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

რუსი ჯაშუშები

21 იანვარი 2020, 19:23

მსოფლიო

შვეიცარიის მთავრობამ დავოსში რუსი ჯაშუშების დაკავების შესახებ განაცხადა

შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დავოსში ორი რუსი ჯაშუში დააკავა, რომლებიც საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის დამფუძნებელ ვილიამ ბრაუდერზე თავდასხმას გეგმავდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Tages Anzeiger სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.

ზუგდიდი საბავშვო ბაღი

21 იანვარი 2020, 19:23

ძალოვნები

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი გაქურდეს. სამსახურში დილით მისულ გამგეს, ინეზა ზაქარაიას ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2020, 19:09

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელელ კოლეგას რუვენ რივლინს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილის Twitter-გვერდზე წერია, ვაჭრობა, უსაფრთხოება, კულტურა, ინვესტიციები და ტექნოლოგიები პრზიდენტის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია, რომლის განხილვასაც აპირებს.

აშშ ჩინეთი

21 იანვარი 2020, 19:08

ეკონომიკა

აშშ-ჩინეთის შეთანხმების გამო 2021 წელს ევროკავშირი $11 მილიარდს დაკარგავს

ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის გამო შესაძლოა 11 მილიარდი დოლარი დაკარგონ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტად ეს შეთანხმება გერმანიას, კერძოდ კი თვითმფრინავებისა და ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანიებს დააზარალებს.

ჯანო ანანიძე

21 იანვარი 2020, 18:41

სპორტი

ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი“ დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. რომელ გუნდში განაგრძობს კარიერას 27 წლის ნახევარმცველი ჯერჯერობით უცნობია. ანანიძე „სპარტაკში“ 2009 წლიდან გამოდიოდა და 131 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 18:29

საქართველო

წულუკიანი ომბუდსმენის ანგარიშზე: დანაშაულის მოწმემ ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს

იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულის მოწმენი გახდნენ, პროკურატურასთან საუბარში დაასახელებენ გვარებს და სახელებს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ფოტო: სტოპკადრი იუსტიციის მინისტრის მიერ 
წარმოდგენილი ვიდეოდან

21 იანვარი 2020, 18:28

საქართველო

მესამე სექტორი თეა წულუკიანს საპატიმროში შეხვედრის კადრების გასაჯაროების გამო აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ პარლამენტში, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებისა და თანამშრომლების კრიტიკის გამო. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 18:26

ეკონომიკა

კორონავირუსის გამო ევროპული ავიაკომპანიებისა და ტანსაცმლის ბრენდების აქციების ფასი შემცირდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში ადამიანების გარდაცვალების და დაინფიციერბულთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროპული ავიაკომპანიების და ლუქს ტანსაცმლის ბრენდების აქციებზე ფასი დაეცა. Reuters-ის ცნობით, 21 იანვარს ავიაკომპანიების Air France, Lufthansa-ს და IAG (მფლობელი British Airways) აქციებზე ფასი დაეცა.