Imedi /  29 დეკემბერი 2019, 12:15 / სანდო წყარო

მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშილის გათავისუფლებაზე: განსაკუთრებული მადლობა მოჭიდავეებს

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

„მადლიერი ვარ საქართველოს ხელისუფლების, ვულოცავ მთავრობას, რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის, განსაკუთრებით ვულოცავ მოჭიდავეებს“, - ამ სიტყვებით საკვირაო მსახურების შემდეგ ქადაგება ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაიწყო. 

მეუფე იაკობმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის მადლობა ამერიკას, ევროპას და ყველამ იმ ადამიანს გადაუხადა, რომელიც მისი უკანონო ტყვეობიდან დახსნისთვის იბრძოდა.

ქადაგების დროს მეუფემ ოსების გადაწყვეტილებას ღირსეული საქციელი უწოდა. მისივე თქმით, მიუღებელია ცალკეული პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლება მათი დამსახურებაა, რადგან ეს არის ყველას გამარჯვება.

„გუშინ მეღიმებოდა, ყველა იმას ამბობდა მე გავათავისუფლე, მე გავათავისიფლეო. მთელმა საქართველომ გაათავისუფლა, მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა. ევროპა, ამერიკა და აზიის ქვეყნები ჩვენთან იყვნენ. წინა ქადაგებაზე ვთქვი, და მოვუწოდე, რომ მე გამიხარდებოდა, ოსმებმა ვაჟა რომ გაუშვან-მეთქი, მოვუწოდეთ და ჩვენი შეისმინეს. მე მეგობარი არ მიმიტოვებია და ისედაც გამოვიხსნიდით, მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ ნუ დაიბრალებს.

ჩვენ მოჭიდავეებს განსაკუთრებული მადლობა და ოს მოჭიდავეებს, იცის ახლა ვისზეც ვამბობ, თვითონ ბიბილოვმაც იცის, ვისზეც ვამბობ, მე ყველაფრის თქმა არ შემიძლია მიკროფონებთან. პირველად ვაჟას მისი კოლეგა დაუდგა მხარში. ისიც ვიცოდი, როდის გამოუშვებდნენ.

არეული დროა თორემ, როგორ შეუძლია ვიღაცას თუ თავში გაუელვებს, სპეციალურად გადასულიყო და რამე სპეციალურად მოეწყო.

როდესაც ოსების გადასაწყვეტი გახდა ვაჟა გამოეშვათ თუ არა, ეს ღირსეული საქციელი უნდა აღვნიშნოთ, აღარ შეუშალეს რუსებმა ხელი და ოსებმა გამოუშვეს. გაუფრთხილდეთ ერთად საქართველოს“, - თქვა მეუფე იაკობმა.

ოკუპანტების მიერ 9 ნომებერს დაკავებული ექიმი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა გვერდით დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ შეწყალების თხოვნა დაწერა, თუმცა „ბრალი“ არ უღიარებია. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. 

ყველა სიახლე

თინა ბოკუჩავა

29 იანვარი 2020, 12:55

საქართველო

თინა ბოკუჩავს თქმით მას არჩილ თალაკვაძის კაბინეტში არ უშვებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, მას პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ბოკუჩავა ამბობს, მას თალაკვაძისგან აინტერესებს, რატომ არ მისცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა.

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2020, 12:13

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენ ოლსონის განცხადება ხელს სწორედ ვლადიმერ პუტინს აძლევს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ასეთი ფორმით საუბარი, როგორითაც კონგრესმენ ოლსონის წერილია დაწერი, მიუღებელია. კობახიძის თქმით, სწორედ ვლადიმერ პუტინს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესმენის ასეთი განცხადება.

მეტრო

29 იანვარი 2020, 12:13

ეკონომიკა

კალაძემ დიზაინერულ კომპანიებს მეტროსადგურების განახლების პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიზაინერულ კომპანიებს მოუწოდებს, მეტროს სადგურების განახლების პროცესში ჩაერთონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დიზაინის შემუშავების შემდეგ, უშუალოდ, მეტროსადგურების განახლების პროექტი განხორციელდება.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 12:05

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებულები ჩინეთის, ხუბეის პროვინციიდან ჩასული ოჯახის წევრები არიან. მათი რიცხვი უცნობია. ამასთან, მთავრობამ ჩინეთიდან ჩასული ყველა მგზავრის გაკონტროლების ბრძანება გასცა.

კორონავირუსი ჩინეთი

29 იანვარი 2020, 12:05

ეკონომიკა

კორონავირუსის საფრთხის გამო ფრენები British Airways-მაც შეწყვიტა

კორონავირუსის გამო British Airways-ი ჩინეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ეს გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ჩინეთში მოგზაურობაზე თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა. ბრიტანეთი ჰუბეის პროვინციასა და ქალაქ უხანში მყოფი 300 ბრიტანელის ევაკუაციას გეგმავს.

კახა კალაძე

29 იანვარი 2020, 11:57

ეკონომიკა

კაიროს დასახლებაში გზების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კაიროს დასახლებაში გზების რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.თბილისის მერის თქმით, გზების რეაბილიტაციამდე მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოაწესრიგა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

29 იანვარი 2020, 11:55

საქართველო

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვდა რასაც ხმაური მოჰყვა

თინათინ ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა სურდათ, თუმცა მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს. ხმაური სწორედ ამას მოჰყვა და დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა.

ბრაზილია წყალდიდობა

29 იანვარი 2020, 11:54

მსოფლიო

ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ბოლო მონაცემებით 53 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ მინას-ჟეიერასის შტატი დააზარალა. იქ 19 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაახლოებით 20 000 კი ევაკუირებულია. შტატის გუბერნატორმა გუსტავო ზემამ 99 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

29 იანვარი 2020, 11:48

საქართველო

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანად დაინიშნა

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა. უწყებაში განმარტეს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისიწინებით შეირჩა.

თევზის ბაზარი

29 იანვარი 2020, 11:42

საქართველო

ფოთში თევზის ბაზრობის გაუქმება მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვით გააპროტესტეს

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა საათზე მეტია, რაც გადაკეტილია. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

მიგრანტები

29 იანვარი 2020, 11:37

მსოფლიო

მიგრანტებმა სერბეთსა და უნგრეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელი შტურმით აიღეს

სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა და უნგრეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე შტურმი მიიტანა. უნგრელი მესაზღვრეები იძულებულები გახდნენ, ხალხის შესაჩერებლად ჰაერში რამდენჯერმე გაესროლათ.

29 იანვარი 2020, 11:36

ეკონომიკა

ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ და ადგილზე საინფორმაციო ჯიხურები განათავსონ. კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება.

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

29 იანვარი 2020, 11:14

საქართველო

საქართველო რუსეთს მოუწოდებს 1500 ქართველს 10 მილიონი ევროს კომპენსაცია გადაუხადოს

საქართველო რუსეთს მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეასრულოს. საუბარია რუსეთიდან გამოძევების გამო 1500 ეთნიკური ქართველისთვის კომპენსაციის გადახდაზე. თანხის ოდენობა დიდი პალატის გადაწყვეტილებით 10 მილიონი ევროა.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 11:05

საქართველო

საქართველომ ჩინეთთან კორონავირუსის გამო პირდაპირი ფრენები შეწყვიტა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

აეროპორტი

29 იანვარი 2020, 10:50

ძალოვნები

თბილისის აეროპორტში 508 აბი სუბოტექსი ამოიღეს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 10:36

მსოფლიო

ავსტრალია და ახალი ზელანდია უხანიდან ევაკუირებულებს შობის კუნძულზე კარანტინში გააჩერებენ

იაპონია და აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. ოთხშაბათს დილით ტოკიოს ჰანედას აეროპორტში 200-მდე მგზავრით თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელთაგან ოთხი მგზავრიც ვირუსის ნიშნებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

გაზი

29 იანვარი 2020, 10:14

ძალოვნები

რუსთავში ცოლ-ქმარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა. გარდაცვლილი მშობლები შვილმა ნახა. ოჯახი ამ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე პოლიცია და „სოკარ-გაზის“ თანამშრომლები იმყოფებიან.

კობი ბრაიანტი

29 იანვარი 2020, 10:11

სპორტი

NBA-მ კობი ბრაიანტის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ლეგენდარული კალათბურთელის კარიერასა და მიღწევებზეა საუბარი. 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.

მაიკ პომპეო

29 იანვარი 2020, 09:20

მსოფლიო

მაიკ პომპეო უკრაინაში 30 იანვარს ჩავა

მაიკ პომპეო არა მარტო აშშ-ის მთავრობის პირველი პირი გახდება, რომელიც კიევს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩავა, არამედ პირველი ჩინოსანიც ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდა.

ლამინგტონი

29 იანვარი 2020, 08:56

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ნამცხვრების სწრაფად ჭამის კონკურსის მონაწილე გარდაიცვალა

ავსტრალიაში 60 წლის ქალი ცნობილი ავსტრალიური დესერტის „ლამინგტონის“ სწრაფად ჭამის ჩემპიონატზე დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ჰერვი-ბეიში მოხდა, სადაც ავსტრალიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა. ნამცხვრის ჭამისას ქალს ეპილეფსიური შეტევა დაემართა.