imedi /  30 დეკემბერი 2019, 14:26 / სანდო წყარო

2020-25 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია დამტკიცდა

დეცენტრალიზაცია

საქართველოს მთავრობამ 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

სტრატეგია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური ჩართულობით მომზადდა.

სამინისტროს ცნობით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია ეფუძნება 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან ხედვას.

სტრატეგიის მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტი ჩართულობა,  გაზარდოს მუნიციპალიტეტების როლი საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაწყვეტასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. 

"პროცესის მხარდაჭერის მიზნით, 2018 წლის აგვისტოში შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, მთავრობის წევრების, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის და თვითმმართველობების ასოციაციების შემადგენლობით. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელშიც ხელისუფლების, თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა  შეეძლო ყველა მსურველსა და ექსპერტს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის საქართველოს მთავრობამ სტრატეგიის მიღებამდეც განახორციელა სტრატეგიის ძირითადი მიზნების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის ნაწილში, 2019 წლიდან თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური რესურსით, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი ფინანსური რესურსი დაუკავშირდა  დამატებითი ღირებულების გადასახადს. ამ ცვლილებით ყველა მუნიციპალიტეტს 13%-ით გაეზარდა დაფინანსება, რაც მომდევნო წელსაც გაგრძელდება. 
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის პარალელურად, სტრატეგიით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, მუშავდებოდა სამოქმედო გეგმა. 

უწყების ცნობით, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, განისაზღვრება თვითმმართველობებზე გადასაცემი უფლებამოსილებები, დადგინდება მათი გადაცემის ვადები და ფორმები; 2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი განისაზღვრება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7 პროცენტით; დაგეგმილია სახელმწიფო ქონების გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის და გაიზრდება მუნიციპალიტეტების წილი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებულ შემოსავლებში; გადაიხედება ადგილობრივი მოსაკრებლები; დადგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ქონების ნუსხა, გადაცემის ფორმები და ვადები; გამარტივდება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის ქონების გადაცემის და რეგისტრაციის პროცედურები; 2025 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების მესაკუთრე გახდება შესაბამისი მუნიციპალიტეტი. 

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი. 

2013 წლის შემდეგ თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პროგრესი აღიარა ევროპის საბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2020, 16:41

მსოფლიო

რუსეთში სამხედრო პოტენციალზე საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებისთვის იაპონელი დააკავეს

იაპონელის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთმა იაპონიის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადასცა. არასებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთში ჟურნალისტური ვიზით იმყოფებოდა. მან რუსეთის ტერიტორია უკვე დატოვა. ინციდენტი 25 იანვარს მოხდა.

სელენა გომესუ

27 იანვარი 2020, 16:40

ტაბლოიდი

სელენა გომესმა ჯასტინ ბიბერი ემოციურ ძალადობაში დაადანაშაულა

„ვგრძნობ, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი"- განაცხადა მომღერალმა. კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ემოციურ ძალადობაზე, გომესმა დადებითად უპასუხა. ბიბერი და გომესი ერთად ოფიციალურად 2011-2018 წლებში იყვნენ. წყვილი ამ ურთიერთობის განმავლობაში ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2020, 16:31

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი საკითხი კონგრესმენებთან პირისპირ დიალოგით უნდა განიხილებოდეს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგერსმენების წერილების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი კითხვა და წუხილი დიალოგის რეჟიმში უნდა განიხილებოდეს.

Brexit მონეტა

27 იანვარი 2020, 16:16

მსოფლიო

ბრიტანელები Brexit-ისადმი მიძღვნილ მონეტებს ბოიკოტს უცხადებენ

საუბარია 50-ცენტიან მონეტებზე, რომლებიც 3 მილიონი ეგზემპლარის ტირაჟით მოიჭრა. ახალი მონეტები მიმოქცევაში 31 იანვარს გამოჩნდება, როდესაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს. მონეტებს „მშვიდობა, წარმატება და ხალხთა მეგობრობა“ აწერია.

მეგან მარკლი

27 იანვარი 2020, 16:16

ტაბლოიდი

მეგან მარკლის სახელი ზმნად აქციეს

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მსოფლიოს უკვე აჩუქეს ახალი სიტყვა „მეგზიტი“ (Brexit-ის ანალოგი), როდესაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ტიტულებზე უარი განაცხადეს. თუმცა ყველაფერი ამით არ ამოწურულა. ახლა მეგან მარკლის სახელის გამოყენებით ინტერნეტმომხმარებლებმა ზმნაც მოიფიქრეს - to Meghan Markle „მეგანმარკლობა“.

ელიზაბეთ რუდი

27 იანვარი 2020, 16:05

საქართველო

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2020, 15:35

საქართველო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად საქართველოს პარლამენტის ყოფლი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ამ თანამდებობაზე დამსი ლილიან მორი პასკიეს შეცვლის.

კობი ბრაიანტი ქალიშვილთან ერთად

27 იანვარი 2020, 15:29

მსოფლიო

კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზი დასახელდა

ვერტმფრენმა, რომლითაც 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი 13 წლის ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა, შესაძლოა უამინდობის გამო განიცადა კატასტროფა. ამის შესახებ CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.

ევროსაბჭო

27 იანვარი 2020, 15:22

საქართველო

საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტა

საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნების საკითხის გადახედვა მოითხოვა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია პროტესტით დაიწყო. ქართველმა, უკრაინელმა და ლიეტუველმა დეპუტატებმა რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა ფეხზე ადგომით გააპროტესტეს.

ამირან გამყრელიძე

27 იანვარი 2020, 15:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: წამალი რომელიც კორონავირუსის ამ ქვეტიპზე იმოქმედებს, არ არსებობს

ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღდეგ რაიმე სპეფიციკური მკურნალობა, ვაქცინა ან წამალი არ არსებობს. მისი თქმით, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 5-დან 14 დღემდეა.

ჰენდრიკ დამსი

27 იანვარი 2020, 15:10

მსოფლიო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ საპარლამენტო ასამბელის Twitter-გვერდზე გავრცელდა. დამსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“ წარმოადგენს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 15:04

მსოფლიო

ინდონეზია კორონავირუსის გამო ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ინდონეზიის ხელისუფლება „კორონავირუსის“ გავრცელების გამო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს. The Jakarta Post-ის ცნობით, მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავებასაც გეგმავს.

სოფ. ქერეს მოსახლეობის აქცია

27 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

გამყოფ ზოლთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა სკოლას და საბავშვო ბაღს ითხოვს

სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდღიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევთ სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

სამხედროები

27 იანვარი 2020, 14:44

ძალოვნები

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.

გერმანია ჯარი

27 იანვარი 2020, 14:34

მსოფლიო

550 გერმანელი სამხედრო მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირია ეჭვმიტანილი

გერმანიის შეიარაღებული ძალების 550 სამხედრო მოსამსახურეს შესაძლოა, მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირი ჰქონდეს. ამის შესახებ გამოცემა Welt am Sonntag-ს გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კრისტოფ გრამმა განუცხადა.

ავიაკატასტროფა

27 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში სამოქალაქო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას TOLO News-ი Twitter-ზე ავრცელებს. ინციდენტი სოფელ დეხ ოაკთან მოხდა. ამ ტერიტორიას მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს. ადგილობრივებმა ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს. თვითმფრინავი კომპანია Ariana Afghan Airlines-ს ეკუთვნის.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

27 იანვარი 2020, 14:16

საქართველო

ილია მეორე: წმინდა ნინო ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის შუამავალია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორის განცხადებით, საქართველოს ეკლესია ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, „რომელიც ქალმა მოაქცია“.

ლაშა გურგულიანი

27 იანვარი 2020, 14:08

სპორტი

ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დაიცვა

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და „ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებულ ბრძოლაში გურგულიანმა ედგარ ორტეგა მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ერის ბაღში გამართულ შეხვედრას მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი ესწრებოდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 14:03

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს ჩინეთში მოგზაურობა შეზღუდონ

მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის ჩინეთიდან პირდაპირი რეისები გადადებულია, ხოლო შემდეგი რეისების გადადების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრაზე მიიღებენ. რაც შეეხება ჩინეთთან ვაჭრობის კუთხით შეზღუდვვების დაწესებაზე, ამის შესახებ ჯერჯერობით რეკომენდაციები არ არის.

სლოვაკეთი

27 იანვარი 2020, 14:02

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერმინისტრი გადადგა

სლოვენიის პრემიერმინისტრმა მარიან შარეცმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. რუსული მედიის ცნობით, მან გადადგომის მიზეზად მინისტრთა კაბინეტში არსებული პრობლემები დაასახელა.