imedi /  01 იანვარი 2020, 09:56 / სანდო წყარო

2020 წლიდან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებებია

ჯანდაცვა

2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები ამოქმედდა. 

ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. 2020 წლიდან ეს სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე.

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში შესული ამ ცვლილებით ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახორციელებს იმ გამოწვევებზე, რაც ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს უკავშირდება. ამასთან ერთად, 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა სულ ცოტა ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ განახორციელონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება.

2020 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება  კალენდარული აცრების 4-კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება. ცვლილება შეეხება 18 თვის და 5 წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმურ აცრებს. ასევე გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ.

„უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის პროექტის ფარგლებში შეიცვალა პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები და სერვისის შესყიდვის მექანიზმები. ყველა სისხლის ბანკს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად საჭირო კრიტერიუმებს, საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს პროგრამის მიმწოდებლად. ამასთან ერთად, იცვლება დაფინანსების მექანიზმი და 2020 წლიდან უანგარო დონაციები დაფინანსდება შეუზღუდავად, ხოლო ფასიანი დონაციების დაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება 30%-ის ოდენობით. ეს ცვლილება ემსახურება სისხლის ბანკების მოტივაციის ამაღლებას იზრუნონ უანგარო დონაციების რაოდენობის გაზრდაზე. ამასთანავე, მომდევნო წლიდან, ყველა სისხლის ბანკს ეძლევა საშუალება ჩაერთოს დონაციების ცენტრალიზებულ კვლევაში, რაც აღნიშნული მიმართულებით, წარმოადგენს ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს.

ცვლილება შეეხო კიბოს სკრინინგის კომპონენტსაც, გაუმჯობესდა განხორციელების მექანიზმი. სახელმწიფო შესყიდვის გზით, ერთი გამარჯვებული დაწესებულების დაკონტრაქტების ნაცვლად, თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან მოხდება,  რომელიც დააკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს. აღნიშნული ცვლილებით, მოიხსნება პროგრამაში მონაწილეობის ბარიერი, რაც გაზრდის  მონაწილეთა რიცხვს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

ცვლილება შეეხო ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამასაც, სტაციონარული მომსახურების კომპონენტს დაემატა სარქვლოვანი ბრონქობლოკაციის ოპერაცია. შეიცვალა, სტაციონარული მომსახურების დაფინანსების მექანიზმიც, ნაცვლად საწოლდღით დაფინანსებისა, შემოღებული იქნა დიაგნოზთან შეჭიდული ტარიფი, რომელიც ამავე დროს უფრო ხარჯთეფექტურია.

შეიცვალა ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების კვლევის პროტოკოლი. ახალი დიზაინის მიხედვით, ეპიდემიოლოგი განახორციელებს ყველა კონტაქტირებული პირის მოძიებას, მათთან საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებას ტუბერკულოზის საკითხებზე და ტუბ ერთეულში გადამისამართებას. რის შემდგომაც განისაზღვრება, ესაჭიროება თუ არა აღნიშნულ ბენეფიციარს შემდგომ მკურნალობაში ჩართვა. აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენს, ტუბერკულოზით დაინფიცირებული პირების დროული იდენტიფიცირება და რეფერალი სპეციალისტთან.

,,აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე სიახლე. გაიზარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მოსარგებლეთა რიცხვი. დაემატა პატიმრობიდან გათავისუფლებული, არვ თერაპიაზე მყოფი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები. ამ კატეგორიის მოსარგებლისთვის, ცენტრში შექმნილი კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, განმეორებითი სტანდარტული ვიზიტის ღირებულებაც დაფინანსდება.

ამასთან ერთად, გათვალისწინებულია იმ ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც გლობალური ფონდის პროექტიდან 2020 წელს გადმოდის სახელმწიფოს ვალდებულებებში. მათ შორის, პროგრამას ემატება ორი ახალი პრევენციული ტიპის აქტივობა - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში და ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგი, რომელიც განხორციელდება მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

ყველა სიახლე

უილიამ ბარი

19 თებერვალი 2020, 09:55

მსოფლიო

აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

აშშ-ს გენერალური პროკურორი უილიამ ბარი ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავისი გადადგომის შესახებ სოცოალურ ქსელში გამოეხმაურა. იუსტიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა შესაბამისი განცხადება Twitter-ის გვერდზე გააკეთა. „რაც შეეხება ჭორებს: გენერალური პროკურორი არ გეგმავს გადადგომას“, - დაწერა იუსტიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა.

კორონავირუსი

19 თებერვალი 2020, 09:45

მსოფლიო

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი დასრულდა

იაპონიის სანაპიროსთან იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი დასრულდა, ამის შეცახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, თუ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაინერზე მყოფი პირები, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური შედეგები ექნებათ და ვირუსის სიმპტომებს არ გამოამჟღავნებენ, ლაინერს დატოვებენ.

უკრაინა

19 თებერვალი 2020, 09:30

მსოფლიო

NATO რუსეთს მოუწოდებს აღმოსავლეთ უკრაინიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნჯესკომ განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთმა ტერიტორიიდან ძალები გაიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ოანა ლუნჯესკოს თქმით, ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოდის ჩვენება

19 თებერვალი 2020, 09:16

კულტურა

კრონავირუსის გამო Chanel-მა და Prada-ამ ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს

მოდის სახლებმა Chanel-მა და Prada-ამ ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს. Reuters-ის ცნობით, მსოფლიო მოდის ბრენდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენება სავარაუდოდ 2020 წლის მაისში გაიმართება.

პიტერ ბარი

19 თებერვალი 2020, 08:58

მსოფლიო

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დონალდ ტრამპის „ტვიტების“ გამო შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

გამოცემის ცნობით, უილიამ ბარმა ტრამპთან დაახლოებულ პირებთან საუბარში აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებებთან დაკავშირებით ტრამპის „ტვიტების“ გამო შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. როგორც წყარო აცხადებს, გენერალურმა პროკურორმა თავისი პოზიცია იმიტომ გაუზიარა ტრამპთან დაახლოებულ პირებს, რომ პრეზიდენტს შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმეების საჯაროდ შეფასება.

ცხინვალი

19 თებერვალი 2020, 08:39

საქართველო

მედია: ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

უკვე ერთი კვირაა, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით ერთი კვირაა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც ცხინვალის სასურსათო მაღაზიებში საკვების, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტების დეფიციტია.

19 თებერვალი 2020, 08:27

საქართველო

საქართველოს კლინიკებში სეზონურ ვირუსებზე მიმართვიანობა შემცირდა

საქართველოს კლინიკებში სეზონურ ვირუსებზე მიმართვიანობა კვლავ შემცირებულია. ექიმების განცხადებით, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექცია, თუმცა საგანგაშო არაფერია.პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ, დამაკმაყოფილებელია და კლინიკას ვირუსული გართულებებების გარეშე ტოვებენ.

დავით ზალკალიანი

19 თებერვალი 2020, 08:24

საქართველო

დავით ზალკალიანი: დონბასში სამხედრო ესკალაცია მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას ძირს უთხრის

„ტვიტერში“ ეხმაურება დონბასში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი. ის აცხადებს, რომ სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას და შეშფოთებულია ზოლოტოესთან რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობით.

ოპოზიცია

19 თებერვალი 2020, 08:20

საქართველო

ოპოზიცია უარს ამბობს მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება. პარტიების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ისინი კვირის ბოლომდე შეიკრიბებიან და მაჟორიტარული ოლქებისთვის საერთო კანდიდატების შერჩევის საკითხზე იმსჯელებენ. გარდა ამისა შეხვედრის დროს საპროტესტო აქციებზეც ისაუბრებენ, რომელიც თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიმართება.

აჭარის ტელევიზია

19 თებერვალი 2020, 08:12

საქართველო

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო საშტატო ცვლილებებს სავარაუდოდ დღეს დაამტკიცებს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ცვლილებები დღეს უნდა დაამტკიცოს. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. დასწრებას საინფორმაციო სამსახურის გუნდი გეგმავს. გაიფიცებიან თუ არა ჟურნალისტები ბორდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ტელევიზიის თანამშრომელთან ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. მათივე თქმით, საფრთხეშია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ისინი პასუხიმგებლობას დირექტორსა და ბორდს აკისრებენ.

კორონავირუსი

19 თებერვალი 2020, 08:00

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა ჩინეთში კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ჰუბეის პროვინციაში პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ტესტს ჩაუტარებენ ყველას, ვისაც 20 იანვრის შემდეგ სიცხე ან ხველა ჰქონდა, ან სიცხისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძინეს.

19 თებერვალი 2020, 01:22

საქართველო

ალექსეევკის დასახლებაში სასაწყობე ფართი დაიწვა

ისანში, ალექსეევკის დასახლებაში სასაწყობე ფართი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია 9 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2020, 01:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სოციალური მედია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მედიაში ჩემი ხმა არ მაქვს

„სოციალურ ქსელებს ვიყენებ და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. ეს ხმა კი პრესაში, მედიაში არ მაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთი ძაღლი სტადიონი

19 თებერვალი 2020, 01:05

ტაბლოიდი

თურქეთში საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე ძაღლი შევარდა და ბურთით გაერთო. ვიდეო

ფეხბურთელებმა და სტადიონის თანამშრომლებმა ძაღლის მოედნიდან გაყვანა ბურთის დახმარებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, კლუბ „ფატიხ კარაგუმრუკის“ ერთ-ერთმა მოთამაშემ ლაბრადორი ხელში აიყვანა და მოედნიდან გაიყვანა. მატჩი მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ლანდი და გერმანი

19 თებერვალი 2020, 01:01

ტაბლოიდი

ინვალიდი ლეკვისა და მტრედის უჩვეულო მეგობრობის ისტორია. ვიდეო

2020 წლის იანვარში ჩიხუახუას ჯიშის ლეკვი ლანდი ქალაქ როჩესტერის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მოხვდა, რომელიც თანდაყოლილი გადახრების მქონე ცხოველებზე ზრუნავს. ლეკვის უკანა თათები არ ფუნქციონირებს. მალე ორგანიზაციაში მოხვდა მტრედი სახელად გერმანი, რომელიც ვერ დაფრინავს.

ლევან დავითაშვილი

19 თებერვალი 2020, 00:44

საქართველო

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის წინაშე არსებული ყველა პრობლემა გადაწყვეტის პროცესშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა პრობლემა, რომელიც სოფლის მეურნეობის წინაშე დგას, დღეს გადაწყვეტის პროცესშია, რაც გულისხმობს სოფლად შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის მიტანას, თუმცა აუცილებელია საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნაც.

ჯორჯინა როდრიდესი კრიშტიანუ რონალდუ

19 თებერვალი 2020, 00:30

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუს საცოლე თვეში 96 ათას ევროს ხარჯავს

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვე თავის საცოლეს, ჯორჯინა როდრიგესს 96 ათას ევროს აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. 35 წლის ფეხბურთელის საცოლე ამ ფულის ნაწილს რონალდუს სამ შვილზე და მათ საერთო ქალიშვილზე, ალანა მარტინაზე ხარჯავს.

ლევან დავითაშვილი

19 თებერვალი 2020, 00:22

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ევროპული რეგულაციები და სტანდარტები არა საფრთხედ, არამედ შესაძლებლობად უნდა განვიხილოთ

რეგულაციები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესს ახლავს თან, არა საფრთხედ, არამედ შესაძლებლობად უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT - ანალიზი“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

19 თებერვალი 2020, 00:01

საქართველო

ლევან დავითაშვილი: ადრე სოფლის მეურნეობა წარუმატებლობასთან ასოცირდებოდა, ჩვენ კი მოდურობის ელემენტი შევქმენით

გვქონდა პერიოდი, როდესაც სოფლის მეურნეობა პირდაპირ წარუმატებლობასთან ასოცირდებოდა, ჩვენ შევქმენით გარკვეული ტენდენციები და მოდურობის ელემენტი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT - ანალიზი“ განაცხადა.

ხუან გუაიდო

18 თებერვალი 2020, 23:58

მსოფლიო

ხუან გუაიდო „როსნეფტს“: მონაწილეობა მიიღეთ ვენესუელის გათავისუფლებაში და არა მადუროს დიქტატურის მხარდაჭერაში

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ხუან გუაიდო რუსულ ნავთობკომპანია „როსნეფტს“ მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ნიკოლას მადუროს დიქტატურას. ამის შესახებ ხუან გუაიდომ ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება უცხოური ინვესტიციები ნავთობის მოპოვების გასაზრდელად.