imedi /  30 დეკემბერი 2019, 21:31 / სანდო წყარო

შიდსის ცენტრი ინფიცირების შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს

შიდსი

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში შიდსის 668 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს შიდსის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 8102 აივ ინფიცირებული, მათ შორის 6047 კაცი და 2055 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 5003 პაციენტს განუვითარდა, 1635 გარდაიცვალა.

30 ნოემბრის მონაცემებით მკურნალობს 5031 (4463 + 568 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება-გადაცემის გზები ასეთია: 38.1 % (3088) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი; 48.2 % (3905) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (910) - კაცები რომელთაც სექსი აქვთ კაცთან; 1.3 % (108) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (38) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში ( 2992 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში - 1129; იმერეთში - 977; აჭარაში - 908; აფხაზეთში (524); კახეთში (398); ქვემო ქართლში(466); შიდა ქართლში(296); გურიაში(174); სამცხე-ჯავახეთში(107).

სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ბიჭი და 44 - გოგო. 27 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.

ყველა სიახლე

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 18:01

საქართველო

დადასტურდა, რომ ზუგდიდში გოგო გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ჯანო ანანიძე

23 იანვარი 2020, 17:54

სპორტი

ჯანო ანანიძე კვიპროსის „ანორთოსისში“ ითამაშებს

27 წლის ნახევარმცველმა ფამაგუსტას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ანანიძე 2009 წლიდან 11 წლის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკში“ გამოდიოდა და ამ გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

23 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩიეს

ზურაბ აზნაურაშვილმა 9 ხმით საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე რეგისტრაცია 2019 წლის 13-დან 26 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჯამში 42 კანდიდატი დარეგისტრირდა.

დავით ზალკალიანი

23 იანვარი 2020, 17:33

საქართველო

ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრი Twitter-ზე წერს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არსებული გამოწვევების ფონზე. ჩვენ მივყვებით ჩვენს მტკიცე არჩევანს და ნატოსკენ სვლას განვაგრძობთ“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ტაბლოიდი

23 იანვარი 2020, 17:28

ტაბლოიდი

აფრიკაში კაცი ორი თვეა 24 მეტრის სიმაღლეზე ღვინის კასრში ცხოვრობს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ვერნონ კრიუგერი 500-ლიტრიან ღვინის კასრში 24 მეტრის სიმაღლეზე ორ თვეზე მეტია „ცხოვრობს“. კრიუგერისთვის ეს სულის გამოცდაა. 1997 წელს მან ბოძზე დამაგრებულ კასრში ჯდომის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა - მაშინ ის კასრში 67 დღე იყო, წინა რეკორდი 54 დღე იყო.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 17:24

ეკონომიკა

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ „რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ვიტრიფიცირებული ტვინი

23 იანვარი 2020, 17:24

ტექნოლოგიები

ვეზუვის ამოფრქვევისას ერთ-ერთი დაღუპულის ტვინი სიცხისგან შუშად იქცა

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სითხის შუშად გარდაქმნის პროცესს ვიტრიფიკაცია ეწოდება და ის მაღალი ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შედეგად ხორციელდება. ამოფრქვევის დროს ჰაერის ტემპერატურა ჰერკულანუმში 520 С გრადუსამდე გაიზარდა. ეს ადამიანის ვეტრიფიცირებული ტვინის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

ბაღები

23 იანვარი 2020, 16:57

საქართველო

ყვარელში საბავშვო ბაღებს ხორცის მიწოდება 27 იანვრიდან აღუდგება

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში ხორცის დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიიამ ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ამ მიზეზით მერიამ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

სასტუმრო ბუდაპეშტი

23 იანვარი 2020, 16:47

ეკონომიკა

თბილისის ვიცემერი: ინვესტორები ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტს“ ვერ ააშენებენ

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ინვესტორები „ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“. მერიამ ინვესტორებს რამდენიმე ფართი შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადეს.

23 იანვარი 2020, 16:46

საქართველო

გახარია: აშშ-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ რეალურ და ხელშესახებ შედეგებს - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლას.

ინდოეთი რობოტი-ასტრონავტი

23 იანვარი 2020, 16:42

ტექნოლოგიები

ინდოეთმა ქვეყნის პირველი რობოტი-ასტრონავტი წარადგინა

რობოტს ვიიომ მიტრა ჰქვია, რაც სანსკრიტზე „მეგობარს კოსმოსში“ ნიშნავს. მისი მთავარი ამოცანა ორბიტაზე ასტრონავტების დახმარებაა. კერძოდ, ის ასტრონავტების კითხვებზე პასუხის გაცემასა და სხვადასხვა ოპერაციის შესრულებაზეა დაპროგრამებული. ის კოსმოსში წლის ბოლომდე გაემგზავრება.

მხედვარი ჰენრი კავილი

23 იანვარი 2020, 16:27

კულტურა

Netflix-ი სერიალ „მხედვარის“ მიხედვით ანიმაციურ ფილმს გადაიღებს

ცნობილია ფილმის სახელწოდება - „მხედვარი: მგლის კოშმარი“. მისი სიუჟეტი კი გამოგონილ კონტინენტზე ახალი საფრთხის შესახებ მოგვიყვება. ახალი პროექტის სცენარზე სერიალ „მხედვარის“ შოურანერი ლორენ ჰისრიჩი და ბო დემაიო მუშაობენ.

ხორავას ქუჩა მკვლელობა

23 იანვარი 2020, 16:27

ძალოვნები

მირზა სუბელიანის შვილის თქმით მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესზე დღეს ჩვენება მირზა სუბელიანის შვილმა მისცა. ის ბრალდების მხარის მოწმედ დაიკითხა დღეს. ალექსანდრე სუბელიანის თქმით, მიხეილი მკვლელი არ არის.

ჟან პოლ გოტიე

23 იანვარი 2020, 16:24

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო ჩვენება გამართა

შოუში მისი ცნობილი მუზები და ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელი მსახიობი დიტა ფონ ტიზი, მის საფრანგეთი და მის სამყარო-2016 ირის მიტენარი, ამერიკელი ტოპმოდელი ბელა ჰადიდი, ესპანელი მსახიობი როსი დე პალმა და ასევე ფრანგი მომღერალი მილენ ფარმერი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

23 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

მევლუთ ჩავუშოღლუ ნატოს: საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს

„არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ნატოში, ან რატომ არ ვანიჭებთ წევრობის სამოქმედო გეგმას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. მის სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს.

23 იანვარი 2020, 16:18

ტექნოლოგიები

150 სკოლაში Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან.

დუმა

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საუბარია რეფორმაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროსადმი მიმართვისას დააანონსა. ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმისთვის პრემიერმინისტრის კანდიდატურის დამტკიცების უფლების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

კიევი

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

უკრაინაში მოსახლეობის რაოდენობა ელექტრონული მონაცემებით დაითვალეს

ანალიზის დროს გაითვალისწინეს უკრაინის სამი მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის მონაცემები, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურისა და ელექტრონული რეესტრების მონაცემები, ასევე ფიზიკური პირების სახელმწიფო რეესტრის მონაცემები. ბოლო ოფიციალური აღწერა 2001 წლის დეკემბერში ჩატარდა.

ილია II

23 იანვარი 2020, 15:37

საქართველო

ილია მეორეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა

„პატრიარქი რამდენიმე დღეა, აჭარაში იმყოფება. იგი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს. კლინიკაში გამოკვლევების ჩატარების მიზნით მივიდა. ის კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

როჰინჯა მუსლიმები

23 იანვარი 2020, 15:28

მსოფლიო

გაეროს სასამართლომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების გენოციდის პრევენციის ბრძანება გასცა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ბრძანება გასცა, რომ მიანმარში როჰინჯა მუსლების გენოციდის შესაჩერებლად ქმედებები გატარდეს. 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად დაუჭირა მხარი მოწოდებას, რომ მიანმარმა „თავისი ძალის ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღოს“ გენოციდის თავიდან ასაცილებლად.