imedi /  03 იანვარი 2020, 14:18 / სანდო წყარო

ცოტნე გამსახურდიას დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ ესაჭიროება

ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას თურქეთში დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ ესაჭიროება, - ამის შესახებ „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განაცხადა.

ცოტნე გამსახურდია სტამბოლში, ამერიკულ კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. მას ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცოტნე გამსახურდია სტამბოლში სამკურნალოდ 31 დეკემბერს გადაიყვანეს.

ყველა სიახლე

მიშელ პლატინი

22 იანვარი 2020, 23:56

სპორტი

მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება. ფრანგი ფუნქციონერი პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, ფილიპ პიას მრჩევლად დაინიშნა. 2015 წელს ფიფას ეთიკის კომიტეტმა პლატინი საფეხბურთო საქმიანობას იოზეფ ბლატერთან ერთად ჩამოაშორა.

კორონავრუსი

22 იანვარი 2020, 23:27

მსოფლიო

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ უხანში ჩინეთის მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა. BBC ცნობით, ასევე იგეგმება აეროპორტის დახურვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების შეჩერება. უხანში დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობას ქალაქის დატოვება აეკრძალა.

General Motors

22 იანვარი 2020, 23:06

ტექნოლოგიები

General Motors-მა პირველი უპილოტო ავტომობილი წარმოადგინა

ამერიკული ავტომწარმოებლის General Motors-ის შვილობილმა კომპანია Cruise-მა კომპანია Honda-თან შექმნილი პირველი უპილოტო ავტომობილი წარმოადგინა. ავტომობილი Cruise Origin ელექტრონული მიკროავტობუსია, რომელსაც არ აქვს საჭე და პედლები. ავტომობილში 6 ადამიანს შეუძლია მოთავსდეს.

კახა კუჭავა, კრისტიან ტერეში, ირაკლი ბერაია

22 იანვარი 2020, 22:41

საქართველო

ევროპარლამენტარი ტერეში: უსამართლობაა, რომ დიდი ქართველი ხალხი ხედავს, როგორ იქცა მათი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლის ველად

ტერეშმა და ქართველმა დეპუტატებმა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებიც განიხილეს. ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდეტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისთვის მიუღებელია ის, რაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხდებოდა. მან საქართველოს მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.

ანდრია ჯაღმაიძე

22 იანვარი 2020, 22:21

საქართველო

ჯაღმაიძემ განმარტა რატომ აუკრძალეს ანდრია სარიას მღვდელმსახურება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა მიზეზები, რატომო აუკრძალეს მღვდელმსახურება მღვდელ ანდრია სარიას. მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს.

ემანუელ მაკრონი

22 იანვარი 2020, 22:03

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი იერუსალიმში პოლიციელებს დაუპირისპირდა

ინციდენტი წმინდა ანას ეკლესიაში მოხდა, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის. მაკრონის შეშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სამართალდამცველები ეკლესიაში მასზე ადრე შევიდნენ. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

კორონავირუსი

22 იანვარი 2020, 21:43

მსოფლიო

ჩინეთში ერთ დღეში კორონავრუსით დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა

ინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა.China Daily ხუბეის პროვინციის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. გამოცემის ცნობით, პროვინციაში უკვე 444 ადამიანი დაავადდა. 12 საათის წინ 440 ინფიცირებულის შესახებ იყო ცნობილი.

ჯეფ ბეზოსი მოჰამედ იბნ სალმანი

22 იანვარი 2020, 21:23

მსოფლიო

გაეროს ექსპერტები ჯეფ ბეზოსის ტელეფონის გატეხვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

„ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა პრინცი ბატონ ბეზოსზე თვალთვალში იყო ჩართული, რომლის მიზანიც Washington Post-ის მიერ საუდის არაბეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე გავლენის ქონა იყო“, - ნათქვამია ექსპერტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა

22 იანვარი 2020, 20:43

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატთა რაოდენობა შემცირდა

ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა და ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაძლოა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს იურისტმა გელა ჩივაძემაც. გენერალური პროკურორის პოსტზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი.

კორონავირუსი

22 იანვარი 2020, 20:38

საქართველო

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო მოუწოდებს უხანში არ ჩავიდნენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან, ვინაიდან ეს ქალაქი წარმოადგენს ინფექციის კერას. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

კონგრესმენების წერილი

22 იანვარი 2020, 20:33

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციამ ამერიკელი კონგრესმენების წერილი გამოაქვეყნა

წერილში, რომელიც ჯერი კონოლიმ, ადამ კინზინგერმა, მაიკლ მაკკაულმა და ელიოტ ენჯელიმ გიორგი გახარიას მისწერეს, კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი

22 იანვარი 2020, 20:10

საქართველო

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC) ახალ პროექტს იწყებს. ევროკავშირის მხარდაჭერით „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა შემუშავდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისში, სასტურმო „რუმსში“ შედგა. ღონისძიებას საჯარო მმართველობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარია ილჰამ ალიევი

22 იანვარი 2020, 20:04

საქართველო

გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა

ლიდერებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრებს, რომლებსაც თბილის და ბაქო ერთობლივად ახორციელებენ. ისინი ინტენსიური კომუნიკაციის მომავალში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კუპატა

22 იანვარი 2020, 19:41

ტაბლოიდი

პოპულარულ ქუჩის ძაღლ კუპატას ბათუმში ვარსკვლავი გაუხსნეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში პოპულარულ ქუჩის ძაღლ კუპატას უკვე თავისი კერა აქვს. „მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა 😊დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ კერა წარწერით „ხალხის რჩეული“, რაც ნამდვილად დაიმსახურა❤️“, -წერს უწყება სოციალურ ქსელში. ბათუმელი ქუჩის ძაღლი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ABC News-მა გამოაქვეყნა ძაღლის ვიდეო სათაურით „ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში.“

Tesla

22 იანვარი 2020, 19:31

ეკონომიკა

Tesla-ს კაპიტალიზაციამ $100 მილიარდს პირველად გადააჭარბა

21 იანვარს Tesla-ს ერთი აქციის ღირებულებამ $555,1 დოლარი შეადგინა, კომპანიის კაპიტალიზაცია კი 110,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მეორე დღეს აქციის ღირებულება 547,2 დოლარამდე შემცირდა, კაპიტალიზაცია კი 98,6 მილიარდამდე. აქციების ფასის ზრდა 2019 წლის მესამე კვარტალში კომპანიის ფინანსურმა წარმატებამ და ჩინეთში ქარხნის გახსნას უკავშირდება.

წყნეთის აგარაკები

22 იანვარი 2020, 19:11

ეკონომიკა

წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

წყნეთის სამთავრობო აგარაკებს მყუდველი არ გამოუჩნდა. 23 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ჯერ არ ამბობენ, როდის და რა პირობებით გამოცხადდება ახალი აუქციონი.

სასამართლო

22 იანვარი 2020, 18:48

ძალოვნები

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ 51 წლის გელა ქანთარიას, რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, გელა ქანთარიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წყალბურთი

22 იანვარი 2020, 18:28

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი დაამარცხა

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. დღეს, რევაზ ჩომახიძის მომზადებულმა გუნდმა თურქეთის ნაკრები 12:6 დაამარცხა და ათეულში ადგილი მოიპოვა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 3-3 ბურთი ანდრია ბითაძემ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს.

ჯეიმს აპატურაი

22 იანვარი 2020, 18:23

საქართველო

აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს

„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 18:16

საქართველო

კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე: საგარეო მიმართულებით მუშაობა ჩვენი მხრიდანაც გასაძლიერებელია

კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით აშკარად იკვეთება, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, „ან კარგად იციან რა ხდება, მაგრამ ეს მათი სუბიექტური განცხადებებია“.