Imedi /  09 იანვარი 2020, 20:31 / სანდო წყარო

ოპოზიციის „შავი სიის“ სახელწოდება შეიცვლება

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

სიას, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, „20 ივნისის სია“ ერქმევა. „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიაში შესაყვან ადამიანებთან დაკავშირებით კონკრეტული მექანიზმი შემუშავდა.

ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიკრიბება კომისია, სადაც თითოეულ სახელსა და გვარს, იმ მამტკიცებელ საბუთებს განიხილავენ, რომლითაც დასტურდება მათი მხრიდან პოლიტიკური დავალებების შესრულება.

„დამტკიცდება ეს სახელები და გვარები საერთო შეკრებაზე და შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, მისი თქმით, „პირველ რიგში ეს არის რეგიონული აქციები, რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება და უფრო სისტემური, მასობრივი ხასიათი ექნება. ასევე პარლამენტის პიკეტირება და მზადება დიდი შეკრებისთვის თბილისში, რომლის თარიღიც უკვე თვის ბოლოსთვის დასახელდება.

„რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვართ დამოკიდებული, ეს არის ეუთო ოდირის დასკვნა, ასევე მონაცემები, რომლებიც უნდა მივიღოთ საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მთავარი – ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან. 20 იანვრისთვის გვექნება დეტალური თარიღები. ველოდებით რამდენიმე დეტალურ შეტყობინებას, მათ შორის ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, რომელიც დახურულ რეჟიმში განვიხილეთ და, რომელზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის სპეციალურმა კომისიამ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ოპოზიციის განმარტებით, ეს სია დასავლელ პარტნიორებს გადაეცემათ, მისი მიზანი კი იქნება შესაძლო სანქციების დაწესება, რომელიც გულისხმობს როგორც ფინანსურს, ასევე გადაადგილების შეზღუდვას.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

ყველა სიახლე

სოფ. ქერეს მოსახლეობის აქცია

27 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

გამყოფ ზოლთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა სკოლას და საბავშვო ბაღს ითხოვს

სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდრიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევთ სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

სამხედროები

27 იანვარი 2020, 14:44

ძალოვნები

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.

გერმანია ჯარი

27 იანვარი 2020, 14:34

მსოფლიო

550 გერმანელი სამხედრო მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირია ეჭვმიტანილი

გერმანიის შეიარაღებული ძალების 550 სამხედრო მოსამსახურეს შესაძლოა, მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირი ჰქონდეს. ამის შესახებ გამოცემა Welt am Sonntag-ს გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კრისტოფ გრამმა განუცხადა.

ავიაკატასტროფა

27 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში სამოქალაქო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას TOLO News-ი Twitter-ზე ავრცელებს. ინციდენტი სოფელ დეხ ოაკთან მოხდა. ამ ტერიტორიას მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს. ადგილობრივებმა ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს. თვითმფრინავი კომპანია Ariana Afghan Airlines-ს ეკუთვნის.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

27 იანვარი 2020, 14:16

საქართველო

ილია მეორე: წმინდა ნინო ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის შუამავალია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორის განცხადებით, საქართველოს ეკლესია ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, „რომელიც ქალმა მოაქცია“.

ლაშა გურგულიანი

27 იანვარი 2020, 14:08

სპორტი

ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დაიცვა

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და „ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებულ ბრძოლაში გურგულიანმა ედგარ ორტეგა მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ერის ბაღში გამართულ შეხვედრას მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი ესწრებოდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 14:03

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს ჩინეთში მოგზაურობა შეზღუდონ

მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის ჩინეთიდან პირდაპირი რეისები გადადებულია, ხოლო შემდეგი რეისების გადადების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრაზე მიიღებენ. რაც შეეხება ჩინეთთან ვაჭრობის კუთხით შეზღუდვვების დაწესებაზე, ამის შესახებ ჯერჯერობით რეკომენდაციები არ არის.

სლოვაკეთი

27 იანვარი 2020, 14:02

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერმინისტრი გადადგა

სლოვენიის პრემიერმინისტრმა მარიან შარეცმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. რუსული მედიის ცნობით, მან გადადგომის მიზეზად მინისტრთა კაბინეტში არსებული პრობლემები დაასახელა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

27 იანვარი 2020, 13:46

ძალოვნები

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროს ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. მოსამართლემ მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე ცნო სრულიად უდანაშაულოდ.

იაპონია

27 იანვარი 2020, 13:44

ტაბლოიდი

იაპონიაში მარტოხელებს „ოჯახის დაქირავების“ სერვისს სთავაზობენ

იაპონიაში მუშაობს ბევრი კომპანია, რომელიც მოქალაქეებს „ოჯახის დაქირავების“ სერვისს სთავაზობს, ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ ასეთი სერვისი ადამიანებს აბედნიერებს და მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ახლობლები დაკარგა და მარტო დარჩა.

პალიასტომის ტბა

27 იანვარი 2020, 13:28

ძალოვნები

მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

კაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს გავრცელდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც.

მეუფე იაკობი ანდრია სარია

27 იანვარი 2020, 13:20

საქართველო

მეუფე იაკობი: ანდრია სარია მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი ბოდბის დედათა მონასტრიდან გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა. მეუფე იაკობის თქმით, ის მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია და თუ საკითხის განხილვა უნდა, საპატრიარქოში შეუძლია მივიდეს.

მეუფე იაკობი

27 იანვარი 2020, 13:13

საქართველო

მეუფე იაკობი: ქართველები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ქართველები ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობა იყოს და არჩევნებიც მშვიდობით ჩატარდეს. ამის შესახებ მან ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას თქვა, სადაც წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნეს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 13:06

მსოფლიო

მონღოლეთმა კორონავირუსის გამო ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა

მონღოლეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთთან საზღვარი ჩაიკეტა. ქვეყანაში ასევე შეჩერდა სასწავლო პროცესი და აკრძალა თავშეყრის ადგილებში შეკრება. ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია.

Usher ბილი აილიში არიანა გრანდე

27 იანვარი 2020, 13:05

ტაბლოიდი

როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები „გრემის“ წითელ ხალიჩაზე

ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის მთავარი ტრიუმფატორიც 18 წლის მომღერალი ბილი აილიში გახდა. გამოცემა The Hollywood Reporter-ი წითელ ხალიჩაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ჯონ ბოლტონი

27 იანვარი 2020, 13:04

მსოფლიო

NYT: ბოლტონის მემუარების თანახმად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ბაიდენზე გამოძიებას უკავშირდება

იანვრის დასაწყისში ბოლტონმა განაცხადა, რომ თუ უწყებას მიიღებს, ჩვენების მისაცემად მზად არის. ტრამპი თავის მხრივ ირწმუნებოდა, რომ სურს პომპეო და ბოლტონი სენატში გამოჩნდნენ, თუმცა აქვე გაფრთხილებაც გააკეთა, რომ ბოლტონის ჩვენებამ ქვეყნის უსაფრთხოებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

ზუგდიდი

27 იანვარი 2020, 12:45

ძალოვნები

ზუგდიდში 65 წლამდე კაცმა შშმ გოგო გააუპატიურა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 1955 წელს დაბადებული პირი დააკავეს. როგორც გაირკვა, 22 წლამდე გოგო შშმ პირია და შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 12:35

მსოფლიო

ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად $9 მილიარდამდე დახარჯავს

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ და ჯანდაცვის ნაციონალურმა კომისიამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 60,33 მილიარდი იუანი ($8,74მილიარდი) გამოყვეს. ამის შესახებ Reutars-ი ფინანსთა სამინისტროს მერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გენერალური პროკურატურა

27 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

გენპროკურატურასთან ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

„შოთაძის დაბრუნება დანაშაულია“ - ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გენერალურ პროკურატუტასთან აქცია გამართა. მათ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობა გამოუცხადეს.

27 იანვარი 2020, 12:22

საქართველო

თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქცია გამართეს. მათ 23 იანვარს დედაქალაქის საკრებულოში მომხდარი ჩხუბი გააპროტესტეს და პასუხისმგებელი პირების დასჯა და ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე დეპუტატების მიერ თანამდებობების დატოვება მოითხოვეს.