imedi /  10 იანვარი 2020, 20:18 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე ხაზარაძის ბრალდებებს გამოეხმაურა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბახტაძე ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ სახელმწიფოსა და პრემიერობის დროს პირადად თავის მხარდაჭერაზე საუბრობს.

„მსურს, გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გაჟღერებულ სიცრუეს. 
პირველ რიგში ხაზს გავუსვამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში;
საქართველოში, კერძოდ - ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 
საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა. 
გარდა ამისა, ხელისუფლების ინიციატივით, ანაკლიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საკონსტიტუციო ჩანაწერითაა ხაზგასმული, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი, მტკიცე გარანტიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის და პროექტს კიდევ უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად აქცევს. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან - დღემდე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო 7-ჯერ გადაუვადა.
წლების განმავლობაში სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კონსორციუმის მიმართ, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება.
ასეთია რეალობა; რეალობა, რომლის დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე.
რაც შეეხება ჩემს მოკრძალებულ როლს ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში; ჯერ კიდევ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორობისას, აქტიურად ვუჭერდი მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის რეალიზაციის პროექტს; ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჯერ ფინანსთა, შემდეგ კი - პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის დროს. 
უფრო მეტიც, მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა; ამასთანავე კი ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა.
ვფიქრობ, ეს საკმაოდ მკაფიო და გასაგები პასუხია იმ სიცრუეზე, რითაც მამუკა ხაზარაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 
ზოგადად, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს ახასიათებს ასეთი იაფფასიანი ტყუილები. 
ამ უსაფუძვლო ბრალდებამ კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი გამახსენა, როდესაც დამაბრალა, რომ მას შემდეგ, რაც მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თითქოს ბიზნესასოციაციამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა და მე მათ არ შევხვდი. ესეც მორიგი ტყუილი იყო, რადგან შეხვედრა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობასთან იმ საღამოსვე გაიმართა, რაც ასოციაციის წარმომადგენლებმა თავად დაადასტურეს. გუშინდელი ბრალდებაც ასეთივე იაფფასიანი ტყუილია.
ასევე, შეგახსენებთ იმასაც, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში, ქართულ საბანკო სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დადგენა დავიწყეთ, რითაც მოსახლეობის ძარცვას და 500-600-პროცენტიანი ჯარიმა/საურავების უსამართლო დარიცხვას ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო. ამ ცვლილებებმა საქართველოში საკრედიტო ურთიერთობების გაჯანსაღება, მომხმარებლების უფლებების დაცვის სტანდარტის ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოვება გამოიწვია და ხელი შეუწყო საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას. გუშინ, ხაზარაძის მხრიდან, ამ ინიციატივის უსაფუძვლო კრიტიკაც მოვისმინეთ. როგორც ჩანს, მას არ ეთმობოდა დრო, როდესაც ჩვენი მოსახლეობისათვის 500-600-პროცენტიანი ჯარიმა/საურავების უსამართლო დარიცხვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 

ასეთი ბრალდებების შემდეგ არც იმას გამოვრიცხავ, ბატონმა ხაზარაძემ თქვას, რომ ვაიძულე, დაეთმო ის საკრედიტო პორტფელი, რომელიც საქართველოში ე.წ „შავი სიის“ პრობლემის მოსაგვარებლად „ქართუ ფონდმა“ საქართველოს მთავრობის თხოვნით გამოისყიდა, რამაც საშუალება მისცა ასი ათასობით მოქალაქეს, აქტიურ ეკონომიკაში დაბრუნებულიყო და ახალ წელს ვალების გარეშე შეხვედროდა. როგორც არაერთხელ განვაცხადე, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება თავიდან რომ მიწევდეს, ანალოგიურად მოვიქცეოდი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის ირგვლივ ქართული საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებს ხედავს და ისმენს, საქმე კი წინ ვერ წავიდა და დაიკარგა ძვირფასი დრო. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციისათვის, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ანაკლია აუცილებლად აშენდება. პროექტი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოცდილებისა და რესურსების მქონე კომპანიამ ან კომპანიათა ერთობლიობამ" - წერია მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხაზარაძემ ბახტაძისა და ანაკლიის პორტის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში 9 იანვარს ილაპარაკა.

9 იანვარსვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

ყველა სიახლე

დივანი

20 იანვარი 2020, 19:32

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეორად დივანში $40 000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ადვოკატმა კაცს უთხრა, რომ ის ვალდებული არ არის გაარკვიოს, საიდან აღმოჩნდა დივანში თანხა და შეუძლია ფული თვითონ მოიხმაროს. თუმცა კირბიმ გადაწვიტა, რომ ასე მოქცევა უსამართლოა. მან მაღაზიას მიმართა, რომლის თანამშრომლებმა ის ქალი იპოვეს, რომელმაც დივანი იქ გასაყიდად მიიტანა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2020, 19:10

საქართველო

ვოლსკი: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა უნდა შეჯერდეს რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებს „ფრონტერას“ თემის ირგვლივ სპეკულაციაში ადანაშულებს. პოლიტიკოსის შეფასებით, „ფრონტერას“ თემა არათუ სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, არამედ ყველა აბზაცი უნდა გაიშიფროს. ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ დაკავშირება ამერიკულ ბიზნესთან საკმაოდ გადაჭარბებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ის ტეხასური კომპანია აღარ არის.

ავსტრალია ხანძარი

20 იანვარი 2020, 18:45

ტაბლოიდი

6 წლის ბიჭმა კოალების ფიგურებით ავსტრალიის ტყის ხანძრების წინააღმდეგ $174 000-მდე შეაგროვა

უენმა და მისმა მშობლებმა, რომლებიც გარკვეული პერიოდი ავსტრალიაში ცხოვრობდნენ, ტყის ხანძრების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. ბიჭმა და მისმა დედ-მამამ თიხისგან კოალას დასაწებებელი ფიგურების კეთება და მეგობრებ-ნათესავებში დონაციის სანაცვლოდ გაყიდვა დაიწყეს.

დიდველი

20 იანვარი 2020, 18:38

საქართველო

დიდველის სათხილამურო არეალი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა

წყალმომარაგების კომპანიიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას. 2000-მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

მკვლელობა

20 იანვარი 2020, 18:37

ძალოვნები

სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ლევან დაბაიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების სახით ლევან ლომიძეს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მიმალვის საფრთხე იყო.

20 იანვარი 2020, 18:27

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს სკორსეზე ახალ ფილმში გადაიღებს

ჰოლივუდის ვარსკვლავებს ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში „მთვარის ყვავილის მკვლელებში“ გადაიღებს. ამის შესახებ ლეონარდო დიკაპრომ აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის (Screen Actors Guild Award) პრემიის მიღების დროს განაცხადა. ღონისძიების ტრანსლაცია ტელეარხ TBS-ზე განხორციელდა.

ვლადიმერ პუტინი

20 იანვარი 2020, 18:26

მსოფლიო

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას წარუდგინა

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, დოკუმენტის განხილვისას პარლამენტის ქვედა პალატაში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები სენატორი ანდრეი კლიშასი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი პაველ კრაშენინიკოვი და იურისტი ტალია ხაბიევა იქნებიან.

ვარძია მუზეუმის ბილეთები

20 იანვარი 2020, 18:12

კულტურა

მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლა და გიდის მომსახურება გაძვირდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები 2020 წლის 1 იანვრიდან თითქმის 100%-ით გაძვირდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

თავდაცვის სამინისტრო

20 იანვარი 2020, 18:00

საქართველო

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს სახელფასო დანამატები დაუწესდათ

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

Minecraft

20 იანვარი 2020, 17:59

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში თამაშ Minecraft-ის მიხედვით სახლი ააშენეს

სახლი დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, მაპჰოგუს რაიონში მდებარეობს. შენობა 4-სართულიანია და ის 5 ოჯახზე გათვლილი. სახურავზე გასასვლელი ყველა მცხოვრებს აქვს: ამისთვის კიბე გამოიყეს. პირველ სართულზე სადგომი და მაღაზიებია განთავსებული.

ევროვიზია

20 იანვარი 2020, 17:49

კულტურა

„ევროვიზიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ოსტერდალი გახდა

შვედი ტელემენეჯერი მარტინ ოსტერდალი საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს. ინფორმაციას ევროპის მაუწყებლთა კავშირის პრესსამსახური ავრცელებს. მარტინ ოსტერდალს მენეჯარად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი გახარია

20 იანვარი 2020, 17:39

საქართველო

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb შეხვედრებს დაეთმობა.

ირმა ინაშვილი
ლორა თორნტონი

20 იანვარი 2020, 17:32

საქართველო

ირმა ინაშვილი: ლორა თორნტონს ნაცმოძრაობისგან ფინანსური დაინტერესება აქვს

ირმა ინაშვილი NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით კორუფციას არ გამორიცხავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მისი თქმით, გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები, ბოლო წლების განმავლობაში აქვეყნებენ კვლევის შედეგებს, რომლებიც ტყუილს ეფუძნება.

ელიზაბეთ რუდი

20 იანვარი 2020, 17:30

საქართველო

რუდი სოფელ ჩორჩანაზე: პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ყველა მექანიზმის გამოყენება

ელჩის თქმით, აშშ შეშფითებულია ბოლო თვეებში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან სიტუაციის გაუარესების გამო, მათ შორის ჩორჩანას ტერიტორიაზე, სადაც „საოკუპაციო რეჟიმმა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი გადაწია ოფიციალური თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე“.

Queen

20 იანვარი 2020, 17:22

კულტურა

დიდ ბრიტანეთში ჯგუფ Queen-ის პატივსაცემად მონეტა გამოუშვეს

მონეტაზე გამოსახულია Queen-ის ლოგოტიპი და ჯგუფის წევრების მუსიკალური ინსტრუმენტები: ბრაიან მეის ელექტროგიტარა, როჯერ ტეილორის დასარტყამი ინსტრუმენტი, ჯონ დიკონის ბასგიტარა და ფრედი მერკურის მიკროფონი. სამახსოვრო მონეტები 3 ვარიანტად იქნება წარმოდგენილი.

tindera

20 იანვარი 2020, 16:49

ტექნოლოგიები

Tinder-ის ქალი მომხმარებლების 70 ათასზე მეტი ფოტო კიბერდამნაშავეების ფორუმზე მოხვდა

გამოცემა არ აკონკრეტებს ფორუმის სახელწოდებას, სადაც ფოტოები გავრცელდა, თუმცა წერს, რომ დამნაშავეების მიერ შეგროვებულ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ მდედრობითი სქესის მომხმარებელთა ანკეტებია. საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 16 ათასი მომხმარებლის პირადობის მოწმობა.

ვალერი გელაშვილი

20 იანვარი 2020, 16:48

საქართველო

პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება

ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია. გელაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 96-ე ნომერია, Imedinews-თან აცხადებს, რომ დეპუტატობისთვის მზად არის. გელაშვილის თქმით, მას ამ საკითხზე კონსულტაციები გუნდთან ჯერ არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ ყოველთვის გუნდის წევრი იქნება და პარლამენტში შესვლას აპირებს.

ტურისტები

20 იანვარი 2020, 16:34

ეკონომიკა

2019 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1,5 მილიარდი შეადგინა. სტატისტიკა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის მაჩვენებელი 2018-ის სტატისტიკას (1,4 მილიარდი) 4%-ით აღემატება. ექპერტების პროგნოზით, 2020 წელს ამ მიმართულებით 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 იანვარი 2020, 16:25

საქართველო

იტალიის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საგარეო უწყებაში შეხვედრა გაიმართა

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძისა და იტალიის ელჩი ენრიკო ვალვოსის შეხვედრის თემა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი იყო.

გზის გადაკეტვა

20 იანვარი 2020, 16:21

საქართველო

სოფელ გორელოვკასთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტილი გზა გახსნა

სოფელ გორელოვკასთან მოძრაობა აღდგენილია.გზა ადგილობრივებმა მხარის გუბერნატორთან და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ენზელ მკოიანთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. პროტესტის ნიშნად ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილი თითქმის 2 საათი იყო. აქციის მონაწილეებმა მანქანებს შემოვლითი გზაც დაუკეტეს, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.