imedi /  11 იანვარი 2020, 13:36 / სანდო წყარო

CNN თბილისზე: გაიცანით ქალაქი სადაც შობა-ახალ წელს შესანიშნავად გაატარებთ

თბილისი

CNN-მა თბილისური შობა-ახალი წლის შესახებ სტატია მოამზადა. სარეკლამო მასალაში, რომელიც ახალი წლის აღნიშვნის ქართულ ტრადიციებს ეხება, ტურისტებს საქართველოს დედაქალაქში ჩასვლისა და ისტორიული ქალაქის კულტურისა და ტრადიციების გაცნობისკენ მოუწოდებენ.

„საქართველოში მართლმადიდებლური ტრადიციის გამო შობა-ახალი წლის დღესასწაული დიდხანს გრძელდება და ამიტომ ეს ქვეყანა იდეალური ადგილია დღესასწაულის გასაგრძელებლად. თუ არ ხართ მზად, დაემშვიდობოთ საშობაო განწყობას, ჯადოსნურ ბრწყინვალებას, ქუჩის გემრიელ საკვებსა და სადღესასწაულო ხმაურს, თბილისი თქვენთვის იდეალური ადგილი იქნება.

თბილისში მკვეთრად ევროპული გარემოა და ეს შესანიშნავი ამბავია ადამიანებისთვის, ვისაც სურს იანვრის შუა რიცხვებამდე იზეიმოს. ამისთვის შესანიშნავი ადგილი ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნებია, სადაც საშობაო ბაზრობებია მოწყობილი. მთელი ქალაქი სადღესასწაულო განათებით არის გაბრწყინებული. ეს არის ძალიან ლამაზი და ექსტრავაგანტური სანახაობა, რითაც თბილისს შეუძლია იამაყოს.

საახალწლო თემა თბილისში წელს კოსმოსური სივრცე იყო და ქალაქი ჩვენი გალაქტიკისა და მზის სისტემის ილუმინაციებით განათდა. ძალიან ლამაზია საახალწლო ნაძვის ხეც, რომელიც ქალაქში ყველაზე მაღალია და რესპუბლიკის მოედანზე დგას. ამავე მოედანზე იმართება საახალწლო კონცერტები, რომელშიც ასობით არტისტი მონაწილეობს. 

ახალ წელი თბილისში ეფექტური ფოიერვერკით აღნიშნეს. განსაკუთრებით საინტერესო და შესანიშნავი კი ბედობის დღის ტრადიციაა, რომელიც 2 იანვარს აღინიშნება. დღესასწაულის ყველაზე გემრიელი ნაწილი ტრადიციული ქართული კერძებია, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. გაიცანით ქალაქი, სადაც შობა-ახალ წელს შესანიშნავად გაატარებთ, მით უმეტეს, რომ ეს ადგილი ევროპის დიდი ქალაქების უმრავლესობიდან არც თუ ისე შორსაა. ჩადით ქალაქში, რომელმაც იცის დღესასწაულების აღნიშვნა“, - ნათქვამია სტატიაში.

25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს მერია პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე იწვევს. ორივე მოედანზე ამ პერიოდში საბავშვო-გასართობ, მრავალფეროვან ღონისძიებებს წარმოადგენენ.

25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს მერია პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე იწვევს. ორივე მოედანზე ამ პერიოდში საბავშვო-გასართობ მრავალფეროვან ღონისძიებებს წარმოადგენენ.

ყველა სიახლე

ირაკლი აბუსერიძე

23 იანვარი 2020, 12:59

სპორტი

ირაკლი აბუსერიძე: რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიანი გარემოა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, რომ რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიანი გარემოა შექმნილი და ყრილობის დელეგატებზე ხმების რაოდენობა არასწორად არის გადანაწილებული. ამის შესახებ აბუსერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

Combat 18

23 იანვარი 2020, 12:47

მსოფლიო

გერმანიაში ნეონაცისტური დაჯგუფება Combat 18 აკრძალეს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ნეონაცისტური დაჯგუფება Combat 18 აკრძალა. Combat 18 გერმანიაში აკრძალული ნეონაცისტური ქსელის Blood and Honour-ის შეიარაღებულ ფრთად მიიჩნევა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და ევროპულ ქვეყნებში ფილიალები აქვს.

იზაბელ დოშ სანტუში

23 იანვარი 2020, 12:46

მსოფლიო

აფრიკის უმდიდრეს ქალს ანგოლაში ბრალი წაუყენეს

გენერალური პროკურორის, ჰელდერ პიტა გროსის განცხადებით, ბრალდება შეეხება სანტუშის მიერ სახელმწიფო ნავთობკომპანია Sonangol-ის ხელმძღვანელობის პერიოდს. სანტუშთან ერთად ბრალი კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს. საუბარია 2.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებაზე.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

დაავადებათა კონტროლისა და სამოქალაქო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ყოველმხრივ მზად არიან ახალი კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენისას შესაბამისი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

ზუგდიდში გოგო სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

23 იანვარი 2020, 12:02

საქართველო

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშებმა აქცია გამართეს

მუშების თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი. აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. საწარმოს ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. საწარმოს მფლობელები ინდოელი ინვესტორები არიან.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 11:53

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული ღვინო

23 იანვარი 2020, 11:52

ეკონომიკა

2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორუფცია

23 იანვარი 2020, 11:39

საქართველო

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა

წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ლიდერობენ.

სალომე ზურაბიშვილი

23 იანვარი 2020, 11:38

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გაიხსნა იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას, ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს მასპინძლობს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს.

ვახტანგ მახარობლიშვილი
ქეთევან ციხელაშვილი
მირჩა ჯოანა

23 იანვარი 2020, 11:25

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა და ნატოს გენმდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანას შეხვდა. ციხელაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც დაესწრო.

საოკუპაციო ხაზი

23 იანვარი 2020, 11:19

საქართველო

დე ფაქტო რეჟიმი სავარაუდოდ დღეს ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის „გამშვებ პუნქტს“ გახსნის

პენსიოენერებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ სპეციალური საშვები აქვთ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 150 პენსიონერია, რომელიც პენსიას ქართულ მხარეს იღებს, მათგან მხოლოდ ახალგორში 72 პენსიონერი ცხოვრობს.

საშუალო სკოლა

23 იანვარი 2020, 10:49

საქართველო

თბილისის სკოლებში შშმ, სსსმ და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება

სამინისტროს მიერ ტრანსპორტით უზრუნველყოფილნი არიან ის მოსწავლეებიც, რომელთა სკოლებსა და დასახლებებს შორის დიდი მანძილია და მოსწავლეები, რომლებიც სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო დროებით გადაყვანილი არიან სხვადასხვა სკოლაში ( სულ 2600-მდე მოსწავლე).

ტყის ხანძარი

23 იანვარი 2020, 10:41

მსოფლიო

ამერიკული ეკიპაჟი ავსტრალიის ტყის ხანძრების ქრობისას ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ავსტრალიაში ხანძარსაწინააღდეგო ვერტმფრენის ავიაკატასტროფისას 3 ამერიკელი დაიღუპა. ახალ სამხრეთ უელსში ვერტმფრენის გაუჩინარების შესახებ ცნობილი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე გახდა. კატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები იდენტიფიცირებული არ არის.

მამუკა ხაზარაძე

23 იანვარი 2020, 10:28

საქართველო

მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს. ხაზარაძე წერილში მმართველ პარტიას ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებზე გაკეთებული შეფასებების გამო აკრიტიკებს.

ციურიხი

23 იანვარი 2020, 09:49

მსოფლიო

ციურიხში დავოსის ფორუმის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

სამართლადამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. პოლიციის მტკიცებით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სამართალდამცველებს ბოთლებს ესროდნენ. დაკავებულია 3 ადამიანი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

23 იანვარი 2020, 09:29

მსოფლიო

თურქეთი ევროკავშირს ლტოლვილთა შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

„ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებას და გამოძევებულ ლტოლვილებს ვიფარებთ, ევროკავშირი კი რას შვრება? ისინი დაგვპირდნენ 3 მილიარდი ევროს გადახდას 2016 წლის ბოლოსთვის, კიდევ 3 მილიარდს კი 2018 წლის ბოლოს. უკვე 2020 წელია, ჩვენ კი სრულად პირველი 3 მილიარდიც არ მიგვიღია" - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2020, 08:52

ტაბლოიდი

ტრამპმა Twitter-ზე 1 დღეში პოსტების რაოდენობით რეკორდი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში აქტიურობის ახალი რეკორდი დაამყარა. სენატში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე სასამართლო პროცესის მეორე დღეს თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ზე 142 პოსტი გამოაქვეყნა.

აშშ სროლა

23 იანვარი 2020, 08:27

მსოფლიო

აშშ-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ქალაქ სიეტლში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. თავდამსხმელმა, სულ მცირე, 10-ჯერ გაისროლა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 5 ადამიანი. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. მას პოლიცია ეძებს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

სალომე ზურაბიშვილი

23 იანვარი 2020, 08:15

საქართველო

პრეზიდენტს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებსა და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.