imedi /  13 იანვარი 2020, 13:38 / სანდო წყარო

EMC-ი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილი

ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვს.

EMC-ს შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ, სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა. ასევე მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები, არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

  • საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა; თუ მან ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაექატიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;

  • პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;

  • რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და რატომ არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.

  • რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება.

EMC-ს შეფასებით სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას. არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულაბაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ

  • სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე.
  • სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მისი შემდგომი მონიტორინგის პროცედურები.
  • გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა.
  • ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც ერთი მხრივ, გაფრთხილების არგამოყენების და მეორე მხრივ, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა, ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არგამოყენების გარემოებები ადასტურებს.
  • სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
  • მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია და გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.

2019 წლის ნოემბერში EMC-მა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა. 

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. 

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირის არ სჯერათ.

1-ელ ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ყველა სიახლე

რუსეთი ბულგარეთი დროშები

26 იანვარი 2020, 22:45

მსოფლიო

ბულგარეთში ჯაშუშობაში დადანაშაულებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა დატოვეს

დიპლომატიური ხელშეუხებლობის გამო მათ წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერეს და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულგარულმა მხარემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარადგინა. ამასთან, უწყებაში საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავენ.

ჯერაში

26 იანვარი 2020, 22:23

მსოფლიო

იორდანელს, რომელიც ტურისტებს დანით თავს დაესხა, ტერორიზმისთვის ასამართლებენ

22 წლის ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მან ნოემბერში სამი მექსიკელი, შვედი, მათი გიდი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი ქალაქ ჯერაშში დანით დაჭრა. სასამართლოს სხდომაზე პროკურატურამ კაცს ტერორისტული აქტის განხორციელებასა და „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების გავრცელებაში დასდო ბრალი.

დავით ბაქრაძე ელჩი

26 იანვარი 2020, 22:04

საქართველო

დავით ბაქრაძე კონგრესმენების წერილებს პოლიტიკურ ინტერესებს და დეზინფორმაციას უკავშირებს

დავით ბაქრაძის თქმით, კონგრესიდან მიღებული წერილი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილები და ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილი, რომელიც კომპანია „ფრონტერას“ და საქართველოს გაზისა და ნავთობის კომპანიასთან მის დავას შეეხება.

თეა წულუკიანი

26 იანვარი 2020, 21:58

საქართველო

თეა წულუკიანის თქმით პარლამენტის თავმჯდომარედ მის დანიშვნაზე განხილვები არ გამართულა

ვიცეპრემიერისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განხილვები არ გამართულა. ამის შესახებ მინისტრმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მინისტრმა ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

კორონავირუსი

26 იანვარი 2020, 21:38

საქართველო

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამოქმედებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 1505 და 116 001. 1505 მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 116 001 სამუშაო დღეებში, სამუშაო საათების განმავლობაში.

გაეროს შენობა

26 იანვარი 2020, 21:27

მსოფლიო

გაერო: რამდენიმე ქვეყანამ ლიბიაში შეიარაღებაზე დაწესებული ემბარგო დაარღვია

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბიის აეროპორტებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს იარაღით, ტრანსპორტით, კონსულტანტებით და მებრძოლებით ამარაგებენ.

26 იანვარი 2020, 21:03

მსოფლიო

BBC: კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება

ივარაუდება, რომ ვირუსი ცხოველებში წარმოიშვა, თუმცა ჯერ ამის ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს. ადამიანებში, ინკუბაციის პერიოდი - რომლის დროსაც ადამიანს ვირუსი ჯერ სიმპტომების გარეშე აქვს - ერთიდან 14 დღემდე მერყეობს. სიმპტომების გარეშე პირმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ვირუსი აქვს და შესაძლებელია მისი გამავრცელებელი იყოს.

ჰონგ-კონგი

26 იანვარი 2020, 20:49

მსოფლიო

ჰონგ-კონგში პროტესტის დროს ვირუსისთვის გამოყოფილ საკარანტინე შენობას ცეცხლი წაუკიდეს

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო საგანგებო მგდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტებმა დღეს ბენზინისგან დამზადებული ასაფეთქებლები ესროლეს შენობას, რომელიც ვირუსის შემთხვევებისთვის საკარანტინო დაწესებულებად განიხილებოდა.

რომის პაპი ფრანცისკე

26 იანვარი 2020, 20:23

მსოფლიო

რომის პაპი: ჰოლოკოსტის განმეორება არ უნდა დავუშვათ

„ხვალ ჰოლოკოსტის სიმბოლოს - საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიც-ბირკენაუს გათავისუფლების დღეა. ამ უზარმაზარი ტრაგედიის და წარმოუდგენელი სისასტიკის წინაშე გულგრილობა მიუღებელია, უნდა გვახსოვდეს. ყველას მოვუწოდებ, ხვალ დაღუპულთა ხსოვნისთივს ილოცეთ და თქვით: „აღარასოდეს, აღარასოდეს“, - თქვა ფრანცისკემ.

ვსევოლოდ ჩაპლინი

26 იანვარი 2020, 20:02

მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი გარდაიცვალა

თვითმხილველების ინფორმაციით, დეკანოზი თავისი ტაძრის წინ, სკამზე იჯდა. უეცრად ცუდად გახდა და დავარდა. ადგილზე 15 წუთში მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩაპლინის სიკვდილი დაადასტურა. დეკანოზის გარდაცვლების წინაწარ მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. ის 51 წლის იყო.

ჯანდაცვის სამინისტრო

26 იანვარი 2020, 19:43

საქართველო

შესაძლებელია ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისები შეიზღუდოს

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები შეიზღუდოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლებელია ამის საჭიროება დადგეს და ამასთან, კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი.

ბენედიქტა სანჩესი

26 იანვარი 2020, 19:28

კულტურა

84 წლის ქალი ესპანეთის საუკეთესო ახალბედა მსახიობად აღიარეს

ბენედიქტა სანჩესმა ჯილდო ფილმში „ცეცხლი მოვა“ შესრულებული როლისთვის მიიღო. ის ესპანეთში, 1937 წელს დაიბადა, თუმცა სიცოცხლის დიდი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა. ის ფოტოგრაფი და მოგზაური იყო. ქმართან დაშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ დედას ადგილობრივ თეატრში ძალების მოსინჯვა შვილმა ურჩია.

ბექა ბურდიაშვილი

26 იანვარი 2020, 19:07

სპორტი

28 წლის ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოავარიაში დაიღუპა

28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავტოავარია დღეს დილით მოხდა. ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო, მისი გუნდი „ლავორს“ უნდა დაპირისპირებოდა და სწორედ ამ მატჩზე სათამაშოდ მიემგზავრებოდა, რა დროსაც ფრანგული მედიის ცნობით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა.

ქვიშხეთი ავარია

26 იანვარი 2020, 18:58

საქართველო

ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ექიმებმა მისი გული აამუშავებს, რის შემდეგაც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი მცხეთაში, ახალ კლინიკაში გადაიყვანა. ავოტსაგზაო შემთხვევა ქვიშხეთტან 26 იანვარს მოხდა. ავტომობილო, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი სამი ბავშვი იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ავარიის შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა.

ავღანეთი

26 იანვარი 2020, 18:54

მსოფლიო

ავღანეთში „თალიბანზე“ ავია და სახმელეთო იერიშების დროს 51 ტერორისტი მოკლეს

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 პროვინციაში სახელმწიფო ძალებმა 13 სახმელეთო და 12 ავიაიერიში მიიტანეს. შედეგად, მათი ცნობით 51 „ტერორისტი“ დაიღუპა, 13 დაიჭრა, 6 კი დააკავეს. Reuters-ის ცნობით, ბალხის პროვინციაში ავიადარტყმებს სულ ცოტა სამი ქალი და ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

პატრიოტთა ალიანსი

26 იანვარი 2020, 18:28

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსი“ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს

„პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში ახალ კამპანიას იწყებს. კამპანიაში ჩართული 1000-ზე მეტი ადამიანი დედაქალაქში სახლებში ივლის და გამოკითხვას ჩაატარებს. ამის შესახებ თარხან-მოურავმა აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა. გამოკითხვას თან დაერთვება გამოკითხული ადამიანების სურათებიც.

ბრაზილია სტიქია

26 იანვარი 2020, 18:15

მსოფლიო

ბრაზილიაში უამინდობის გამო სტიქიას სულ ცოტა 30 ადამიანი ემსხვერპლა

ორდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ ბრაზილიაში წყალდიდობები და მეწყერი გამოწვია. მეწყერის გამო შენობების ნგრევის შემდეგ 17 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. შტატ მინას-ჟერაისში 2600 ადამიანია ევაკუირებული. სინოპტიკოსები რეგიონში ისევ ვარაუდობენ წვიმიან ამინდს, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუში.

ბორბალშ გაჭედილი ლეკვი

26 იანვარი 2020, 17:53

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეხანძრეებმა ბორბალში გაჭედილი ლეკვი გადაარჩინეს. ვიდეო

3 თვის ლანამ თამაში დროს მანქანის ბორბალში შეყო თავი და გაიჭედა. მაშველებმა მისი გათავისუფლება ზეთის დახმარებით სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ, ლეკვი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამამშვიდებელი პრეპარატები მისცეს, მეხანძრეებმა კი ბორბალი ხერხით გაჭრეს.

ჩინეთი გარეული ცხოველები

26 იანვარი 2020, 17:25

მსოფლიო

კორონავირუსის გამო ჩინეთში გარეული ცხოველებით ვაჭრობა აიკრძალა

ექსპერტების აზრით, კორონავირუსის გავრცელება მეგაპოლის უხანში, ერთ-ერთ ბაზრობაზე დაიწყო, სადაც თევზის გარდა გარეული ცხოველები იყიდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი ვირუსის გამავრცელებლები ღამურები და გველები არიან.

ბიძინა ივანიშვილი და რან გიდორი

26 იანვარი 2020, 17:08

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა

მხარეებმა საქართველოს და ისრაელის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ელჩმა ბიძინა ივანიშვილს საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.