imedi /  15 იანვარი 2020, 09:38 / სანდო წყარო

Human Rights Watch-ის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობაც შეფასდა

Human Rights Watch

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც არის საუბარი.

„2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. ივნისში მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. დაშლისას მრავალი  ადამიანი დაშავდა და ბევრიც დააკავეს. პასუხისმგებლობის პროცესი მეტწილად ცალმხრივად წარიმართა. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და არსებული შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც მმართველი პარტიისთვის უპირატესად ხელსაყრელია"- წერია აგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია.

ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.

„სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ ამოქმედება, რომელიც სამართალდამცავთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად შეიქმნა 2018 წელს. ამ სამსახურმა ფუნქციონირება 2019 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო.

2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა.

20 ივნისის ღამეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ამ პროტესტის მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციის ყოფნა გახდა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმის ფარგლებში ეწვია საქართველოს.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო. სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა.

240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა.

ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. დაიწყო რა გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე,  სულ ცოტა, 19 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაგან 15 წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა ამ ანგარიშის მომზადების დროს. ოპოზიციონერ პარლამენტარ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე სცნო, რითიც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი.

პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გომიძიების მასალებს"- წერია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ორგანიზაცია ეხება მედიის თავისუფლების საკითხს.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავაში, რადიკალური ცვლილებები გამოიწვია საქართველოს მედიალანდშაფტში. გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა, რომელიც აცხადებდა, რომ 2006 წელს ეს ტელეკომპანია მას იძულებით გააყიდინეს საბაზროზე ნაკლებ ფასად. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ამ ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად.

ხალვაშმა გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა. სალიამ ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პირობა დადო, მაგრამ მალევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდუსერები და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანები გაათავისუფლა. სალიამ მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა, რაც ახალი მფლობელის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებებით გამოიხატებოდა. ამ ნაბიჯს საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი პერსონალის გადადგომა მოჰყვა, რის შედეგადაც რუსთავი 2-ზე ახალი ამბების მაუწყებლობა დროებით შეწყდა.

აგვისტოში, პროკურატურამ გვარამიას „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდება წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ 2015 წელს თვალთმაქცური ხელშეკრულება გააფორმა ტელეკომპანიაში კომერციული რეკლამის განთავსებაზე, რის შედეგადაც კომპანიამ 7.2 მილიონი ლარი (დაახლოებით 2.5 მილიონი აშშ დოლარი) ვერ მიიღო. სასამართლომ გვარამიას 40,000 ლარის (დაახლოებით 13,500 აშშ დოლარი) გირაო შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროკურატურის „დაჩქარებულ“ მოქმედებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რომელიც შესაძლოა „მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.“

სექტემბერში გვარამიამ ახალი, ოპოზიციური მაუწყებელი - „მთავარი არხი“ დააარსა და „რუსთავი 2“-ის ბევრი ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი დაასაქმა.

ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა ასევე ავთანდილ წერეთელს, კიდევ ერთი დამოუკიდებელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას. პროკურატურა წერეთელს ედავებოდა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის დახმარებას 17 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი „დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის“ კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს"- ვკითხულობთ ანგარიშში.

ყველა სიახლე

უხანი

27 იანვარი 2020, 19:50

საქართველო

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელჩმა მიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა. ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ბრედ პიტი

27 იანვარი 2020, 19:43

ტაბლოიდი

Mirror-ი ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის „საიდუმლო პაემნებზე“ წერს

ჰოლივუდის მსახიობები ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან, ამის შესახებ Mirror წერს. ყოფილი წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ ბრედი და ჯენიფერ ენისტონი უკვე ხუთჯერ შეხვდნენ, რის შემდეგაც აღიარეს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები აქვთ. ყოფილმა ცოლ-ქმარმა საშობაო არდადეგებიც ერთად გაატარა.

გოგიტა არქანია

27 იანვარი 2020, 19:35

სპორტი

გოგიტა არქანიამ პარიზის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. 84 კგ წონითი კატეგორიის (კუმიტე) ფინალში, გოგიტა არქანიამ ფრანგი ჟაკ დენილსონი დაამარცხა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები დააგროვა.

ბილ გეიტსი

27 იანვარი 2020, 18:53

მსოფლიო

ბილ გეიტსმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მილიონი გადარიცხა

ამ თანხიდან 5 მილიონი უშუალოდ დაავადებასთან ბრძოლას მოხმარდება და ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს გადაერიცხებათ, რომლებიც დაავადების კონტროლით და დაინფიცირებულების ზრუნვით არიან დაკავებულები, დანარჩენ თანხას კი დაავადების კონტროლისა და აღკვეთის აფრიკული ცენტრი მიიღებს.

მიწისძვრა

27 იანვარი 2020, 18:52

მსოფლიო

ირანში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში, პროვინცია ფარსში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ შირაზიდან 46.7 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერის სიღრმე 10 კილომეტრზე დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულებსა და ნგრევის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2020, 18:41

საქართველო

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ყურადღებას როგორც უშუალოდ საქართველოსთან, ასევე, ევროპის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილებენ.

iMac

27 იანვარი 2020, 18:37

ტექნოლოგიები

Apple-მა დააპატენტა iMac-ი, რომელსაც მინის კორპუსი ექნება

კომპანია Apple-მა საპატენტო განაცხადი შეიტანა iMac-ის მონობლოკზე, რომელსაც მინის კორპუსი ექნება. მოწყობილობის ზედაპირი ერთიანი იქნება, მონიტორი კი კლავიატურაზე და თაჩპადზე გადადის. მინის კორპუსი როგორც გამჭვირვალე, ასევე არაგამჭვირვალე იქნება.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 18:16

ეკონომიკა

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. ჩინეთიდან საქართველოში კუ და დეკორატიული თევზები შემოდის.

პლასტირი

27 იანვარი 2020, 18:14

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ვეგეტარიანელებისთვის ბეკონის არომატიანი პლასტირი შექმნეს

ახალი გამოგონების მუშაობის პრინციპი ასეთია: პლასტირის დაკვრის შემთხვევაში, ადამიანი გრძნობს სუნს, რომელიც მას შემწვარი ბეკონის არომატს აგონებს. როგორც კვლევამ აჩვენა, სუნს შეუძლია მადა დააქვეითოს. ახალ პლასტირს უახლოეს პერიოდში დიდ ბრიტანეთში გამოცდიან.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2020, 18:10

საქართველო

კობახიძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის გააპროტესტებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად არჩევას, ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილების გახმოვანების მორიგ საშუალებად აფასებს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 18:07

საქართველო

ხარაგაულში ჩინური კომპანიის თანამშრომლები კორონავირუსზე შეამოწმეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხარაგაულში, ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. ჩინურ სამშენებლო კომპანია „ხუნანში“ 1000 ადამიანია დასაქმებული.

ჩინეთი ვაჭრობა

27 იანვარი 2020, 17:59

ეკონომიკა

ცნობილია TOP-10 პროდუქტი, რომელიც ჩინეთში ექსპორტზე გადის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში $227.6 მილიონის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი $198 მილიონი იყო, ხოლო 2017 წელს, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებამდე ჩინეთში ექსპორტმა $201 მილიონი შეადგინა.

27 იანვარი 2020, 17:57

საქართველო

ოკუპირებული ცხინვალის თითქმის ყველა სკოლასა და ბაღში კარანტინი გამოცხადდა

ელისა გაგლოევას თქმით, სამხრეთ ოსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის კომიტეტის სარეკომენდაციო წერილის თანახმად, მიმდინარე წლის 22 იანვრიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა როგორც სოფლებში არსებულ, ასევე ქალაქში მდებარე თითქმის ყველა სკოლასა და ბაღში.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2020, 17:38

საქართველო

ზალკალიანი: აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„არც ერთ ამერიკულ კომპანიას პრობლემა საქართველოში არ შექმნია. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. შესაძლოა, არ მოგვწონდეს წერილებით ურთიერთობა, მაგრამ გვექნება უახლოეს დღეებში შესაძლებლობა ამერიკელ პარტნიორებს შევხვდეთ" - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ადრიატიკის ზღვა

27 იანვარი 2020, 17:35

მსოფლიო

ადრიატიკის ზღვაში ხორვატიის სამხედრო ვეტმფრენი ჩავარდა

სწავლების დროს ხორვატიის სამხედრო ვეტმფრენი ადრიატიკის ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

პატარკაციშვილის მკვლელობა

27 იანვარი 2020, 17:35

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ორმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულების აღკვეთზე იმსჯელა, თუმცა ახალი ფაქტობრივი გარემოებების არქონის გამო, პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე ორმა ბრალდებულმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალდების მტკიცებულებები უდაოდ ცნეს.

ტრევის შადრევანი

27 იანვარი 2020, 17:17

კულტურა

რომში ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ

ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომში უდიდეს ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ. რომის მერის ვირჯინია რაჯის განცხადებით, ხელისუფლება ამ ფორმით შადრევანს ვანდალებისა და ხულიგნებისგან დაიცავს.

მილიონერი გამარჯვებული

27 იანვარი 2020, 17:09

ტაბლოიდი

ვინ არის ჯეკპოტის გამარჯვებული მილიონერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ

ლატარიაში გამარჯვებული 77 წლის ვალიკო კვაჭაძეა. მან „საქართველოს ეროვნული ლატარეის“ ჯეკპოტი 1 182 454 ლარი 21 იანვრის გათამაშების დროს მოიგო, თუმცა რამდენიმე დღე კომპანია გამარჯვებულს ვერ პოულობდა. მის შესახებ სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მოამზადა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2020, 17:03

საქართველო

მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები დაგეგმა

მმართველი გუნდი აშშ-ის კონგრესთან აქტიურ კომუნიკაციას თებერვლიდან გეგმავს, ამ მიზნით შეერთებულ შტატებში მაღალი დონის ვიზიტები შედგება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრები უკვე დაგეგმილია.

27 იანვარი 2020, 16:54

ვიდეო

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა