imedi /  17 იანვარი 2020, 14:58 / სანდო წყარო

კელი დეგნანი: საქართველომ აგრესიული მეზობლის მიუხედავად ბევრს მიაღწია

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ახალმა ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა. ელჩის სიტყვა ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  

დიპლომატის შეფასებით, ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება.

„ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.

ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ, მით უფრო მეტ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის.

ელჩად მსახური უნიკალური შანსია, მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. აშშ-ის ელჩის რანგში ჩემი მთავარი მოვალეობა ამერიკის ინტერესების ხელშეწყობა და დაცვაა, რასაც დიდი ენთუზიაზმით გავაკეთებ.

მე, ასევე, მოწადინებული ვარ, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ერთობლივი წვრთნებითა და სწვალებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ამერიკის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს, გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად.

ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კორუფციასთან ბრძოლითა და დემოკრატიის მხარდასაჭერად აუცილებელი ინსტიტუტების მშენებლობით.

ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. 

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტურია. 2015 წლიდან 2018 წლამდე ამ პოსტს იან კელი იკავებდა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს. მანამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ პოზიციას როს უილსონი ითავსებდა. აშშ-ის ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო

ყველა სიახლე

17 თებერვალი 2020, 11:22

საქართველო

გერმანიაში ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო 2022 წელს ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება. გერმნიაში მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB Berlin საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.

17 თებერვალი 2020, 11:21

მსოფლიო

სალვადორში ავტოკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც

11 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა სალვადორში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა. ინციდენტი ლა-ლიბერტადის რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებით, ჰოსპიტალში 22 ადამიანი გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია. ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

17 თებერვალი 2020, 11:17

ეკონომიკა

თბილისს ისრაელიდან იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ

იურისტები საქრთველოს კანონმდებლობას გაეცნობიან და საქართველოში ინვესტირების მსურველ კომპანიებს საქართველოში ჩამოსასვლელად მოამზადებენ, ასევე შეისწავლიან, როგორ მუშაობს საქართველოში ისრაელის ბიზნესი და ხვდებათ თუ არა მათ სირთულეები.

17 თებერვალი 2020, 11:07

საქართველო

ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აღდგენას სთავაზობს

ინვესტორის განცხადებით, რესტორან "ბუდაპეშტის" მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. განხორციელდება მასშტაბური ინვესტიცია და არსებული მდგომარეობის ნაცვლად ტერიტორიას დაუბრუნდება მისი პირვანდელი სახე.

იაპონია, კორონავირუსი

17 თებერვალი 2020, 11:00

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, იაპონიაში იმპერატორის დაბადების დღის აღნიშვნა გადადეს

იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 23 თებერვალს ტოკიოში იმპერატორ ნარუჰიტოს დაბადების დღის აღნიშვნა გადადეს, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. იმპერატორის სასახლეში მონარქის დაბადების დღე აღარ აღინიშნება. ნარუჰიტო იაპონიის იმპერატორი 2019 წლის მაისში გახდა. მანამდე ამ ტიტულს მამამისი, აკიჰოტო ატარებდა.

17 თებერვალი 2020, 10:47

საქართველო

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის, ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მისისიპი, წყალდოდობა

17 თებერვალი 2020, 10:36

მსოფლიო

აშშ-ში მისისიპის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ქალაქ ჯეკსონში რამდენიმე რეგიონი დაიტბორა. მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და რამდენიმე ადგილას წყლის დონემ 11 მეტრს მიაღწია. შტატის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მდინარეში წყლის დონე ამ ნიშნულზე ბოლოს 1983 წელს იყო.

შსს

17 თებერვალი 2020, 10:29

ძალოვნები

ქურდობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.

17 თებერვალი 2020, 10:27

მსოფლიო

ჰუბეის მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ

ჰუბეის პროვინციაში, რომელიც კორონავირუს Covid-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, მოსახლეობას სახლებიდან გასვლა აუკრძალეს. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩებში ფეხით მოსიარულეებისა და ტრანსპორტის გადაადგილება კატეგორიულად იკრძალება.

მედიააკადემია

17 თებერვალი 2020, 10:08

საქართველო

დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გამართა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა. „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ და გავაშუქოთ ამბავი, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი ჟურნალისტებს ორი დღის განმავლობაში სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. ტრენინგი თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა.

17 თებერვალი 2020, 09:58

მსოფლიო

სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს. რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ასადის სამთავრობო ძალებმა რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დეკემბრიდან განაახლეს.

პარლამენტი აქცია

17 თებერვალი 2020, 09:45

საქართველო

პარლამენტში ირაკლი შოთაძის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის

იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. პოლიტიკოსები კი პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას ხვალიდან აპირებენ.

ამინდი

17 თებერვალი 2020, 09:23

საქართველო

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდს, აღმოსავლეთში კი მცირე თოვლს პროგნოზირებენ

„უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება მოსალოდნელი. 18 თებერვალს გამოიდარებს აღმოსავლეთ საქართველოში, 19 თებერვლიდან კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. ღამის საათებში ყინვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება“, - აცხადებს სინოპტიკოსი მაია ქააძე.

სასწრაფო

17 თებერვალი 2020, 09:14

საქართველო

ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა. ავტოავარიის შედეგად კიდევ ორი არასრულწლოვანი დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ნინო წილოსანი

17 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

საპარლამენტო კომიტეტებში აკვაკულტურის კანონის განხილვა დაიწყო

კანონპროექტის ავტორის ნინო წილოსანის თქმით, ეს ინიციატივა მოაწესრიგებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ჩარჩოს, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს სფერო არ რეგულირდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო კანონის მიღებით ადგილობრივ კოოპერატივებს მაქსიმალურად წაახალისებს.

17 თებერვალი 2020, 09:05

მსოფლიო

ჰონგ-კონგში ასობით ტუალეტის ქაღალდი გაიტაცეს

დღეისათვის ჰონგ-კონგში კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შექმნილი პანიკის გამო, ჰონგ-კონგში პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტია.

კამერუნი თავდასხმა

17 თებერვალი 2020, 08:50

მსოფლიო

კამერუნში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას 22 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი ემსხვერპლა

კამერუნის ჩრდილო-დასავლეთში, სოფელ ნტუმბოზე თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გაეროს წარმომადგენლის, ჯეიმს ნუნანის განცხადებით, მოკლულთა შორის 14 ბავშვი და ერთი ორსული იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაიწვა.

ვალერი გელაშვილი

17 თებერვალი 2020, 08:38

საქართველო

საპროცედურო კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

პიოტრ პავლენსკი

17 თებერვალი 2020, 08:36

მსოფლიო

პარიზში სკანდალური რუსი მხატვარი დააკავეს

პოლიტიკოსის მაკომპრომეტირებელი მასალა სოციალურ ქსელებში რუსმა მხატვარმა გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეო მას გრივოს საყვარელმა მიაწოდა. ის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის ბრალდებით არის დაკავებული.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 08:24

საქართველო

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.