imedi /  20 იანვარი 2020, 13:27 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი თავის საქმეზე ბრალდებულისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძემ, რომელმაც ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავი დაიზიანოს ან მასზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს, "ხელი კი მისკენ გაიშვიროს". მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ რობაქიძე  პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, შეკვეთით მოქმედებდა. 

"ასევე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს ინსცენირება მასზე თავდასხმის, შემდგომ კი ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ზღაპრები უთხრას მათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილი. 

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძემ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ ანრი ოხანაშვილი მას დაემუქრა. რობაქიძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიებას მიმართოს, თუმცა ამ საკითხის იურისტებთან გავლას გეგმავს. 

"... მხოლოდ შელაპარაკება მოხდა, არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას, ან მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. გასვლისას მომაძახა, მე გაჩვენებ შენ ვინ ვარ და რას დაგმართებო. ნახევარ საათში პოლიცია მოვიდა და ძალადობრივი მეთოდებით დამაკავეს....

შეიძლება ასეც მოხდეს, არ გამოვრიცხავ, იურისტებთან ერთად გავივლი ყველაფერს. დღეს გამოკითხვაზე ვარ დაბარებული, დეტალურად შეისწავლიან ინციდენტს, დაწყების მომენტიდან. ვასაჩივრებთ მოსამართლის გადაწყვეტილებასაც, ასევე ჩემ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. დღეს უნდა ჩამიტარონ სამედიცინო ექსპერტიზაც დაზიანებასთან დაკავშირებით. დაზიანება პოლიციაში ერთ-ერთმა პირმა მომაყენა, ჩემ მიმართ განყოფილების უფროსი ძალიან აგრესიული იყო. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ვინ აყენებდა პოლიციას ამ მდგომარეობაში", - განაცხადა რობაქიძემ.

19 იანვარს ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს სასამართლომ 7000 ლარის გირაო შეუფარდა. მან საპატიმრო გუშინ დატოვა. შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში 14 იანვარს მოხდა.

ყველა სიახლე

ბიძინა კულუმბეგოვი

28 თებერვალი 2020, 00:06

საქართველო

ბიძინა კულუმბეგოვი: დღეის მონაცემებით, გრიპი უფრო მეტად მკვლელი ვირუსია, ვიდრე კორონავირუსი

მეტი სიცხადისთვის ციფრებით ვიტვი, თითქოს, გრიპის რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი გვაქვს, არსებობს ვაქცინაც, მაგარამ მარტო წელს, 2019-2020 წლის სეზონში, დღევანდელ დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპით თითქმის, 13 ათასია გარდაცვლილი. ამიტომ დღეის მონაცემებით, გრიპი უფრო მეტი მკვლელი ვირუსია, ვიდრე არსებული კორორნავირუსი, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ კვლავ დაბალი რისკის ქვეყანაა

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კონტროლის ზომები საზღვრებზე, რაც არის ყველაზე აქტიური და ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ შევაჩეროთ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოსვლა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

27 თებერვალი 2020, 23:51

მსოფლიო

წვერი, ბლანჟე, ცხენის ნალის მოყვანილობის ან გვერდებში აწკეპილი ულვაში - რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს. თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს.

27 თებერვალი 2020, 23:27

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც დაფიქსირდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა. ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურებული.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 23:18

მსოფლიო

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსი მას არ შეეხება

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებს არ მიიღებს. ეს ფატალური შეცდომა იქნება, პირდაპირ რომ ვთქვა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსს ჯერ კიდევ აქვს პანდემიის პოტენციალი.

ზვიად კუპრავა

27 თებერვალი 2020, 23:11

ძალოვნები

შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

27 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ექიმებს გაგზავნის

„უახლოეს დროში აფხაზეთში მობილური სანიტარულ-ეპიდემიური ბრიგადები ჩამოვლენ სპეციალური ტრანსპორტით, ასევე სამედიცინო სპეციალისტების ბრიგადა. გარდა ამისა, აფხაზეთს დახმარებას გაუწევენ საჭირო მედიკამენტებით, დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემებით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით“, - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროში.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 22:44

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უმასპინძლა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა და ფუნქციები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

27 თებერვალი 2020, 22:35

ძალოვნები

თელავის სოფელ აკურაში ხანძარია

სოფელ თეთრიწყლების შემდეგ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 22:26

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ფედერალურ მიწებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას მოსთხოვს

ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, ყოველ თვე გერმანიაში ათასობით დევნილი ჩამოდის იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. გერმანია ასევე შეაჩერებს თავშესაფრის მაძიებელთა იტალიაში და იტალიიდან გადმოყვანას, რაც ე.წ. დუბლინის რეგულაციების ფარგლებში ხდება.

27 თებერვალი 2020, 22:10

საქართველო

მედია რეიტინგების მთვლელი კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის

„ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის. ეს არის კომპანია, რომელიც მედია რეიტინგებს ითვლის. ამ დრომდე მონაცემების შეგროვება საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ხდებოდა. ამიერიდან კი, რეიტინგი პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც დაითვლება

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2020, 21:57

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: იტალიასთან საზღვრებს არ ჩავკეტავთ

ნეაპოლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ყოფნისას ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა ის კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის საზღვრების ჩაკეტვას. „არა, საზღვრები იტალიასთან არ ჩაიკეტება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

27 თებერვალი 2020, 21:28

საქართველო

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ექიმების რაოდენობა გაიზრდება

საბაჟოზე მკაცრად მოწმდება ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2020, 20:38

საქართველო

განათლების სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

მიქაელ ჯაბაროვი

27 თებერვალი 2020, 20:30

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

27 თებერვალი 2020, 20:18

საქართველო

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ე.წ. გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი დაადასტურეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 20:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 19:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან.