imedi /  20 იანვარი 2020, 19:10 / სანდო წყარო

ვოლსკი: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა უნდა შეჯერდეს რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებს „ფრონტერას“ თემის ირგვლივ სპეკულაციაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსის შეფასებით, „ფრონტერას“ თემა არათუ სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, არამედ ყველა აბზაცი უნდა გაიშიფროს. 

კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ დაკავშირება ამერიკულ ბიზნესთან საკმაოდ გადაჭარბებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ის ტეხასური კომპანია აღარ არის.   

გიორგი ვოლსკიმ ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებები გაახსენა, როდესაც მისი თქმით, 2016 წელს ზუსტად ამერიკული კომპანიის საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ განცხადებებს, ახლა კი ეს ვითარება აწყობთ. 

ვოლსკიმ ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ კონგრესმა არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური, სამხედრო, პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ.

„ამასთან, გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური ურთიერთობა აშშ-ს ადმინისტრაციასთან. ამას კი არ აანალიზებს ვინმე და მალინის განცხადება გამოჰყავთ სამსჯელოდ, რომელიც რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ, სხვა რამეს ამბობს. არავის მოსვლია აზრად, შეაფასოს, ვინ არის „ფრონტერა“ და რას წარმოადგენს ის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პარლამენტის ვიცესპიკერის განცხადებით, მმართველ გუნდში არავის დაუმალავს, რომ კონგრესიდან წერილი მიიღეს, რომლის მიხედვითაც პროპორციული არჩევნების თემაზე უკეთესს მოელოდნენ, თუმცა არავის უთქვამს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თემა რაიმე სახით ჩრდილის ქვეშ აღმოჩნდა. 

„პოლიტიკური ბრძოლის, დაპირისპირების, ისეთი ხარისხი გვაქვს ქვეყანაში და ისეთ სიმწვავეში ვართ შესული რომ, ჩვენს ოპონენტებს ნებისმიერი თემის გამოყენება, თუნდაც ეს ქვეყნის საწინააღმდეგო იყოს, აბსოლუტურად არაფრად უღირთ“, - აცხადებს პარლამენტის ვიცესპიკერი.  

ის ისრაელთან ავლებს პარალელს, სადაც მისი თქმით, პროპორციულმა სისტემამ მოიტანა ის, რომ კოალიციური პასუხისმგებლობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო. პოლიტიკოსის თქმით, არსებობს რეალობა, რომ მეოთხედ ჩატარდეს არჩევნები ამ ქვეყანაში და თუ ისრაელის ეკონომიკა გაუძლებს ამას, საქართველოს შემთხვევაში ასე არ იქნება. ასეთ პირობებში კი, ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, კრიზისი შეიქმნას. 

„ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, კრიზისი რომ არ იყოს, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის შეჯერება უნდა მოხდეს. ასე უფრო რეალურია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიების ურთიერთობაში შექმნილი კრიზისი საზოგადოებაში არ გავრცელდეს. ჩვენი ოპონენტების ამოცანაა, დაპირისპირების ისეთი ხარისხი შეიქმნას, რომელიც „კმარას“ ტიპის ორგანიზაციებზე იტრიალებს და ისინი იქნებიან წარმმართველი ძალა ქუჩაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.  

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში„საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია. 

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2020, 20:11

თემა

ძალიან ხშირად მეცვლება განწყობა. ბიპოლარული აშლილობა მაქვს?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის განწყობაც იცვლება. იგივე სიმპტომი ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობას, რომელიც დეპრესიისა და მანიის ან ჰიპომანიის პერიოდებში ვლინდება. ამ მდგომარეობებს შორის კი ადამიანი ჯანმრთელია და ეს შეიძლება რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ ბიპოლარულ აშლილობას სპეციალისტები მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს უწოდებენ. ბიპოლარული აშლილობა საკმაოდ ხშირად აქვთ ცნობილ ადამიანებს. მათ შორის არიან კეტრინ ზეტა ჯონსი, მერაია ქერი, მელ გიბსონი. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ერნესტ ჰემინგუეი, ვივიენ ლი, მერლინ მონრო და სხვ.ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც სამყაროს კრეატიული აღქმით გამოირჩევიან, ბიპოლარული აშლილობის ალბათობა გაცილებით მაღალია. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 1-3%-ს სწორედ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი აქვს.

19 თებერვალი 2020, 20:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები

ნათია თურნავამ თავის სიტყვაში მიმოიხილა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირების ძირითადი ასპექტები და აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველო რეგიონული ლიდერია ბევრ სფეროში და მიმზიდველი, საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 19:55

საქართველო

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ

„ქართული ოცნება" მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანმხდეთ ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის“, -ამის შესახებ კახა კალაძემ Twitter-ზე დაწერა.

Pop Smoke

19 თებერვალი 2020, 19:52

კულტურა

რეპერი Pop Smoke ლოს-ანჯელესში მოკლეს

ლოს-ანჯელესში ამერიკელი რეპერი Pop Smoke მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა TMZ ავრცელებს. 20 წლის რეპერი მძარცველებმა მოკლეს, რომლებიც ჰოლივუდ-ჰილსის რაიონში მდებარე სახლში გასულ ღამით შეიჭრნენ.

19 თებერვალი 2020, 19:40

კულტურა

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

უაქციზო თამბაქო

19 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1,1 კგ უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

მიხეილ ჩხენკელი ვიქტორია ჰორვატი

19 თებერვალი 2020, 19:05

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ბექა ლილუაშვილი

19 თებერვალი 2020, 19:04

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ქმნიან

ბექა ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ფონდის შექმნის, დარეგისტრირებისა და მართვის პრინციპებს სამართლებრივად აწესრიგებს, ასევე, განსაზღვრავს ფონდის სხვადასხვა ტიპს.

ირმა ინაშვილი

19 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

ირმა ინაშვილი: ხელისუფლება პოლიტიკურ სპექტრს რას შესთავაზებს, მისი გადასაწყვეტია

ხელისუფლება, პოლიტიკურ სპექტრს ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ შეხვედრებს შესთავაზებს, ეს არის მათი ინიციატივა და გადასაწყვეტი და ვინ როგორ გამოეხმაურება ამას, ესეც მისი პრეროგატივაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „პატროტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

ლევან კობერიძე

19 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

ლევან კობერიძე: ინდივიდუალურ შეხვედრებს არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში არ ვგეგმავთ

„ქართულ ოცნებასთან“ ერთი-ერთზე შეხვედრას არ ვგეგმავთ, არც ვაპირებთ და არც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს უნდა იყოს გაფართოებულ ფორმატი. ყველა პოლიტიკური ჯგუფი ინდივიდუალურ რეჟიმს თვითონ წყვეტს და ალბათ, სხდადსხვა ფორმატით გაიმართება“ - აცხადება ლევან კობერიძე.

მიხეილ ყაველაშვილი

19 თებერვალი 2020, 18:44

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სპორტსმენები დესტრუქციული და დეგრადირებული ძალისგან უნდა დავიცვათ

მსურს იცოდნენ ჩვენმა ძლიერმა სპორტსმენებმა, დაწყებული ლაშა ტალახაძით, რომ მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საკურა

19 თებერვალი 2020, 18:27

საქართველო

თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ცერემონია გაიმართა

თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, საკურას ხეივნის გაშენების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურას ხე-მცენარე დაირგო. საკურას ნერგები დედაქალაქს საჩუქრად იაპონიის საელჩომ გადასცა.

რომან კაკულია

19 თებერვალი 2020, 18:19

ეკონომიკა

რომან კაკულია: ჩვენ საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას ცალ-ცალკე განვიხილავთ და ამას მოჰყვება დანარჩენი პრობლემები

მიდგომა, რომელიც საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას ცალცალკე განიხილავს, სწორედ ჩვენი „გამშვები დაავადებაა“, რომელიც ჩვენ გვჭირს, და რომელიც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ გადმოგვცა

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2020, 18:11

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები“,- წერია პრეზიდენტი.

ავსტრალია ავიაკატასტროფა

19 თებერვალი 2020, 18:10

მსოფლიო

ავსტრალიაში ორი თვითმფრინავის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტი ქალაქ მელბურნთან მოხდა. ერთმანეთს ჰაერში მცირე ზომის ორი თვითმფრინავი შეეჯახა. პოლიციაში აცხადებენ, რომ შეჯახება უამინდობამ გამოიწვია - ნისლის გამო პილოტებმა ერთმანეთი ვერ დაინახეს. ორივე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დიმიტრი მედოევი

19 თებერვალი 2020, 18:08

საქართველო

დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

„ჰუმანიტარული კრიზისი ქართველი პოლიტიკოსების თავებში უნდა ეძებონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოში მოშიმშილე ბაშვებს, რომელთა რიცხვი ზღვარს გადასცდა“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

19 თებერვალი 2020, 18:05

მსოფლიო

ირანში პირველად კორონავირუსით დაავადების 2 შემთხვევა გამოვლინდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქალაქ ყუმში ორ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირანში პირველი შემთხვევაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Global News ავრცელებს. აქამდე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეჭვი არსებობდა აღნიშნულ დაავადებაზე.

19 თებერვალი 2020, 17:59

კულტურა

აზერბაიჯანში გამოფენა „საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან თაობამდე” გაიმართა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 120 მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა ასახავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას თაობიდან-თაობამდე, ორივე ქვეყნის კულტურას, ბუნებასა და ტრადიციებს.

რომან კაკულია

19 თებერვალი 2020, 17:56

ეკონომიკა

რომან კაკულია: პროგრესი ყველა დარგში გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ცუდის დანახვა გახდა ტრენდული

თუ ავიღებთ თითოეულ დარგს, იქნება ეს ენერგეტიკა, ტურიზმი, გზების მშენებლობა თუ საწარმოების მხარდაჭერა, პროგრესი ყველგან არის, მაგრამ ცუდის დანახვის ტრენდი უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

კურტ ვოლკერი

19 თებერვალი 2020, 17:32

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: პუტინი საქართველოს რიტორიკის გამო არ დაესხა, მას საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა

„სწორი ვერსია: პუტინი საქართველოს რიტორიკის გამო არ დაესხა. მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. სიმართლე ის არის, რომ ის გაბრაზებული იყო რიტორიკით, თუმცა რუსეთის აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა“, - დაწერა კურტ ვოლკერმა Twitter-ის გვერდზე.