imedi /  21 იანვარი 2020, 18:12 / სანდო წყარო

ქეთევან ციხელაშვილი: ერგნეთის შეხვედრების აღდგენით ქართული მხარე დაინტერესებულია

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არ გაუწყვეტია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე შეხვედრები. მისი თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია ამ შეხვედრების აღდგენით. ამის შესახებ მინისტრმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ფარგლებში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება პარტნიორების დახმარება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და მის მიღმა, რათა საოკუპაციო ძალების მხრიდან "შემაშფოთებელი მოქმედებები" შეჩერდეს. 

"საუბარია ძალიან შემაშფოთებელ მოქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვთ ბოლო თვეების განმავლობაში. ეს ეხება ბორდერიზაციას და ასევე ფაქტობრივად მოსახლეობის მძევლად აყვანის არალეგიტიმური მიზნების მისაღაწევად. ეს არის ძალიან გამომწვევი და ძალიან პროვოკაციული ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების დახმარება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და მის მიღმა. დახმარება საჭიროა იმისათვის, რომ ეს მოქმედებები შეკავდეს. მე ვახსენე ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა. ის თითქმის 50 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. პარტნიორების მხარდაჭერა და ზეწოლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს შემთხვევა მშვიდობიანად დასრულებულიყო.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ წლების განმავლობაში ასობით ადამიანზე ვსაუბრობთ, მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. საუბარია 6-ჯერ მეტ ადამიანზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა არის ოსების, აფხაზების წინააღმდეგ მიმართული, ქართველების წინააღმდეგ მიმართული. არ აინტერესებთ ეთნიკური წარმომავლობა, გამყოფი ხაზის რომელ მხარეს ცხოვრობენ ეს ადამიანები, მათი სასიცოცხლო საჭიროებები და დროა გადავდგათ ნაბიჯები. დიალოგი და შერიგება საზოგადოებებს შორის არის აუცილებელი, რათა დეოკუპაციის ამოცანებთან ერთად მდგრად მშვიდობას მივაღწიოთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

საქართველოს საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თავმდჯომარის, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მარინა კალიურადის განცხადებით კი ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებისგან და სეპარატისტების მხრიდან პროვოკაციები გრძელდება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს და არ ასრულებს ვალდებულებებს, რაც მოსკოვს 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით დაეკისრა. მცოცავი ოკუპაცია, სამხედრო სწავლებები, მილიტარიზაცია, პროპაგანდა, ბორდერიზაცია - ეს ყველაფერი წარმოადგენს საფრთხეს მთელი რეგიონისათვის. დაკეტილია გადასავლელი გზები, შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება ,გაყოფილია საზოგადოება, რომელიც ჰარმოანიაში ცხოვრობდა. მოხდა გასულ წელს ევროკავშირის მისიის მონიტორების დაკავება. იმ მისიის წარმომადგენლების, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ. ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება საგანგაშოა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ხალხი იღუპება, ვინაიდან მათ შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება და ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას", - განაცხადა მარინა კალიურადმა.

მისი თქმით, ყველა მიესალმება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათობით ადამიანს უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ, მათ უკანონოდ აკავებენ იმის გამო, რომ არარსებული საზღვარი გადაკვეთეს. ჩვენ ასევე მონიტორიგს ვუწევთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ე.წ. პრეზიდენტი გადადგა. ოკუპირებულ აფხაზეთში არასტაბილური ვითარებაა და ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ყურადღებით. ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დასაფიქსირებლად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და ასევე მხარი დავუჭიროთ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივებს მშვიდობიანი გზებით კონფლიქტის მოგვარების თაობაზე", - განაცხადა კალიურადმა. 

ყველა სიახლე

მედიააკადემია

17 თებერვალი 2020, 10:08

საქართველო

დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გამართა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა. „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ და გავაშუქოთ ამბავი, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი ჟურნალისტებს ორი დღის განმავლობაში სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. ტრენინგი თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა.

17 თებერვალი 2020, 09:58

მსოფლიო

სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს. რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ასადის სამთავრობო ძალებმა რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დეკემბრიდან განაახლეს.

პარლამენტი აქცია

17 თებერვალი 2020, 09:45

საქართველო

პარლამენტში ირაკლი შოთაძის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის

იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. პოლიტიკოსები კი პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას ხვალიდან აპირებენ.

ამინდი

17 თებერვალი 2020, 09:23

საქართველო

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდს, აღმოსავლეთში კი მცირე თოვლს პროგნოზირებენ

„უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება მოსალოდნელი. 18 თებერვალს გამოიდარებს აღმოსავლეთ საქართველოში, 19 თებერვლიდან კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. ღამის საათებში ყინვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება“, - აცხადებს სინოპტიკოსი მაია ქააძე.

სასწრაფო

17 თებერვალი 2020, 09:14

საქართველო

ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა. ავტოავარიის შედეგად კიდევ ორი არასრულწლოვანი დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ნინო წილოსანი

17 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

საპარლამენტო კომიტეტებში აკვაკულტურის კანონის განხილვა დაიწყო

კანონპროექტის ავტორის ნინო წილოსანის თქმით, ეს ინიციატივა მოაწესრიგებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ჩარჩოს, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს სფერო არ რეგულირდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო კანონის მიღებით ადგილობრივ კოოპერატივებს მაქსიმალურად წაახალისებს.

17 თებერვალი 2020, 09:05

მსოფლიო

ჰონგ-კონგში ასობით ტუალეტის ქაღალდი გაიტაცეს

დღეისათვის ჰონგ-კონგში კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შექმნილი პანიკის გამო ჰონგ-კონგში პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტია შექმნილი.

კამერუნი თავდასხმა

17 თებერვალი 2020, 08:50

მსოფლიო

კამერუნში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას 22 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი ემსხვერპლა

კამერუნის ჩრდილო-დასავლეთში, სოფელ ნტუმბოზე თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გაეროს წარმომადგენლის, ჯეიმს ნუნანის განცხადებით, მოკლულთა შორის 14 ბავშვი და ერთი ორსული იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაიწვა.

ვალერი გელაშვილი

17 თებერვალი 2020, 08:38

საქართველო

საპროცედურო კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

პიოტრ პავლენსკი

17 თებერვალი 2020, 08:36

მსოფლიო

პარიზში სკანდალური რუსი მხატვარი დააკავეს

პოლიტიკოსის მაკომპრომეტირებელი მასალა სოციალურ ქსელებში რუსმა მხატვარმა გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეო მას გრივოს საყვარელმა მიაწოდა. ის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის ბრალდებით არის დაკავებული.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 08:24

საქართველო

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

კორონავირუსი

17 თებერვალი 2020, 08:09

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1770-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1770-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 70 550 შეადგინა.

„შიშველი ფესტივალი“ იაპონია

17 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

იაპონიაში ტრადიციულ „შიშველ ფესტივალში“ მონაწილეობა 10 ათასმა ადამიანმა მიიღო

„ჰაკადა მაცური“ ანუ „შიშველი ფესტივალი“ თებერვლის მესამე შაბათს ქალაქის ერთ-ერთ ტაძარში ტარდება და მასში მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. ისინი ტაძრის ირგვლივ დარბიან, შემდეგ კი ტაძრის ფანჯრიდან მონაწილეების მისამართით სპეციალურ ჯოხებს ისვრიან. მათ, ვინც ჯოხებს დაიჭერს, წლის განმავლობაში იღბალი არ უღალატებს.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 00:38

საქართველო

კახა კალაძე რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე: გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების რეჟიმში, გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ - ამის „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 00:31

საქართველო

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ელტონ ჯონი

17 თებერვალი 2020, 00:25

კულტურა

ელტონ ჯონმა ოკლენდში კონცერტზე ხმა დაკარგა

სცენიდან გასვლისას ჯონი ცრემლებს ვერ იკავებდა. მან განმარტა, რომ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, დაავადება მარტივ ფორმაში მიმდინარეობდა, ამიტომ მომღერალმა იფიქრა, რომ გამოსვლას ბოლომდე მიიყვანდა.

გველები ორგია აშშ

17 თებერვალი 2020, 00:08

ტაბლოიდი

ფლორიდაში ქალაქის პარკი გველების ორგიის გამო დაიკეტა

ქვეწარმავლების უჩვეულო სიმრავლის შესახებ მერიის თანამშრომლები ქალაქის მცხოვრებლებმა გააფრთხილეს. ადგილზე მისულმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ტბასთან გველების დიდმა ჯგუფმა ორგია მოაწყო.

გენო პეტრიაშვილი

16 თებერვალი 2020, 23:59

სპორტი

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია. მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გორელმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

გულის შეტევა ინფარქტი

16 თებერვალი 2020, 23:51

ტექნოლოგიები

კარდიოლოგებმა გულის შეტევის რისკის შემცირების მეთოდი დაასახელეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგების მტკიცებით, კვირაში ორჯერ დღის ხანმოკლე ძილი გულის შეტევის განვითარების რისკს 48%-ით ამცირებს. კვლევაში 35-75 წლის 3400-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. კარდიოლოგები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:23

საქართველო

კახა კალაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს

„თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შევჯერდებით და გარკვეული ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. დრო მე როგორ უნდა დავუნიშნო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა“, - განაცხადა კალაძემ.