imedi /  22 იანვარი 2020, 17:06 / სანდო წყარო

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა

მცოცავი ოკუპაცია

სოფელი ოძისი.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა. სტეფ ბლოკმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია მისიის საქმიანობაზე , საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასა და იმ პრობლემებზე რომლებიც მოსახლეობას ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გამო შეექმნა.

მან ასევე ნახა რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ახმაჯშია განთავსებული.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოში 21 იანვარს ჩამოვიდა. ის ქვეყანას დღეს დატოვებს.

10 წლიანი პაუზის შემდეგ ეს არის ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2020, 11:03

საქართველო

Washington Post: აშშ უერთდება სხვა სახელმწიფოებს და ადანაშაულებს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის განხორციელებაში

თავის განცხადებაში ბრიტანულმა მხარემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა „ალბათობის მაღალი ხარისხით“ დაადგინა, რომ ამ შეტევების უკან სწორედ რუსეთი დგას, და რომ შეტევები წარმოადგენს „რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და დესტაბილიზაციისკენ გამიზნული ხანგრძლივი კამპანიის ნაწილს“.

21 თებერვალი 2020, 10:43

საქართველო

Wired: აშშ „გრუს“ საქართველოს წინააღმდეგ მასობრივი კიბერშეტევის მოწყობაში ადანაშაულებს

Wired - აშშ-ი ბრალს სდებს რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს (გრუ) საქართველოს წინააღმდეგ მასობრივი კიბერშეტევის განხორციელებაში. „ათწლეულზე მეტია, რაც რუსი ჰაკერები ცხოვრებას უმწარებენ მეზობელ ქვეყნებს: ხან ესტონურ ვებგვერდებს ბომბავენ და მონაცემთა გაცვლას აბინძურებენ, ხან ელექტროენერგიასაც თიშავენ უკრაინაში“.

ეკა ბესელია

21 თებერვალი 2020, 10:33

საქართველო

ეკა ბესელია: რუსეთს აქვს ინტერესი საქართველოში არჩევნებზე თავისი გავლენები გაზარდოს

როდესაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთს აქვს ინტერესი, რომ თავისი გავლენები ამ არჩევნებზე გაზარდოს, ამას სჭირდება არა მყიფე დემოკრატია და დემოკრატიის დასუსტება, არამედ ძლიერი დემოკრატია და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, - ამაის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.

21 თებერვალი 2020, 10:16

საქართველო

კანადა კიბერთავდასხმაზე: ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოში არჩევნების წინ დესტაბილიზაციის გამოწვევის კიდევ ერთი მცდელობა

„ეს იყო რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, დესტაბილიზაცია გამოეწვია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ და დარტყმა მიეყენებინა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის“, - ქვეყნების რიცხვს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობენ, კანადა ამ განცხადებით შეუერთდა.

21 თებერვალი 2020, 10:00

მსოფლიო

უკრაინაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებულების ავტობუსებს თავს დაესხნენ

უკრაინის მოქალაქეები ჩინეთიდან ხარკოვში 20 თებერვალს ჩაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მათ კორონავირუსის სიმპტომები არა აქვთ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევაკუირებულებს სამედიცინო ცენტრებში განათავსებდნენ, რასაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ნეიმარი

21 თებერვალი 2020, 09:55

სპორტი

ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მისი რჩეული ფეხბურთელები მესი, სუარესი, მბაპე, პოგბა და აზარი გახდნენ. მედიის ცნობით, საუკეთესოთა სიაში ნეიმარმა არ შეიყვანა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

21 თებერვალი 2020, 09:50

საქართველო

Telegraph-ი საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაწილეობაზე წერს

ბრიტანული უშიშროება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის განყოფილებას საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს, ამ შინაარსის სტატიას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს. უშიშროების სამსახურები შიშობენ, რომ ეს ქმედება შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი იყოს.

21 თებერვალი 2020, 09:30

საქართველო

Bloomberg: კიბერთავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებამ შესაძლოა, მის წინააღმდეგ სანქციებს გზა გაუხსნას

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საერთაშორისო მედია აშუქებს. რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური საქართველოში განხორციელებული მასობრივი კიბერთავდასხმების უკან დგას - ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას BBC.

ოპოზიცია

21 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია დღეს ისევ შეიკრიბება

იმსჯელებენ ასევე 4 აპრილს დაგეგმილ გამაფრთხილებელ აქციაზეც. შეუერთდება თუ არა მათ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა, მათთვის უცნობია. თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე ღიად დააფიქსირა, რომ ისინი ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

დავით ზალკალიანი

21 თებერვალი 2020, 09:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: ყველა ზომას ვიღებთ, რომ ქართველი მეზღვაურები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ

მეკობრეების მიერ ოთხი ქართველი მეზღვაურის გატაცებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა. დავით ზალკალიანის თქმით, უწყება კონტაქტზეა საბერძნეთში გენერალურ საკონსულოსთან და ტარდება შესაბამისი ზომები.

მიხეილ კალანდია

21 თებერვალი 2020, 08:52

საქართველო

დღეს მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაკავებულის მიმართ წარდგენილ ბრალზე დანაშაულებრივი ქმედება არ დასტურდება.

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2020, 08:33

საქართველო

არჩილ თალაკვაძე რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში ჩარევა შეწყვიტოს

მისი განცხადებით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები.

21 თებერვალი 2020, 08:20

საქართველო

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საერთაშორისო პარტნიორები გმობენ

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საქართველოს მეგობარი ქვეყნები ეხმაურებიან. საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას სრულად იზიარებს ნიდერლანდების სამეფო. საქართველოს სოლიდარობას უცხადებს რუმინეთის ხელისუფლებაც. რუსეთის ქმედებებს გმობს მონტენეგროც.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 08:09

კულტურა

დონალდ ტრამპი: სამხრეთ კორეასთან პრობლემები გვაქვს და ამ დროს მათ ფილმს ოსკარს აძლევენ, ეს ნორმალურია?!

დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეული ფილმის, „პარაზიტებისთვის“ ოსკარის გადაცემის გამო უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი“ ოსკარის წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა.

21 თებერვალი 2020, 07:53

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით სულ 2236 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 18345

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2236-ს მიაღწია. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია იტყობინება.

აშშ სამუშაო ადგილი

21 თებერვალი 2020, 00:55

ეკონომიკა

თეთრი სახლის ანგარიში: ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ში 7 მილიონამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა

„ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ქვეყანაში თითქმის 7 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მათ შორის 500.000 სამუშაო ადგილი დამამუშავებელ მრეწველობაში. გასულ წელს უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალი იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

21 თებერვალი 2020, 00:36

საქართველო

სანდრა რულოვსი: ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს

რა თემებზე ისაუბრა სანდრა რულოვსმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას უცნობია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლი კორპუსის ალტერნატიული გასასვლელით დატოვა.

21 თებერვალი 2020, 00:30

თემა

აუცილებელია თუ არა ომეგა 3-ის მიღება

2019 წლის შემოდგომაზე გამოიცა სამეცნიერო სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ კვების რაციონში ომეგა 3-ის დამატება მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის იშემიური დაავადებებისა და ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტებმა, 13 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის საფუძველზე, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მიმართულებით მეტაანალიზი ჩაატარეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს დანამატი სასარგებლოა. აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კი სარწმუნოდ ჩათვალა მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატი ვასცეპა (ინგლ.Vascepa ომეგა 3-ის ერთ-ერთ ცხიმოვან მჟავაზეა დამზადებული) გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. ადრე ეს მოსაზრება დამტკიცებული არ იყო, ახლა კი პირდაპირ ინსტრუქციაშია მოცემული. ამასთანავე, 2020 წლის 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კლინიკურ კვლევებში ომეგა 3-ის მსგავსმა ორმა სხვა პრეპარატმა საკმარისი ეფექტი ვერ აჩვენა. ყველა ეს ურთერთსაწინააღმდეგო მოსაზრება წინა პლანზე წამოწევს უკვე საკმაოდ მოძველებულ კითხვას: საჭიროა თუ არა ომეგა 3-ის დანამატების მიღება, რათა ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიუმჯობესოთ?

პენტაგონი

21 თებერვალი 2020, 00:25

საქართველო

პენტაგონი: ჩვენ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ

ვიცე-პოლკოვნიკ გლისონის თქმით, პენტაგონი შეუერთდა „საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს“.

21 თებერვალი 2020, 00:08

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებაზე - რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების კავშირის მტკიცებულება არ არსებობს

კვლავ დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არიან ძალები, ვისაც ეს საერთოდ არ აწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.