imedi /  22 იანვარი 2020, 18:16 / სანდო წყარო

კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე: საგარეო მიმართულებით მუშაობა ჩვენი მხრიდანაც გასაძლიერებელია

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით აშკარად იკვეთება, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, „ან კარგად იციან რა ხდება, მაგრამ ეს მათი სუბიექტური განცხადებებია“. ამის შესახებ კახა კალაძემ „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუს დროს თქვა. 

კალაძე ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა გააძლიეროს მუშაობა, რათა უკეთ დაანახოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უცხოელ პარტნიორებს.

„რამდენიმე შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, ერთ იყო კონკრეტული კომპანიის ლობირების თვალსაზრისით გაკეთებული განცხადებები, გუშინ იყო ევროპარლამენტარების. აშკარად იკვეთება, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ან კარგად იციან რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ ეს იყო სუბიექტური განცხადებები. მე ვთქვი გუშინ, რომ აუცილებელია მუშაობა და კომუნიკაცია. ერთ-ერთი მათგანი [ევროპარლამენტარი] მიხეილ სააკაშვილის პირადი მრჩეველი იყო, რომელიც საუბრობდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის მეგობრობით და ურთიერთობით გაკეთებული განცხადებები. „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი მხრიდან დაანახონ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე პროცესები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც გასაძლიერებელია მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა გამოვიდნენ, ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. მათ შორის უცხოელმა კოლეგებმა საქართველოს მმართველი გუნდი პროპორციული არჩევნების ჩავარდნაზე გააკრიტიკეს.

ყველა სიახლე

ამინდი

17 თებერვალი 2020, 09:23

საქართველო

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდს, აღმოსავლეთში კი მცირე თოვლს პროგნოზირებენ

„უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება მოსალოდნელი. 18 თებერვალს გამოიდარებს აღმოსავლეთ საქართველოში, 19 თებერვლიდან კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. ღამის საათებში ყინვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება“, - აცხადებს სინოპტიკოსი მაია ქააძე.

სასწრაფო

17 თებერვალი 2020, 09:14

საქართველო

ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა. ავტოავარიის შედეგად კიდევ ორი არასრულწლოვანი დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ნინო წილოსანი

17 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

საპარლამენტო კომიტეტებში აკვაკულტურის კანონის განხილვა დაიწყო

კანონპროექტის ავტორის ნინო წილოსანის თქმით, ეს ინიციატივა მოაწესრიგებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ჩარჩოს, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს სფერო არ რეგულირდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო კანონის მიღებით ადგილობრივ კოოპერატივებს მაქსიმალურად წაახალისებს.

17 თებერვალი 2020, 09:05

მსოფლიო

ჰონგ-კონგში ასობით ტუალეტის ქაღალდი გაიტაცეს

დღეისათვის ჰონგ-კონგში კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შექმნილი პანიკის გამო ჰონგ-კონგში პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტია შექმნილი.

კამერუნი თავდასხმა

17 თებერვალი 2020, 08:50

მსოფლიო

კამერუნში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას 22 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი ემსხვერპლა

კამერუნის ჩრდილო-დასავლეთში, სოფელ ნტუმბოზე თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გაეროს წარმომადგენლის, ჯეიმს ნუნანის განცხადებით, მოკლულთა შორის 14 ბავშვი და ერთი ორსული იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაიწვა.

ვალერი გელაშვილი

17 თებერვალი 2020, 08:38

საქართველო

საპროცედურო კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

პიოტრ პავლენსკი

17 თებერვალი 2020, 08:36

მსოფლიო

პარიზში სკანდალური რუსი მხატვარი დააკავეს

პოლიტიკოსის მაკომპრომეტირებელი მასალა სოციალურ ქსელებში რუსმა მხატვარმა გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეო მას გრივოს საყვარელმა მიაწოდა. ის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის ბრალდებით არის დაკავებული.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 08:24

საქართველო

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

კორონავირუსი

17 თებერვალი 2020, 08:09

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1770-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1770-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 70 550 შეადგინა.

„შიშველი ფესტივალი“ იაპონია

17 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

იაპონიაში ტრადიციულ „შიშველ ფესტივალში“ მონაწილეობა 10 ათასმა ადამიანმა მიიღო

„ჰაკადა მაცური“ ანუ „შიშველი ფესტივალი“ თებერვლის მესამე შაბათს ქალაქის ერთ-ერთ ტაძარში ტარდება და მასში მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. ისინი ტაძრის ირგვლივ დარბიან, შემდეგ კი ტაძრის ფანჯრიდან მონაწილეების მისამართით სპეციალურ ჯოხებს ისვრიან. მათ, ვინც ჯოხებს დაიჭერს, წლის განმავლობაში იღბალი არ უღალატებს.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 00:38

საქართველო

კახა კალაძე რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე: გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების რეჟიმში, გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ - ამის „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 00:31

საქართველო

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ელტონ ჯონი

17 თებერვალი 2020, 00:25

კულტურა

ელტონ ჯონმა ოკლენდში კონცერტზე ხმა დაკარგა

სცენიდან გასვლისას ჯონი ცრემლებს ვერ იკავებდა. მან განმარტა, რომ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, დაავადება მარტივ ფორმაში მიმდინარეობდა, ამიტომ მომღერალმა იფიქრა, რომ გამოსვლას ბოლომდე მიიყვანდა.

გველები ორგია აშშ

17 თებერვალი 2020, 00:08

ტაბლოიდი

ფლორიდაში ქალაქის პარკი გველების ორგიის გამო დაიკეტა

ქვეწარმავლების უჩვეულო სიმრავლის შესახებ მერიის თანამშრომლები ქალაქის მცხოვრებლებმა გააფრთხილეს. ადგილზე მისულმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ტბასთან გველების დიდმა ჯგუფმა ორგია მოაწყო.

გენო პეტრიაშვილი

16 თებერვალი 2020, 23:59

სპორტი

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია. მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გორელმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

გულის შეტევა ინფარქტი

16 თებერვალი 2020, 23:51

ტექნოლოგიები

კარდიოლოგებმა გულის შეტევის რისკის შემცირების მეთოდი დაასახელეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგების მტკიცებით, კვირაში ორჯერ დღის ხანმოკლე ძილი გულის შეტევის განვითარების რისკს 48%-ით ამცირებს. კვლევაში 35-75 წლის 3400-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. კარდიოლოგები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:23

საქართველო

კახა კალაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს

„თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შევჯერდებით და გარკვეული ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. დრო მე როგორ უნდა დავუნიშნო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:10

საქართველო

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

„არ ვიცი თვითონ რა აქვს გადაწყვეტილი ვანო მერაბიშვილს. თუ სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, ეს მისი გადასაწყვეტია და მისგან უნდა მოვისმინოთ. თუმცა, ამ ადამიანმა მოიხადა თავისი სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და გამოდის უკვე. გააგრძელებს როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრებას, თუ სად და რა მიმართულებით, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:08

საქართველო

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა. მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციისთვის, კერძო ინტერესები ისევ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას.

შემთხვევის ადგილი

16 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

ქუთაისში ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

უწყების განმარტებით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტისა და შერეული საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.