imedi /  23 იანვარი 2020, 08:00 / სანდო წყარო

დღეს გიორგი გახარია დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოვა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მიმართავს. გიორგი გახარია სიტყვით გამოვა შეხვედრაზე, რომელიც ევროპის მომავალ ამბიციებს უკავშირდება და მისი მონაწილეები ევროპელი ლიდერები არიან.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის მრჩეველი ამბობს, რომ მთავრობის მეთაური აქცენტს იმ შესაძლებლობებზე გააკეთებს, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ქმნის.

დღესვე პრემიერმინისტრი მსოფლიო მასშტაბის ისეთი კომპანიების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს, როგორებიცაა: ფილიპს ლაითინგი, კამილ ბლოხი და აქსიონა.

მთავრობის მეთაურს დაგეგმილი აქვს აუდიენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

მანამდე გიორგი გახარიამ სამუშაო დღე კომპანია სიმენს ენერჯის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრით დაასრულა. შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი გერმანულ კონგლომერატ სიმენს ენერჯისთან პარტნიორობით შეიქმნას.

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2020, 23:27

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც დაფიქსირდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა. ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურებული.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 23:18

მსოფლიო

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსი მას არ შეეხება

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებს არ მიიღებს. ეს ფატალური შეცდომა იქნება, პირდაპირ რომ ვთქვა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსს ჯერ კიდევ აქვს პანდემიის პოტენციალი.

ზვიად კუპრავა

27 თებერვალი 2020, 23:11

ძალოვნები

შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

27 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ექიმებს გაგზავნის

„უახლოეს დროში აფხაზეთში მობილური სანიტარულ-ეპიდემიური ბრიგადები ჩამოვლენ სპეციალური ტრანსპორტით, ასევე სამედიცინო სპეციალისტების ბრიგადა. გარდა ამისა, აფხაზეთს დახმარებას გაუწევენ საჭირო მედიკამენტებით, დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემებით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით“, - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროში.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 22:44

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უმასპინძლა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა და ფუნქციები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

27 თებერვალი 2020, 22:35

ძალოვნები

თელავის სოფელ აკურაში ხანძარია

სოფელ თეთრიწყლების შემდეგ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 22:26

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ფედერალურ მიწებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას მოსთხოვს

ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, ყოველ თვე გერმანიაში ათასობით დევნილი ჩამოდის იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. გერმანია ასევე შეაჩერებს თავშესაფრის მაძიებელთა იტალიაში და იტალიიდან გადმოყვანას, რაც ე.წ. დუბლინის რეგულაციების ფარგლებში ხდება.

27 თებერვალი 2020, 22:10

საქართველო

მედია რეიტინგების მთვლელი კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის

„ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის. ეს არის კომპანია, რომელიც მედია რეიტინგებს ითვლის. ამ დრომდე მონაცემების შეგროვება საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ხდებოდა. ამიერიდან კი, რეიტინგი პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც დაითვლება

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2020, 21:57

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: იტალიასთან საზღვრებს არ ჩავკეტავთ

ნეაპოლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ყოფნისას ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა ის კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის საზღვრების ჩაკეტვას. „არა, საზღვრები იტალიასთან არ ჩაიკეტება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

27 თებერვალი 2020, 21:28

საქართველო

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ექიმების რაოდენობა გაიზრდება

საბაჟოზე მკაცრად მოწმდება ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2020, 20:38

საქართველო

განათლების სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

მიქაელ ჯაბაროვი

27 თებერვალი 2020, 20:30

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

27 თებერვალი 2020, 20:18

საქართველო

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ე.წ. გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი დაადასტურეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 20:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 19:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 19:43

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი იმ ქვეყნებს მიმართავს, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა

ეს თქვენი შესაძლებლობის ფანჯარაა. თუ ახლა აგრსიულად იმოქმედებთ, შესძლებთ ვირუსის შეკავებას. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ხალხის დაავადება. შეგიძლიათ გადაარჩინოთ სიცოცხლეები. ამ ქვეყნებისთვის ჩემი რჩევაა-იმოქმედეთ სწრაფად“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

27 თებერვალი 2020, 19:32

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლუდი Corona

27 თებერვალი 2020, 19:32

ეკონომიკა

ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona ზარალს განიცდის

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona საიმიჯო ზარალს განიცდის. აღნიშნულს ცხადყოფს ორგანიზაცია YouGov-მიერ ჩატარებული გამოკვლევა.