imedi /  23 იანვარი 2020, 16:46 / სანდო წყარო

გახარია: აშშ-თან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის გამო აწყდებიან.

„ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ რეალურ და ხელშესახებ შედეგებს - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლას.

„თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველო კარიბჭეა ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჩვენ საქართველოს მოვიაზრებთ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან მნიშვნელოვან როლზე, რომლის შესრულება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით შეუძლია.

„ვგულისხმობთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყირიმის შემდეგ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მეორეს მხრივ, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამიტომ მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით  მოვახერხებთ. სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ ჩვენის მხრივ მზად ვართ ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შანსი, დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენთვის ევროკავშირის და ნატოს წევრობა გარანტიაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები - ევროპის მომავალზე ისაუბრებთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 23:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფიცირება ხდება დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას, დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს

კორონავირუსით ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირება ხდება ძირითადად წვეთოვანი გზით - დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ალექსანდრე ღვთისიაშვილი

26 თებერვალი 2020, 23:14

საქართველო

ალექსანდრე ღვთისიაშვილი: საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის მაღალი გავრცელება

საქართველოს საელჩოები მუდმივ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობისა და ზომების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ოლივიე ვერანი

26 თებერვალი 2020, 23:10

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: დაიბანეთ ხელები რაც შეიძლება ხშირად, ყოველ საათში

„დაიბანეთ ხელები რაც შეიძლება ხშირად, ყოველ საათში. დაიბანეთ ხელები ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ. ეს სასარგებლო ზომაა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

26 თებერვალი 2020, 23:06

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება

კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულ პაციენტს საქართველოში კონტაქტი მხოლოდ სპეციალურად ეკიპირებულ სამედიცინო პერსონალთან ჰქონდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 50 წლამდე კაცს ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, აქ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ სპეციალურად ეკიპირებულ სამედიცინო პერსონალთან, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2020, 22:52

საქართველო

კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი ჯერ ირანში იმყოფებოდა, საქართველოში კი აზერბაიჯანიდან შემოვიდა

მან მედიას დაუდასტურა ინფორმაცია, რომ პაციენტი საქართველოში აზერბაიჯან-საქართველოს გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მანამდე ორი კვირით ადრე ის ირანში იმყოფებოდა და აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა სააქართველოში. პაციენტის ოჯახის წევრის თქმით, მათ ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ აქვთ.

26 თებერვალი 2020, 22:39

საქართველო

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია

მოსახლეობისადმი მთავარი რეკომენდაცია არის, შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2020, 22:35

საქართველო

საბაჟოდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი კაცი გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით, საბაჟოდან ორი კაცი გადაიყვანეს. ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

26 თებერვალი 2020, 22:25

საქართველო

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 22:00

საქართველო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

მინისტრის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ანალიზი

26 თებერვალი 2020, 21:58

მსოფლიო

პაკისტანსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

პასკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქალაქ კარაჩიში დაფიქსირდა. საუბარია 22 წლის პაციენტზე, რომელიც აქამდე ირანში იყო ნამყოფი. ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში კი ინფიცირებულია ქალი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა სამშობლოში.

პრინცი ჰარი

26 თებერვალი 2020, 21:52

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი: უბრალოდ ჰარი დამიძახეთ

პრინცი ჰარი კანადაში გადასვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში. თავის პირველ საჯარო ღონისძიებაზე მან მოითხოვა, რომ მას სამეფო ტიტულის გარეშე მიმართონ. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთ სამეფო ტიტულს ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში დაკარგავენ.

ალეკო ელისაშვილი

26 თებერვალი 2020, 21:40

საქართველო

ალეკო ელისაშვილი საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე: ის, რაც მოვისმინეთ, იყო ცანცარი და მეტი არაფერი

არც პირადად მე და არც „სამოქალაქო მოძრაობის“ არც ერთი ლიდერი არ შევთანხმებულვართ არავის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიედერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა ეზუგბაია

26 თებერვალი 2020, 20:43

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 14 პაციენტიდან კორონავირუსი სავარაუდოდ არც ერთს არ აქვს

„სანერვიულო არაფერი გვაქვს, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, გამორიცხულია პნევმონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ და საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ამ 14 შემთხვევაშიც ტესტის შედეგები იქნება ნეგატიური", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Amazon/eBay

26 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

იტალიის ფინანსური პოლიცია მილანში Amazon-ისა და eBay-ის ოფისებში შევიდა

იტალიის ფინანსური პოლიცია მილანში Amazon და eBay-ის ოფისებში შევიდა პირბადებისა და სადეზინფექციო საშუალებების გაზრდილი ფასებით გაყიდვის საქმის გამოძიების ფარგლებში.

თეირანი

26 თებერვალი 2020, 20:27

მსოფლიო

ირანში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო 24 ადამიანი დააკავეს

ირანის კიბერპოლიციამ 24 პირი დააკავა ქვეყანაში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. როგორც კიბერპოლიციის ხელმძღვანელმა ვაჰიდ მაჯიდმა განაცხადა, 24 პირი იმის გამო დააკავეს, რომ ჭორებს ავ რცელებდნენ კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებზე.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 20:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საამაყოა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე

მოხარულები ვართ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჟურნალ „ეკონომისტის“ ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ლეგენდარულ ეკონომისტს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს ლეშეკ ბალცეროვიჩს ვმასპინძლობთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

26 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს

რაც შემეხება მე, მზად ვარ, საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება, მაჟორიტარად დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 19:55

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: „სითი პარკის" ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით უკვე მივმართეთ პარლამენტს და ვიმედოვნებთ, მოქალაქეებს მოეხსნებათ რამდენიმე მილიონიანი ვალდებულება

ჩვენ სითი პარკს თანხა ნამდვილად გადავუხადეთ, მაგრამ ბიუჯეტის ფული არ გადაგვიხდია, - ამის შესახებ, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში "სითი პარკზე" საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 19:47

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: ჩვენი მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა

„როდესაც მუნიციპალიტეტი ატარებს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდა, რა თქმა უნდა ამ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მოქალეებისთვის იქნება კომფორტული"- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.