imedi /  23 იანვარი 2020, 20:28 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: სავარაუდოდ, მეგობრები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქრონიკას“კონგრესმენების წერილის შეფასებისას განუცხადა. 

„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ.

უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ-ი მხარს უჭერს.

შეიძლება, შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ; ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა. ეს სახეზეა.

ამ წერილში გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდ. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება. ამასაც ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ავუხსნით დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაღწევთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით 22 იანვარს მიმართა

გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

მანამდე კი ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2020, 18:11

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები“,- წერია პრეზიდენტი.

ავსტრალია ავიაკატასტროფა

19 თებერვალი 2020, 18:10

მსოფლიო

ავსტრალიაში ორი თვითმფრინავის ჰაერში შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტი ქალაქ მელბურნთან მოხდა. ერთმანეთს ჰაერში მცირე ზომის ორი თვითმფრინავი შეეჯახა. პოლიციაში აცხადებენ, რომ შეჯახება უამინდობამ გამოიწვია - ნისლის გამო პილოტებმა ერთმანეთი ვერ დაინახეს. ორივე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დიმიტრი მედოევი

19 თებერვალი 2020, 18:08

მსოფლიო

დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

„ჰუმანიტარული კრიზისი ქართველი პოლიტიკოსების თავებში უნდა ეძებონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოში მოშიმშილე ბაშვებს, რომელთა რიცხვი ზღვარს გადასცდა“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

19 თებერვალი 2020, 18:05

მსოფლიო

ირანში პირველად კორონავირუსით დაავადების 2 შემთხვევა გამოვლინდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქალაქ ყუმში ორ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირანში პირველი შემთხვევაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Global News ავრცელებს. აქამდე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეჭვი არსებობდა აღნიშნულ დაავადებაზე.

19 თებერვალი 2020, 17:59

კულტურა

აზერბაიჯანში გამოფენა „საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან თაობამდე” გაიმართა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 120 მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა ასახავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას თაობიდან-თაობამდე, ორივე ქვეყნის კულტურას, ბუნებასა და ტრადიციებს.

რომან კაკულია

19 თებერვალი 2020, 17:56

ეკონომიკა

რომან კაკულია: პროგრესი ყველა დარგში გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ცუდის დანახვა გახდა ტრენდული

თუ ავიღებთ თითოეულ დარგს, იქნება ეს ენერგეტიკა, ტურიზმი, გზების მშენებლობა თუ საწარმოების მხარდაჭერა, პროგრესი ყველგან არის, მაგრამ ცუდის დანახვის ტრენდი უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

კურტ ვოლკერი

19 თებერვალი 2020, 17:32

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: პუტინი საქართველოს რიტორიკის გამო არ დაესხა, მას საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა

„სწორი ვერსია: პუტინი საქართველოს რიტორიკის გამო არ დაესხა. მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. სიმართლე ის არის, რომ ის გაბრაზებული იყო რიტორიკით, თუმცა რუსეთის აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა“, - დაწერა კურტ ვოლკერმა Twitter-ის გვერდზე.

ეკატერინე მიქანაძე

19 თებერვალი 2020, 17:31

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა იზრდება

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 10.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 262.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარში იმპორტი 4.0 პროცენტით გაიზარდა და 619.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. სავაჭრო დეფიციტი 0.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 357.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

19 თებერვალი 2020, 17:31

საქართველო

ოპოზიციის ლიდერები აშშ-ის საელჩოში სენატის საგარეო კომიტეტის აპარტის უფროსს შეხვდნენ

ლიდერების თქმით, ისინი მას საარჩევნო სისტემასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრნენ. გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა ჩინოსანმა მათგან ოპოზიციის ხედვა მიიღო. ოპოზიციონერების გარდა, სენატის საგარეო კომიტეტის აპარტის უფროსი დამოუკიდებელ დეპოუტატებსაც შეხვდება.

ავადმყოფობა

19 თებერვალი 2020, 17:23

ტაბლოიდი

BBC: საფრანგეთში მერებმა მოსახლეობას ავადმყოფობა აუკრძალეს

ასეთი სიმბოლური ჟესტით მერებს ჯანდაცვის სფეროში ექიმების უკმარისობაზე უნდათ ყურადღების მიქცევა. კერძოდ, საფრანგეთის დასავლეთით, სარტის რეგიონში სოფლების მერების ხელმოწერილ დეკრეტში წერია, რომ უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მოთხოვნა ეკრძალება. ასევე კანონი ადამიანს თანდაყოლილი პრობლემებით დაბადებას უკრძალავს.

იაგო ხვიჩია

19 თებერვალი 2020, 17:05

საქართველო

იაგო ხვიჩია: ინდივიდუალური შეხვედრებით ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ ემუქრება, თუ ვინმე ინდივიდუალურად არ მიქარავს

გულწრფელი რომ ვიყო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არსებული ვითარება არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოსწონს, თუმცა სიტუაციის განსამუხტად რაზე არიან წამსვლელები, ეს არ ვიცი. ოპოზიციურ ერთობას ინდივიდუალური შეხვედრებით საფრთხე არ ემუქრება, თუ ვინმე ინდივიდუალურად არ მიქარავს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

სერგეი რუმასი

19 თებერვალი 2020, 17:05

ეკონომიკა

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი: ქართული პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება

ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა სტაბილური რჩება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა, სერგეი რუმასმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.

19 თებერვალი 2020, 16:58

საქართველო

საქართველოს დელეგაციამ ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით მიღწეული პროგრესის, გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ნიკა მელია

19 თებერვალი 2020, 16:53

ძალოვნები

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე - სამართალდამცველი და 20 ივნისის აქციის მონაწილე დაიკითხა, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

19 თებერვალი 2020, 16:53

საქართველო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება. ჰოფბურგის სასახლეში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ მუდმივმოქმედი და სამი გენერალური კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომებში მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა პირველად უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი

19 თებერვალი 2020, 16:52

საქართველო

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოდელირებული რეგისტრაცია გაევლოთ, რომლის მეშვეობითაც ისინი დეტალურად გაეცნენ რეგისტრაციის ინსტრუქციას და წესებს.

ოთარ გრიგოლია

19 თებერვალი 2020, 16:51

საქართველო

ოთარ გრიგოლია: ბახტრიონზე უახლოეს მომავალში მინიმუმ სამი ჩოგბურთის კორტი და საცურაო აუზი აშენდება

2009 წელს ბახტრიონის ქუჩაზე კორტების ტერიტორია გასხვისდა და მის ადგილას კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, თბილისის მთავრობამ მოახერხა მოლაპარაკებებზე წარმატების მიღწევა და დაიბრუნა ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში კორტების ტერიტორია, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.

19 თებერვალი 2020, 16:44

ვიდეო

ქალაქის მთავარი მესაათე

ნათია თურნავა

19 თებერვალი 2020, 16:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბელარუსთან სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა. ნათია თურნავას განცხადებით, დღეისათვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული.

აუგუსტინ დე რომანეს და გიორგი გახარიას შეხვედრა

19 თებერვალი 2020, 16:27

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გზები. საქართველოს ისტორია და ბუნება სრულიად შთამბეჭდავია, ტურისტები მთელი მსოფლიოდან უნდა მოვიზიდოთ. გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს“ - აღნიშნა აუგუსტინ დე რომანემ.