imedi /  23 იანვარი 2020, 22:01 / სანდო წყარო

პრემიერი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

ანხელ გურია და გიორგი გახარია

ანხელ გურია და გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრებს აგრძელესბ. გიორგი გახარია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას გაესაუბრა.

როგორც პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსხვეს ხაზი. 

პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა აფასებს OECD-ის წვლილს რეფორმების დღის წესრიგში, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის, საინვესტიციო პოლიტიკის, საგადასახადო, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით. გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობა 2021-2025 წლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების ახალი სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს, რომელიც ევროკავშირის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

OECD-ის გენერალურმა მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს სხვადასხვა კომიტეტის წევრი და თავად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების შემუშავებისა და დადგენის პროცესში.

თავის მხრივ, ანხელ გურიამ განაცხადა, რომ OECD-ი მხარს დაუჭერს საქართველოს საექსპორტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების პროცესში. მისი განმარტებით, ორგანიზაცია მზადაა, შექმნას პლატფორმა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, უკეთ გააცნოს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს ქვეყანაში მიმდინარე იმ რეფორმების პოზიტიური შედეგები, რომელიც მნიშვნელოვანწილად იქნება გათვალისწინებული რეიტინგის შეფასების პროცესში.

„საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. ქვეყანა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად”, – აღნიშნა ანხელ გურიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით დღეს გამოვიდა.

ყველა სიახლე

17 თებერვალი 2020, 19:39

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა პასუხისგებაში მიეცა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ თავისი პროკურორობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა. „ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, მანამდეც როდესაც პირველი მოადგილე ვიყავი და აღნიშნულ დეპარტამენტს ვკურირებდი, ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა შოთაძემ

იკერ კასილასი

17 თებერვალი 2020, 19:33

სპორტი

იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კენჭს იყრის

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილიასმა ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამის შესახებ მადრიდის რეალის ყოფილმა ვარსკვვლავმა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 19:26

საქართველო

ირაკლი შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში, რომელზეც განაჩენი დადგა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სუბარია ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვის ბრალდებაზე. შოთაძის თქმით, მთლიანი თანხა პარტიულ მიზნებს მოხმარდა. მისივე თქმით, რეალურად სამსახური არ არსებობდა და პლასტიკური ბარათები, სადაც 14 მილიონი ჩაირიცხა, გაფლანგვის ერთ-ერთი ხერხი იყო.

პაკისტანი

17 თებერვალი 2020, 19:23

მსოფლიო

პაკისტანში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ქალაქ კვეტაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

17 თებერვალი 2020, 19:09

საქართველო

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ნათქვამია იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილში.

ბურკინა ფასო

17 თებერვალი 2020, 19:01

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში, ეკლესიაში საკვირაო მესის დროს თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ბურკინა-ფასოში, ეკლესიაში საკვირაო მესის დროს თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პასტორიც. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. შეიარაღებული ჯგუფი სოფელ პანსიში, ეკლესიას დაესხა თავს. დაჭრილია 18 ადამიანი. 2019 წლის ბოლოდან საჰელის რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებების აქტიურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 18:59

საქართველო

ირაკლი შოთაძე: არც ერთ ნარკორეალიზატორს არ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება

ნარკოდანაშაული არის პრობლემატური საკითხი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ნარკოტრაფიკთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 თებერვალი 2020, 18:49

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2025 წელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიიდან 6,6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა მივიღოთ

„2022 წელი არის ის წელი, როცა საქართველო არის ყველგან, არის გერმანიაში, საერთაშორისო არეალზე, ბილბორდებზე, ელექტრონულ პლატფორმებზე, ტელევიზიაში, რადიოში და მაშინ, როცა ნებისმიერი ვიზიტორი, რომელიც მაგალითად ჩავა გერმანიაში, ყველგან ნახავს საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

განათლების სამინისტრო

17 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.

გიორგი კახიანი

17 თებერვალი 2020, 18:38

საქართველო

გიორგი კახიანი: გენპროკურორის არჩევის ასეთი საჯარო პროცესი პარლამენტში პირველად მიმდინარეობს

ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ცხადია, იმავე აზრზე ვრჩებით და მას ხვალ მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

17 თებერვალი 2020, 18:35

მსოფლიო

ევროკავშირმა სირიის რეჟიმს სანქციები გაუფართოვა

„დღეს ევროკავშირის საბჭომ კიდევ რვა ბიზნესმენი და ამ ბიზნესმენებთან დაკავშირებული ორი ორგანიზაცია იმ პირთა და ორგანიზაციათა სიაში მოათავსა, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ პირებისა და კომპანიების საქმიანობა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს სარგებელს აძლევდა.

განათლების სამინისტრო

17 თებერვალი 2020, 18:27

საქართველო

განათლების სამინისტრო: ხონში დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა, სწავლის პროცესი უმოკლეს დროში აღდგება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს.

17 თებერვალი 2020, 18:23

ძალოვნები

სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა მოხდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზელიმხან ხანგოშვილი

17 თებერვალი 2020, 18:20

მსოფლიო

ჟურნალისტური გამოძიებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი წვრთნებს ФСБ-ს სპეცრაზმის ბაზაზე გადიოდა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ევროპაში გამგზავრებამდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცრაზმის „ვიმპელის“ ბაზაზე გადიოდა წვრთნებს. ამის შესახებ ნათქვამია Bellingcat-ის, გერმანული ჟურნალი Der Spiegel-ისა და რუსული გამოცემა The Insider-ის ერთობლივ გამოძიებაში.

გიორგი კახიანი

17 თებერვალი 2020, 18:13

საქართველო

გიორგი კახიანი: „ნაცმოძრაობა“ იმდენად ცოდვილი პოლიტიკური ძალაა, რომ მასთან ალიანსში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის ეს გადამდები იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეტყობოდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ჰქონდა. კახიანის შეფასებით, როგორც ჩანს, მეოთხე პრეზიდენტი შესაბამის მომენტს ეძებდა და ჩათვალა, რომ ახლა დგას ეს მომენტი.

კობა კობალაძე

17 თებერვალი 2020, 17:44

საქართველო

კობა კობალაძე შოთაძეს: როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობასაც, რომელებიც ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ

ერთხელ და სამუდამოდ, როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობასაც, რომელებიც ამ ქვეყანაში აღრევის შემოტანას ცდილობენ“, - იკითხა კობა კობალაძემ., - ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ.

თინა ბოკუჩავა

17 თებერვალი 2020, 17:40

საქართველო

თინა ბოკუჩავა: იყო საკითხები, რომლებზეც მეოთხე პრეზიდენტთან ვერ ვთანხმდებოდით, თუმცა ახლა გვესმის, რომ ამ ყველაფრის გვერდზე გადადება შეგვიძლია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ოპოზიციის გაერთიანებას საერთო მიზნისთვის საზოგადოების დაკვეთად მიიჩნევს. თინა ბოკუჩავამ ასე უპასუხა ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობის კონტექსტში დასმულ შეკითხვას.

ეკონომიკური რეიტინგი

17 თებერვალი 2020, 17:35

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით.

17 თებერვალი 2020, 17:30

ეკონომიკა

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობაში ცვლილებებია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს. გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მის მოადგილედ გამგეობის ახლადარჩეული წევრი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი აირჩიეს.

მაია ზავრაშვილი

17 თებერვალი 2020, 17:15

ეკონომიკა

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ, მაია ზავრაშვილის განცხადებით, შემოსულ მომხმარებლებს შორის საქართველოს გარდა, მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამერიკიდან, ირლანდიიდან და თურქეთიდან.