imedi /  24 იანვარი 2020, 15:21 / სანდო წყარო

ევროპის საბჭოს გენმდივანმა საქართველოს მიერ არჩეული პრიორიტეტები შეაქო

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

სტრასბურგში გამართულ ღონისძიებაზე ევროპის საბჭოში გენერალურმა მდივანმა და ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდობის საკითხის შერჩევას მაღალი შეფასება მისცეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც იყო - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“.

ღონისძიება ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი გივიაშვილმა გახსნა.

საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის საკითხების პრიორიტეტულობას ევროპის საბჭოსთვის და აღნიშნა, რომ  ორგანიზაცია ამ კუთხით ორი მიმართულებით მუშაობს - ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაიზარდოს ახალგაზრდების აქტიურობის შესახებ ცნობადობა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. გენერალური მდივანი მიესალმა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობამ თავის პრიორიტეტად შეარჩია ახალგაზრდობის თემატიკა. გენერალური მდივნის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამი ძირითადი ღირებულების - ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.

გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ახალგაზრდებისთვის განათლების უფლებისა და სოციალური უფლებების მიღების შესაძლებლობის შექმნაზე. ამ კუთხით ბურიჩი მიესალმა ახალგაზრდობის სექტორში 2030 წლის სტრატეგიის მიღებას და განაცხადა, რომ სტრატეგიის ძირითადი მიზანია, შექმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც ახალგაზრდების წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

შეხვედრის მონაწილეებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართა საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ეროვნულ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სააგენტოს როლზე. მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ახალგაზრდობის სექტორში გატარდა და მოახდინა ამ მიმართულებით სამთავრობო უწყებების ფუნქციების გაერთიანება.

მისი თქმით, სწორედ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობით არის შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.

შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და ახალგაზრდობის ერთობლივი საბჭოს თავმჯდომარემ, ანია ოლინ პაპმა, ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ვიცეპრეზიდენტმა, ვილი მაიამამ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალგაზრდა დელეგატების ყოფილმა წარმომადგენელმა და SAY (მდგრადობა და ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ) დამფუძნებელმა, ნილს დე ფრაგიემ.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობაზე. შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები. დელეგაციებიევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად საქართველოს მიერ ახალგაზრდობის საკითხის განსაზღვრას მიესალმნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ  ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგიის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება გაიმართა.

ყველა სიახლე

ნეიმარი

21 თებერვალი 2020, 09:55

სპორტი

ნეიმარმა თავამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მისი რჩეული ფეხბურთელები მესი, სუარესი, მბაპე, პოგბა და აზარი გახდნენ. მედიის ცნობით, საუკეთესოთა სიაში ნეიმარმა არ შეიყვანა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

21 თებერვალი 2020, 09:50

საქართველო

Telegraph-ი საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაწილეობაზე წერს

ბრიტანული უშიშროება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის განყოფილებას საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს, ამ შინაარსის სტატიას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს. უშიშროების სამსახურები შიშობენ, რომ ეს ქმედება შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი იყოს.

21 თებერვალი 2020, 09:30

საქართველო

Bloomberg: კიბერთავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებამ შესაძლოა, მის წინააღმდეგ სანქციებს გზა გაუხსნას

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საერთაშორისო მედია აშუქებს. რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური საქართველოში განხორციელებული მასობრივი კიბერთავდასხმების უკან დგას - ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას BBC.

ოპოზიცია

21 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია დღეს ისევ შეიკრიბება

იმსჯელებენ ასევე 4 აპრილს დაგეგმილ გამაფრთხილებელ აქციაზეც. შეუერთდება თუ არა მათ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა, მათთვის უცნობია. თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე ღიად დააფიქსირა, რომ ისინი ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

დავით ზალკალიანი

21 თებერვალი 2020, 09:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: ყველა ზომას ვიღებთ, რომ ქართველი მეზღვაურები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ

მეკობრეების მიერ ოთხი ქართველი მეზღვაურის გატაცებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა. დავით ზალკალიანის თქმით, უწყება კონტაქტზეა საბერძნეთში გენერალურ საკონსულოსთან და ტარდება შესაბამისი ზომები.

მიხეილ კალანდია

21 თებერვალი 2020, 08:52

საქართველო

დღეს მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაკავებულის მიმართ წარდგენილ ბრალზე დანაშაულებრივი ქმედება არ დასტურდება.

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2020, 08:33

საქართველო

არჩილ თალაკვაძე რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში ჩარევა შეწყვიტოს

მისი განცხადებით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები.

21 თებერვალი 2020, 08:20

საქართველო

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საერთაშორისო პარტნიორები გმობენ

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საქართველოს მეგობარი ქვეყნები ეხმაურებიან. საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას სრულად იზიარებს ნიდერლანდების სამეფო. საქართველოს სოლიდარობას უცხადებს რუმინეთის ხელისუფლებაც. რუსეთის ქმედებებს გმობს მონტენეგროც.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 08:09

კულტურა

დონალდ ტრამპი: სამხრეთ კორეასთან პრობლემები გვაქვს და ამ დროს მათ ფილმს ოსკარს აძლევენ, ეს ნორმალურია?!

დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეული ფილმის, „პარაზიტებისთვის“ ოსკარის გადაცემის გამო უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი“ ოსკარის წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა.

21 თებერვალი 2020, 07:53

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით სულ 2236 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 18345

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2236-ს მიაღწია. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია იტყობინება.

აშშ სამუშაო ადგილი

21 თებერვალი 2020, 00:55

ეკონომიკა

თეთრი სახლის ანგარიში: ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ში 7 მილიონამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა

„ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ქვეყანაში თითქმის 7 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მათ შორის 500.000 სამუშაო ადგილი დამამუშავებელ მრეწველობაში. გასულ წელს უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალი იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

21 თებერვალი 2020, 00:36

საქართველო

სანდრა რულოვსი: ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს

რა თემებზე ისაუბრა სანდრა რულოვსმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას უცნობია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლი კორპუსის ალტერნატიული გასასვლელით დატოვა.

21 თებერვალი 2020, 00:30

თემა

აუცილებელია თუ არა ომეგა 3-ის მიღება

2019 წლის შემოდგომაზე გამოიცა სამეცნიერო სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ კვების რაციონში ომეგა 3-ის დამატება მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის იშემიური დაავადებებისა და ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტებმა, 13 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის საფუძველზე, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მიმართულებით მეტაანალიზი ჩაატარეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს დანამატი სასარგებლოა. აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კი სარწმუნოდ ჩათვალა მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატი ვასცეპა (ინგლ.Vascepa ომეგა 3-ის ერთ-ერთ ცხიმოვან მჟავაზეა დამზადებული) გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. ადრე ეს მოსაზრება დამტკიცებული არ იყო, ახლა კი პირდაპირ ინსტრუქციაშია მოცემული. ამასთანავე, 2020 წლის 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კლინიკურ კვლევებში ომეგა 3-ის მსგავსმა ორმა სხვა პრეპარატმა საკმარისი ეფექტი ვერ აჩვენა. ყველა ეს ურთერთსაწინააღმდეგო მოსაზრება წინა პლანზე წამოწევს უკვე საკმაოდ მოძველებულ კითხვას: საჭიროა თუ არა ომეგა 3-ის დანამატების მიღება, რათა ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიუმჯობესოთ?

პენტაგონი

21 თებერვალი 2020, 00:25

საქართველო

პენტაგონი: ჩვენ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ

ვიცე-პოლკოვნიკ გლისონის თქმით, პენტაგონი შეუერთდა „საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს“.

21 თებერვალი 2020, 00:08

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებაზე - რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების კავშირის მტკიცებულება არ არსებობს

კვლავ დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არიან ძალები, ვისაც ეს საერთოდ არ აწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

20 თებერვალი 2020, 23:50

საქართველო

დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში საქართველოს ელჩებად სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია დაინიშნენ

ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016წწ. გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

Take On Me

20 თებერვალი 2020, 23:36

კულტურა

​ვიდეორგოლმა Take On Me ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

ნორვეგიულმა ტრიომ სიმღერა 1895 წელს ჩაწერა, MTV Music Awards-ზე რგოლმა 6 ჯილდო მიიღო. Youtube-ზე კი რგოლი 2010 წელს ატვირთეს. 2020 წელს მას დღეში საშუალოდ 480 ათასი მნახველი ჰყავს. ჯგუფმა ამ წარმატების შესახებ Twitter-ზე დაწერა. ეს 80-იან წლებში გადაღებული მხოლოდ მეორე ვიდეოა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ათწლეულის პირველი რეკორდსმენი ლეგენდარული როკ-ჯგუფის Guns N' Roses-ის კომპოზიცია Sweet Child O' Mine გახდა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 23:18

საქართველო

ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ჩვენ მეგობრები ვართ, მოვგვარდებით

ყველა ჩემ მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც არ არის. მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე მას ვთვლი ჩემ საუკეთესო მეგობრად, მე ყველას აზრს მოვისმენ, ჩემ რჩევას მივცემ და შევეცდები ჩემი აზრი გავაზიარებინო და ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით, - ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 22:23

საქართველო

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესის მთავარი მონაწილე იქნება, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს

მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ პარტიაში გავერთიანები- ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა. თუმცა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ადასტურებს, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს.

ანდრეი რუდენკო

20 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

რუსეთისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

რუსეთს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ადმინისტრაციისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ზელენსკისა და ზურაბიშვილის 9 მაისის საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.