imedi /  24 იანვარი 2020, 16:46 / სანდო წყარო

პენიტენციური სამსახური: საპატიმროში ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება არ გვაქვს

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური

თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით აკისრია, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დასახელდა, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე. კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მიუთითებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია“.

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“. ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (...) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი. რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით.

დაბოლოს, პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. თუმცა, ის 2018 წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ მირზა სუბელიანთან და მანვე, დაწესებულებიდან გამოსვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაასახელა პატიმრის გვარი, რომელსაც შეხვდა, რითაც დაადასტურა შეხვედრის ფაქტი. ასევე, 2019 წლის 1-ელ მარტს, სახალხო დამცველმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი აპარატი არაერთხელ შეხვდა გიორგი მამალაძეს, რითაც დაადასტურა საზოგადოებისთვის ცნობილ პირთან საპატიმროში შეხვედრის ფაქტი. სახალხო დამცველმა ასევე ღიად დაასახელა 2020 წლის 8 იანვარს იმავე მსჯავრდებულის გვარი და სახელი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ და ამით დაადასტურა შეხვედრის ფაქტი.

იმ სახალხო დამცველებთან მიმართებაში, რომლებიც 2017 წლამდე იკავებდნენ მოცემულ თანამდებობას, ასევე შესაძლებელია უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა, როდესაც ისინი, შეხვედრის დეტალების გამჟღავნების გარეშე, ადასტურებდნენ საკუთრივ შეხვედრის ფაქტს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულ პატიმრებთან ან დაკავებულ პირებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის გუშინდელ ვიზიტს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში და გამოთქვამს იმედს, რომ ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი პატიმრებთან და 2020 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი შეძლებისდაგვარად მეტი პატიმრის შეხვედრის სურვილს უპასუხებს დადებითად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის პატიმრებთან კონფიდენციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

23 იანვარს ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს 23 იანვარს შეხვდა. ლომჯარიას ციხეში ვიზიტს წინ უძღოდა დაპირისპირება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, რომელმაც ადამიანთა უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველის პენიტენციურ სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის განხილვისას იმაში დაადანაშაულა, რომ ლომჯარია პატიმრებთან არ დადის. 

 

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2020, 10:16

საქართველო

კანადა კიბერთავდასხმაზე: ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოში არჩევნების წინ დესტაბილიზაციის გამოწვევის კიდევ ერთი მცდელობა

„ეს იყო რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, დესტაბილიზაცია გამოეწვია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ და დარტყმა მიეყენებინა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის“, - ქვეყნების რიცხვს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობენ, კანადა ამ განცხადებით შეუერთდა.

ნეიმარი

21 თებერვალი 2020, 09:55

სპორტი

ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მისი რჩეული ფეხბურთელები მესი, სუარესი, მბაპე, პოგბა და აზარი გახდნენ. მედიის ცნობით, საუკეთესოთა სიაში ნეიმარმა არ შეიყვანა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

21 თებერვალი 2020, 09:50

საქართველო

Telegraph-ი საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაწილეობაზე წერს

ბრიტანული უშიშროება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის განყოფილებას საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს, ამ შინაარსის სტატიას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს. უშიშროების სამსახურები შიშობენ, რომ ეს ქმედება შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი იყოს.

21 თებერვალი 2020, 09:30

საქართველო

Bloomberg: კიბერთავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებამ შესაძლოა, მის წინააღმდეგ სანქციებს გზა გაუხსნას

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საერთაშორისო მედია აშუქებს. რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური საქართველოში განხორციელებული მასობრივი კიბერთავდასხმების უკან დგას - ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას BBC.

ოპოზიცია

21 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია დღეს ისევ შეიკრიბება

იმსჯელებენ ასევე 4 აპრილს დაგეგმილ გამაფრთხილებელ აქციაზეც. შეუერთდება თუ არა მათ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა, მათთვის უცნობია. თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე ღიად დააფიქსირა, რომ ისინი ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

დავით ზალკალიანი

21 თებერვალი 2020, 09:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: ყველა ზომას ვიღებთ, რომ ქართველი მეზღვაურები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ

მეკობრეების მიერ ოთხი ქართველი მეზღვაურის გატაცებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა. დავით ზალკალიანის თქმით, უწყება კონტაქტზეა საბერძნეთში გენერალურ საკონსულოსთან და ტარდება შესაბამისი ზომები.

მიხეილ კალანდია

21 თებერვალი 2020, 08:52

საქართველო

დღეს მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაკავებულის მიმართ წარდგენილ ბრალზე დანაშაულებრივი ქმედება არ დასტურდება.

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2020, 08:33

საქართველო

არჩილ თალაკვაძე რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში ჩარევა შეწყვიტოს

მისი განცხადებით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები.

21 თებერვალი 2020, 08:20

საქართველო

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საერთაშორისო პარტნიორები გმობენ

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საქართველოს მეგობარი ქვეყნები ეხმაურებიან. საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას სრულად იზიარებს ნიდერლანდების სამეფო. საქართველოს სოლიდარობას უცხადებს რუმინეთის ხელისუფლებაც. რუსეთის ქმედებებს გმობს მონტენეგროც.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 08:09

კულტურა

დონალდ ტრამპი: სამხრეთ კორეასთან პრობლემები გვაქვს და ამ დროს მათ ფილმს ოსკარს აძლევენ, ეს ნორმალურია?!

დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეული ფილმის, „პარაზიტებისთვის“ ოსკარის გადაცემის გამო უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი“ ოსკარის წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა.

21 თებერვალი 2020, 07:53

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით სულ 2236 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 18345

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2236-ს მიაღწია. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია იტყობინება.

აშშ სამუშაო ადგილი

21 თებერვალი 2020, 00:55

ეკონომიკა

თეთრი სახლის ანგარიში: ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ში 7 მილიონამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა

„ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ქვეყანაში თითქმის 7 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მათ შორის 500.000 სამუშაო ადგილი დამამუშავებელ მრეწველობაში. გასულ წელს უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალი იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

21 თებერვალი 2020, 00:36

საქართველო

სანდრა რულოვსი: ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს

რა თემებზე ისაუბრა სანდრა რულოვსმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას უცნობია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლი კორპუსის ალტერნატიული გასასვლელით დატოვა.

21 თებერვალი 2020, 00:30

თემა

აუცილებელია თუ არა ომეგა 3-ის მიღება

2019 წლის შემოდგომაზე გამოიცა სამეცნიერო სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ კვების რაციონში ომეგა 3-ის დამატება მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის იშემიური დაავადებებისა და ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტებმა, 13 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის საფუძველზე, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მიმართულებით მეტაანალიზი ჩაატარეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს დანამატი სასარგებლოა. აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კი სარწმუნოდ ჩათვალა მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატი ვასცეპა (ინგლ.Vascepa ომეგა 3-ის ერთ-ერთ ცხიმოვან მჟავაზეა დამზადებული) გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. ადრე ეს მოსაზრება დამტკიცებული არ იყო, ახლა კი პირდაპირ ინსტრუქციაშია მოცემული. ამასთანავე, 2020 წლის 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კლინიკურ კვლევებში ომეგა 3-ის მსგავსმა ორმა სხვა პრეპარატმა საკმარისი ეფექტი ვერ აჩვენა. ყველა ეს ურთერთსაწინააღმდეგო მოსაზრება წინა პლანზე წამოწევს უკვე საკმაოდ მოძველებულ კითხვას: საჭიროა თუ არა ომეგა 3-ის დანამატების მიღება, რათა ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიუმჯობესოთ?

პენტაგონი

21 თებერვალი 2020, 00:25

საქართველო

პენტაგონი: ჩვენ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ

ვიცე-პოლკოვნიკ გლისონის თქმით, პენტაგონი შეუერთდა „საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს“.

21 თებერვალი 2020, 00:08

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებაზე - რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების კავშირის მტკიცებულება არ არსებობს

კვლავ დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არიან ძალები, ვისაც ეს საერთოდ არ აწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

20 თებერვალი 2020, 23:50

საქართველო

დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში საქართველოს ელჩებად სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია დაინიშნენ

ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016წწ. გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

Take On Me

20 თებერვალი 2020, 23:36

კულტურა

​ვიდეორგოლმა Take On Me ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

ნორვეგიულმა ტრიომ სიმღერა 1895 წელს ჩაწერა, MTV Music Awards-ზე რგოლმა 6 ჯილდო მიიღო. Youtube-ზე კი რგოლი 2010 წელს ატვირთეს. 2020 წელს მას დღეში საშუალოდ 480 ათასი მნახველი ჰყავს. ჯგუფმა ამ წარმატების შესახებ Twitter-ზე დაწერა. ეს 80-იან წლებში გადაღებული მხოლოდ მეორე ვიდეოა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ათწლეულის პირველი რეკორდსმენი ლეგენდარული როკ-ჯგუფის Guns N' Roses-ის კომპოზიცია Sweet Child O' Mine გახდა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 23:18

საქართველო

ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ჩვენ მეგობრები ვართ, მოვგვარდებით

ყველა ჩემ მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც არ არის. მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე მას ვთვლი ჩემ საუკეთესო მეგობრად, მე ყველას აზრს მოვისმენ, ჩემ რჩევას მივცემ და შევეცდები ჩემი აზრი გავაზიარებინო და ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით, - ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 22:23

საქართველო

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესის მთავარი მონაწილე იქნება, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს

მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ პარტიაში გავერთიანები- ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა. თუმცა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ადასტურებს, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს.