imedi /  25 იანვარი 2020, 14:18 / სანდო წყარო

რას ყვება ჩინეთში, კორონავირუსის ეპიცენტრში მყოფი საქართველოს მოქალაქე

ჩინეთი ვირუსი

ჩინეთის ქალაქი უჰანში, რომელიც საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება, დიპლომატიური უწყება კი საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

„ქრონიკა“ უჰანში მცხოვრებ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა , რომელიც აცხადებს, რომ  რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე ადამიანები სახლებს არ ტოვებენ და არც ქალაქიდან გასვლის უფლება აქვთ.

„სახლში ვართ ჩაკეტილები, ვერც სხვა ქალაქში გავდივართ. მეტროში შესვლამდეც კი გამოწმებენ, გაქვს თუ არა სიცხე. დავდივართ ნიღბებით. 5 საათიდან 9 საათამდე მონაკვეთში დეზინფექციის მიზნით კვამლს უშვებენ, რომ ეს ვირუსი მოკლან. ჩინეთი არაფრით უშვებს ქვეყნიდან დაავადებულ ადამიანებს, რათა ვირუსი სხვა ქალაქებშიც არ გავრცელდეს“, - აცხადებს მარიამ შენგელია.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2020, 21:57

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: იტალიასთან საზღვრებს არ ჩავკეტავთ

ნეაპოლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ყოფნისას ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა ის კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის საზღვრების ჩაკეტვას. „არა, საზღვრები იტალიასთან არ ჩაიკეტება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

27 თებერვალი 2020, 21:28

საქართველო

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ექიმების რაოდენობა გაიზრდება

საბაჟოზე მკაცრად მოწმდება ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2020, 20:38

საქართველო

განათლების სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

მიქაელ ჯაბაროვი

27 თებერვალი 2020, 20:30

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

27 თებერვალი 2020, 20:18

საქართველო

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ე.წ. გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი დაადასტურეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 20:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 19:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 19:43

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი იმ ქვეყნებს მიმართავს, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა

ეს თქვენი შესაძლებლობის ფანჯარაა. თუ ახლა აგრსიულად იმოქმედებთ, შესძლებთ ვირუსის შეკავებას. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ხალხის დაავადება. შეგიძლიათ გადაარჩინოთ სიცოცხლეები. ამ ქვეყნებისთვის ჩემი რჩევაა-იმოქმედეთ სწრაფად“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

27 თებერვალი 2020, 19:32

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლუდი Corona

27 თებერვალი 2020, 19:32

ეკონომიკა

ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona ზარალს განიცდის

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona საიმიჯო ზარალს განიცდის. აღნიშნულს ცხადყოფს ორგანიზაცია YouGov-მიერ ჩატარებული გამოკვლევა.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე: არსებობს მოლოდონი, რომ კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება

კობახიძის შეფასებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსიისას, სხვადასხვა ვარიანტები იქნა განხილული. საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

27 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

რუსეთმა გაძევებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდის პირობები დაასახელა

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოამზადოს დაზარალებულთა საბოლოო სია, რომლებსაც კომპენსაცია ეკუთვნის. სია უნდა მოიცავდეს დაზარალებულ პირთა სახელს, დაბადების თარიღს, მათთან მიმართებაში დადგენილ დარღვევებს, ასევე კომპენსაციის თანხას.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:17

საქართველო

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. “გვაქვს მოლოდინი, რომ მალე სრულად განიკურნება, თუმცა მოუწევს, რომ გარკვეული პერიოდი მაინც დაჰყოს კლინიკაში, რათა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს“, - განმარტა გაბუნიამ.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში ვხვდებით ერთმანეთს

უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში სადილებსა და საუზმეებზე ვხვდებით ერთმანეთს, იმდენად პოლარიზებულია ჩვენი პოლიტიკური სისტემა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:07

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის

პირბადის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავად აქვს დაავადების ნიშნები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის. „დაავადებულმა ადამიანმა ნიღაბი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს გაფრქვევა და გადაცემა ინფიცირებული მასალის“, - განმარტა გაბუნიამ.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:02

საქართველო

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 100/50-ის შეთავაზება გადაიხედოს

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას, მაგალითად, 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 18:42

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმარავლესობისთვის მისაღებია, „ ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 18:39

საქართველო

გიორგი გახარია: კომუნიკაციის პრობლემა არავისთან გვაქვს, არც საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან

„მერწმუნეთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ გვაქვს არავისთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან, ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვართ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განუცხადა.