imedi /  26 იანვარი 2020, 17:08 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი და რან გიდორი

ბიძინა ივანიშვილი და რან გიდორი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოს და ისრაელის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. 

„ისტორიულად იცით ჩვენი დამოკიდებულება და ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოსადმი და საერთოდ ამ ერისადმი. მე საოცრად მიყვარს ებრაელი ხალხი და მათთან ვმეგობრობ. ვმეგობრობ იმ დონეზე და ისეთი სიღრმით, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა. 2 კვირის წინ გავაცილეთ ყოფილი ელჩი, რომელთანაც მე ვმეგობრობ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ელჩი ასეთივე კარგი ელჩი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენ ისტორიულ მეგობრობას“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

ელჩმა ბიძინა ივანიშვილს საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ბატონი ბიძინას და მისი მეუღლის სტუმარი ვარ. თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვესტუმრებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ საქართველოში ებრაული სათვისტომოს დიდი მეგობარი და მხარს უჭერთ მის საქმიანობას, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ როგორც ისრაელში, ისე საქართველოში“, - განაცხადა რან გიდორმა.

რან გიდორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელები 13 იანვარს გადასცა

ყველა სიახლე

ევროპული საქართველო აქცია ჰიმნი

23 თებერვალი 2020, 19:48

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება

აქტივისტები დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებისთვის ბოდიშის მოხდასა და მანდატების დატოვებას ითხოვენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

23 თებერვალი 2020, 19:47

თემა

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას

სტატისტიკის თანახმად, ქალების 15-60%-ს შარდის შეუკავებლობა აწუხებს. მართალია, კაცებში ეს პრობლემა შედარებით იშვიათია, თუმცა მაინც აქტუალური. სპეციალისტების განმარტებით, ამ მიმართულებით რეალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ბევრ ადამიანს ამ თემაზე ხამამაღლა საუბრის რცხვენია. ყველაზე ხშირად შარდის შეუკავებლობა აქვთ გაცხიმოვნების მქონე ადამიანებს, ფეხმძიმე, ახალნამშობიარებ და მენოპაუზის მქონე ქალებს. ეს პრობლემა აწუხებთ იმ კაცებს, რომელთაც პროსტატის დაავადება აღენიშნებათ ან ამ მიმართულებით ოპერაცია აქვთ გაკეთებული. შარდის შეუკავებლობას არც თუ ისე იშვიათად დეპრესიის, სოციალური იზოლაციის, შარდის ბუშტისა და სოკოვანი ინფექციების რისკი ახლავს.

არჩევნები ირანი

23 თებერვალი 2020, 19:26

მსოფლიო

ირანის საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

საკუთარი არჩევანი მხოლოდ 42.6%-მა დააფიქსირა. დედაქალაქ თეირანში კი აქტივობამ მხოლოდ 25.4% შეადგინა. ქვეყნის ხელისუფლება ამას ირანის მტრების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უკავშირებს. საპარლამენტო არჩევნები ირანში 22 თებერვალს ჩატარდა. საბოლოო შედეგები კი 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

საქართველო

23 თებერვალი 2020, 19:06

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს

საქართველო მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და ამ მიმართულებით, მეზობელ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კორონავირუსი იტალია

23 თებერვალი 2020, 18:45

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

ეს ევროპაში ვირუსის ყველაზე დიდი აფეთქებაა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება პირველ დაავადებულს ამ დრომდე ვერ პოულობს, შესაბამისად არ იციან ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი და რამდენად გაიზრდება ავადმყოფების რაოდენობა.

ოკუპაცია

23 თებერვალი 2020, 18:34

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს

17 წლის ალეკო შიუკაშვილი, რომელიც ოკუპანტებს ჰყავდათ გატაცებული, შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს. თითქმის ორ საათს გრძელდებოდა გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. გამოკითხვას არასრულწლოვნის დედა ესწრებოდა.

23 თებერვალი 2020, 17:54

საქართველო

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს.

ირანი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 17:53

მსოფლიო

კორონავირუსის გამო თურქეთმა ირანთან საზღვარი დროებით ჩაკეტა

ამის შესახებ სააგენტო Anadolu თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს. ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 43 ადამიანი დაავადდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 თებერვალი 2020, 17:29

ძალოვნები

ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოლაშქრეებს დაბა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეხვდა, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი თაიგულით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

თენგიზ ცერცვაძე

23 თებერვალი 2020, 17:03

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ

ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგები ცნობილია. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ. ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით დღის ბოლოს გავწერთ“.

The Financial Times სტატია

23 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

The Financial Times: რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად საქართველო დასავლეთისგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს

„დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ შემაკავებელი ძალა, რათა რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული კონტროლი არ დაამყაროს. აშშ-მა და ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის“, - ამის შესახებ გამოცემასთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

სოფელი კირბალი

23 თებერვალი 2020, 15:44

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი თავისუფალია

საქართველოს მოქალაქე, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ოკუპანტებმა გასულ ღამეს სოფელ კირბალიდან გაიტაცეს, სადაც ის ტყეში შეშაზე იყო წასული. გატაცების შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი;  NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი

23 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.

23 თებერვალი 2020, 15:07

ძალოვნები

სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა

სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. ისინი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. პირველადი დათვალიერებით, 24 წლის კაცს მსუბუქი დაზიანები აქვს და მას ამბულატორიული დახმარება გაეწია. სტაციონარში რჩება 25 წლის გოგო, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

თურქეთი მიწისძვრა

23 თებერვალი 2020, 15:06

მსოფლიო

თურქეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან მომხდარ 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა და 21 დაშავდა. 8 დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მიწისქვეშა ბიძგები ვანის პროვინციაში და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

23 თებერვალი 2020, 14:52

საქართველო

ანდერს კნაპე: სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება მეტ ყურადღებას უთმობს სირიასა და ირანს, შესაბამისად უკრაინისა და საქართველოს საკითხი სათანადოდ არ განიხილება

საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დღეს ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ. კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები ხურვალეთში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

პოლიცია

23 თებერვალი 2020, 14:43

ძალოვნები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დაშავდა კიდევ ერთი მგზავრი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმეა. შემთხვევა გვიან ღამით თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა.

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 14:38

საქართველო

გიორგი გახარია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: დაელოდეთ გაზაფხულს

დაელოდეთ გაზაფხულს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ალბათობას ეხებოდა. ამ საკითხზე დამატებით კითხვებზე მთავრობის მეთაურს პასუხი არ გაუცია.

სალომე ზურაბიშვილი

23 თებერვალი 2020, 14:31

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თბილისის ცენტრში იუნკერთა მემორიალის განთავსების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ იუნკერთა მემორიალი თბილისის ცენტრში, უფრო ადვილად მისასვლელ ადგილას განთავსებულიყო. პრეზიდენტმა ასევე სინანული გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ისტორიულ შენობაში ოპოზიციამ საბჭოთა ჰიმნი ააჟღერა.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 14:19

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება

ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორი იქნება სახელმწიფოს რეაგირება იმ რუსი დეპუტატების მიმართ, რომელთაც „კანონი ოკუპაციის შესახებ“ დარღვეული აქვთ.