imedi /  26 იანვარი 2020, 22:04 / სანდო წყარო

დავით ბაქრაძე კონგრესმენების წერილებს პოლიტიკურ ინტერესებს და დეზინფორმაციას უკავშირებს

დავით ბაქრაძე ელჩი

დავით ბაქრაძე

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები პოლიტიკური ინტერესებით და პარტნიორების დეზინფორმაციით არის განპირობებული. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

დავით ბაქრაძის თქმით, კონგრესიდან მიღებული წერილი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილები და ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილი, რომელიც კომპანია „ფრონტერას“ და საქართველოს გაზისა და ნავთობის კომპანიასთან მის დავას შეეხება. 

კონგრესში ამ საკითხით გამოწვეულ უკმაყოფილებას ბაქრაძე აშშ-ის შიდაპოლიტიკურ სპეციფიკას უკავშირებს. მისი თქმით, კონგრესში არაერთი პოლიტიკოსია, რომელიც საკუთარ საარჩევნო ოლქს წარმოადგენს. „ფრონტერას“ მხარდამჭერები კი კომპანიის წარმომავლობის შტატებს - ტეხასსა და ოკლაჰომას წარმოადგენენ.

„შესაბამისად, ამ კონგრესმენებს აქვთ თავისი ინტერესი, რომ მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომელიც არის სამართლებლივ დავაში საქართველოს სახელმწიფოსთან. ამ კონტექსტში ვენ წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი წერილი, არაერთი რეზოლუციის პროექტი, მათ შორის საკანონმდებლო აქტის პროექტიც კი იყო ორჯერ წარდგენილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც, რა საკვირველია არანაირი ლოგიკური გაგრძელება აშშ-ის კონგრესში არ მოჰყოლია“, - ამბობს ბაქრაძე. 

ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრემიერმინისტრს მიმართავენ აბსოლუტურად მიუღებელია.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წერილებს კი ბაქრაძე ამერიკელი კონგრესმენების დეზინფომრაციას უკავშირებს. 

„ამ საკითხებთან დაკავშირებით, ის ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას აწვდის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, უხერხულობაში აყენებენ სწორედ მათ, რადგან გარკვეულ არაზუსტ ინფორმაციაზე აწერენ ისინი ხელს. თუმცა ჩვენ ამ მხრივ გახსნილობის პრობლემა არ გვაქვს. რა საკვირველია, როგორც სამუშაო დონეზე, ისე კომიტეტის  წევრების დონეზე და თავმჯდომარეების დონეზე დავანახებთ იმ უზუსტობებს, რაც ამ წერილში იყო“, - განაცხადა ელჩმა.

ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით 22 იანვარს მიმართა

გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

მანამდე კი ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ყველა სიახლე

სახანძრო მანქანა

23 თებერვალი 2020, 20:50

ძალოვნები

დიდ ლილოში ხანძრის ჩაქრობაში 3 მანქანა მონაწილეობს

მეხანძრეები დიდ ლილოში ხანძარს აქრობენ. ცეცხლი უკიდია ბალახს და ბუჩქებს. ადგილზე სამი მანქანა მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილის გარშემო დასახლებული პუნქტი ან ტყე არ არის.

საბურთალო

23 თებერვალი 2020, 20:36

სპორტი

„საბურთალომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. თემურ შალამბერიძის მომზადებულმა გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სუპერთასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ვენეციის კარნავალი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

ვენეციის კარნავალი კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდება

BBC -ის ინფორმაციით, ვენეციის კარნავალი გახსნის დღეს, 23 თებერვალს საღამოს დასრულდება, თავდაპირველი გეგმით კი ღონისძიება 25 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 132-ს მიაღწია.

იტალია

23 თებერვალი 2020, 20:00

საქართველო

საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები.

ევროპული საქართველო აქცია ჰიმნი

23 თებერვალი 2020, 19:48

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

აქტივისტები დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებისთვის ბოდიშის მოხდასა და მანდატების დატოვებას ითხოვენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

23 თებერვალი 2020, 19:47

თემა

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას

სტატისტიკის თანახმად, ქალების 15-60%-ს შარდის შეუკავებლობა აწუხებს. მართალია, კაცებში ეს პრობლემა შედარებით იშვიათია, თუმცა მაინც აქტუალური. სპეციალისტების განმარტებით, ამ მიმართულებით რეალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ბევრ ადამიანს ამ თემაზე ხამამაღლა საუბრის რცხვენია. ყველაზე ხშირად შარდის შეუკავებლობა აქვთ გაცხიმოვნების მქონე ადამიანებს, ფეხმძიმე, ახალნამშობიარებ და მენოპაუზის მქონე ქალებს. ეს პრობლემა აწუხებთ იმ კაცებს, რომელთაც პროსტატის დაავადება აღენიშნებათ ან ამ მიმართულებით ოპერაცია აქვთ გაკეთებული. შარდის შეუკავებლობას არც თუ ისე იშვიათად დეპრესიის, სოციალური იზოლაციის, შარდის ბუშტისა და სოკოვანი ინფექციების რისკი ახლავს.

არჩევნები ირანი

23 თებერვალი 2020, 19:26

მსოფლიო

ირანის საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

საკუთარი არჩევანი მხოლოდ 42.6%-მა დააფიქსირა. დედაქალაქ თეირანში კი აქტივობამ მხოლოდ 25.4% შეადგინა. ქვეყნის ხელისუფლება ამას ირანის მტრების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უკავშირებს. საპარლამენტო არჩევნები ირანში 22 თებერვალს ჩატარდა. საბოლოო შედეგები კი 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

საქართველო

23 თებერვალი 2020, 19:06

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს

საქართველო მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და ამ მიმართულებით, მეზობელ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კორონავირუსი იტალია

23 თებერვალი 2020, 18:45

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

ეს ევროპაში ვირუსის ყველაზე დიდი აფეთქებაა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება პირველ დაავადებულს ამ დრომდე ვერ პოულობს, შესაბამისად არ იციან ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი და რამდენად გაიზრდება ავადმყოფების რაოდენობა.

ოკუპაცია

23 თებერვალი 2020, 18:34

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს

17 წლის ალეკო შიუკაშვილი, რომელიც ოკუპანტებს ჰყავდათ გატაცებული, შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს. თითქმის ორ საათს გრძელდებოდა გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. გამოკითხვას არასრულწლოვნის დედა ესწრებოდა.

23 თებერვალი 2020, 17:54

საქართველო

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს.

ირანი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 17:53

მსოფლიო

თურქეთმა ირანთან საზღვარი კორონავირუსის გამო დროებით დაკეტა

ამის შესახებ სააგენტო Anadolu თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს. ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 43 ადამიანი დაავადდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 თებერვალი 2020, 17:29

ძალოვნები

ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოლაშქრეებს დაბა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეხვდა, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი თაიგულით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

თენგიზ ცერცვაძე

23 თებერვალი 2020, 17:03

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ

ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგები ცნობილია. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ. ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით დღის ბოლოს გავწერთ“.

The Financial Times სტატია

23 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

The Financial Times: რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად საქართველო დასავლეთისგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს

„დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ შემაკავებელი ძალა, რათა რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული კონტროლი არ დაამყაროს. აშშ-მა და ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის“, - ამის შესახებ გამოცემასთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

სოფელი კირბალი

23 თებერვალი 2020, 15:44

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი თავისუფალია

საქართველოს მოქალაქე, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ოკუპანტებმა გასულ ღამეს სოფელ კირბალიდან გაიტაცეს, სადაც ის ტყეში შეშაზე იყო წასული. გატაცების შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი;  NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი

23 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.

23 თებერვალი 2020, 15:07

ძალოვნები

სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა

სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. ისინი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. პირველადი დათვალიერებით, 24 წლის კაცს მსუბუქი დაზიანები აქვს და მას ამბულატორიული დახმარება გაეწია. სტაციონარში რჩება 25 წლის გოგო, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

თურქეთი მიწისძვრა

23 თებერვალი 2020, 15:06

მსოფლიო

თურქეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან მომხდარ 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა და 21 დაშავდა. 8 დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მიწისქვეშა ბიძგები ვანის პროვინციაში და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

23 თებერვალი 2020, 14:52

საქართველო

ანდერს კნაპე: სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება მეტ ყურადღებას უთმობს სირიასა და ირანს, შესაბამისად უკრაინისა და საქართველოს საკითხი სათანადოდ არ განიხილება

საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დღეს ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ. კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები ხურვალეთში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში იმყოფებოდნენ.