imedi /  27 იანვარი 2020, 11:16 / სანდო წყარო

ბექა ნაცვლიშვილმა კომპანია „ფრონტერაზე“ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ელჩს წერილი გაუგზავნა

ბექა ნაცვლიშვილი ფრონტერა

ბექა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილით მიმართავს. წერილში საუბარია კონგრესმენების წერილსა და კომპანია „ფრონტერაზე“, რომლის საქმიანობის დაცვასაც კონგრესმენები წერილში ეხმაურებიან.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს, თუმცა მოითხოვს, რომ „როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი კომპანიების ნებისმიერი ტიპის ბიზნეს აქტივობამ, თანაბარი სარგებელი მოუტანოს დასაქმებულსაც და ბიზნესსაც“.

„არ შეიძლება, ბიზნესი ვითარდებოდეს ქართველი ხალხის, ჩვენი მშრომელი მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე.
მე საპარლამენტო უმრავლესობა ერთი წლის წინ დავტოვე. ჩემი გადაწყვეტილება გაამყარა უზანაესი სასამართლოს მოსამაართლეების არჩევის ირგვლივ მიმდინარე პროცესებმა. ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ და მის ძალისხმევას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ასევე, ვიზიარებ ქართული ოცნების მიმართ თქვენს კრიტიკას, რაც დაპირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმასა და საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებას მოჰყვა. მაგრამ, კომპანიების ბიზნეს აქტივობა სულ სხვა საკითხია, განსაკუთრებით კი კომპანია „ფრონტერას“ ბოლოდროინდელი საქმიანობა. დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პარალელურად, თქვენი მხრიდან, ისეთი კომპანიის დაცვა როგორიც „ფრონტერაა“, ყველაფერს ჩრდილს აყენებს“, - წერს ბექა ნაცვლიშვილი წერილში.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, კომპანია „ფრონტერამ“ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და ბოლო ორი წლის განმავლობაში თვეობით არ უხდიდა დასაქმებულებს ხელფასს. 

„როდესაც დასაქმებულებმა ეს მდგომარეობა გააპროტესტეს, 2019 წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, ისინი დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან. მათ დღემდე არ აუღიათ კუთვნილი ხელფასი.
ამერიკელი კონგრესმენები, რომლებმაც არაერთხელ დაუდასტურეს ქართველ ხალხს გვერდში დგომა და პატივისცემა, ბრმად არ უნდა იცავდნენ მათი ქვეყნის ბიზნესკომპანიების ინტერესებს. პირიქით, ისინი საქართველოში მყოფ ამერიკულ კომპანიებს უნდა მოუწოდებდნენ, რომ მათ შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, გადაუხადონ მშროემელბს კუთვნილი ხელფასი და იმოქმედონ კანონის უზანაესობის პრინციპების შესაბამისად საქართველოში“, - წერია დეპუტატის წერილში.

თუ გსურთ, კვლავინდებულად მხარს უჭერდეთ ხელისუფლებას ხალხისთვის და ხალხის მიერ, არ დაუჭიროთ მხარი იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ღიად არღვევენ მშრომელების უფლებებს საქართველოში და არღვევენ კანონს. ეს პირადპირ ეწინააღმდეგება წერილების სულიკვეთებას. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა დაიცვას, პირველ რიგში, არა ამერიკული კომპანიის, არამედ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები, როდესაც ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრების პასუხისმგებლობაა დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენლები, პატივს სცემენ კანონებს და არ ეწევიან მშრომელების ექსპლუატაციას სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელთანაც 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
იმედს ვიტოვებ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც დემოკრატიის სახელით გამოთქვეს შეშფოთება, შემდეგ წერილებში არა მხოლოდ დაიცავენ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, პასუხს მოსთხოვენ საკუთარ კომპანიებსაც“, - სწერს ქართველი დეპუტატი აშშ-ის ელჩსა და ამერიკელ პოლიტიკოსებს. 

„ფრონტერასთან“ დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 25 იანვარს გააკეთა. 

„რაც შეეხება „ფრონტერას“, ეს კომპანია საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და იმ პერიოდიდან გვესაუბრებიან საქართველოში გაზისა და ნავთობის დიდ მარაგზე. მე შიგნით არ ჩავიხედავ, არ ვიცი, ვინ არის მართალი, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, თუ „ფრონტერა“, მაგრამ ყველამ იცის, რომ სტოქჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში იხილება ეს საკითხი.

მაშ, რა საჭიროა ამ საქმის მოყვანა ერთ-ერთ მაგალითად იმისა, რომ თითქოს, ამერიკულ კომპანიებს ავიწროებენ საქართველოში. 200-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული და მარტო ამ წლის პირველ სამ კვარტალში ამერიკული ინვესტიცია 80 მლნ-ს შეადგენს. რაც მთავარია, საქართველოში საკმაოდ დიდი ინვესტიციით შემოსულია სახელმწიფო ორგანიზაცია „ოპეკი“, რომელიც ფოთში უკვე აწარმოებს ინვესტიციებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილი 22 იანვარს გაუგზავნა. პრემიერმა წერილი 25 იანვარსაც მიიღო. 

გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

მანამდე კი, ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ყველა სიახლე

ბიძინა კულუმბეგოვი

28 თებერვალი 2020, 00:06

საქართველო

ბიძინა კულუმბეგოვი: დღეის მონაცემებით, გრიპი უფრო მეტად მკვლელი ვირუსია, ვიდრე კორონავირუსი

მეტი სიცხადისთვის ციფრებით ვიტვი, თითქოს, გრიპის რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი გვაქვს, არსებობს ვაქცინაც, მაგარამ მარტო წელს, 2019-2020 წლის სეზონში, დღევანდელ დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპით თითქმის, 13 ათასია გარდაცვლილი. ამიტომ დღეის მონაცემებით, გრიპი უფრო მეტი მკვლელი ვირუსია, ვიდრე არსებული კორორნავირუსი, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ კვლავ დაბალი რისკის ქვეყანაა

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კონტროლის ზომები საზღვრებზე, რაც არის ყველაზე აქტიური და ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ შევაჩეროთ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოსვლა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

27 თებერვალი 2020, 23:51

მსოფლიო

წვერი, ბლანჟე, ცხენის ნალის მოყვანილობის ან გვერდებში აწკეპილი ულვაში - რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს. თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს.

27 თებერვალი 2020, 23:27

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც დაფიქსირდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა. ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურებული.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 23:18

მსოფლიო

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსი მას არ შეეხება

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებს არ მიიღებს. ეს ფატალური შეცდომა იქნება, პირდაპირ რომ ვთქვა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსს ჯერ კიდევ აქვს პანდემიის პოტენციალი.

ზვიად კუპრავა

27 თებერვალი 2020, 23:11

ძალოვნები

შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

27 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ექიმებს გაგზავნის

„უახლოეს დროში აფხაზეთში მობილური სანიტარულ-ეპიდემიური ბრიგადები ჩამოვლენ სპეციალური ტრანსპორტით, ასევე სამედიცინო სპეციალისტების ბრიგადა. გარდა ამისა, აფხაზეთს დახმარებას გაუწევენ საჭირო მედიკამენტებით, დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემებით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით“, - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროში.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 22:44

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უმასპინძლა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა და ფუნქციები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

27 თებერვალი 2020, 22:35

ძალოვნები

თელავის სოფელ აკურაში ხანძარია

სოფელ თეთრიწყლების შემდეგ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 22:26

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ფედერალურ მიწებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას მოსთხოვს

ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, ყოველ თვე გერმანიაში ათასობით დევნილი ჩამოდის იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. გერმანია ასევე შეაჩერებს თავშესაფრის მაძიებელთა იტალიაში და იტალიიდან გადმოყვანას, რაც ე.წ. დუბლინის რეგულაციების ფარგლებში ხდება.

27 თებერვალი 2020, 22:10

საქართველო

მედია რეიტინგების მთვლელი კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის

„ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის. ეს არის კომპანია, რომელიც მედია რეიტინგებს ითვლის. ამ დრომდე მონაცემების შეგროვება საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ხდებოდა. ამიერიდან კი, რეიტინგი პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც დაითვლება

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2020, 21:57

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: იტალიასთან საზღვრებს არ ჩავკეტავთ

ნეაპოლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ყოფნისას ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა ის კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის საზღვრების ჩაკეტვას. „არა, საზღვრები იტალიასთან არ ჩაიკეტება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

27 თებერვალი 2020, 21:28

საქართველო

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ექიმების რაოდენობა გაიზრდება

საბაჟოზე მკაცრად მოწმდება ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2020, 20:38

საქართველო

განათლების სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

მიქაელ ჯაბაროვი

27 თებერვალი 2020, 20:30

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

27 თებერვალი 2020, 20:18

საქართველო

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ე.წ. გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი დაადასტურეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 20:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 19:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან.