imedi /  27 იანვარი 2020, 12:21 / სანდო წყარო

გიგი წერეთელი სენატორ ვიკერის წერილზე: მდგომარეობა ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა

გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ჯერ კიდევ არსებობს ოპოზიციაში მოლაპარაკებებზე მზადყოფნა, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს სხვა შემთხვევაში ვითარება უფრო გამძაფრდება. 

გიგი წერეთლის თქმით, გასულ კვირაში ამერიკელი კონგრესმენების წერილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ „კონსოლიდირებული კრიტიკაა“.

„ყველაზე კრიტიკული გამოსვლა იყო ევროპარლამენტში თუ კონგრესში. მინდა, ხაზი გავუსვა სენატიდან გამოგზავნილ წერილს, ეს არის სენატორ როჯერ ვიკერის წერილი. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი, ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი და ამას გარდა, ის არის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე. ეს კომისია არის ამერიკის ხელისუფლებაში ალბათ მთავარი სტრუქტურა ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით. გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი ლიდერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის. აქედან გამომდინარე ყველა ის საკითხი, რომელიც აღნიშნულია წერილში მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა მდგომარეობა. ეს ეხება, როგორც მთავარ თემას, ეს არის არჩევნების საკითხი, პროპორციული არჩევნები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები ოპონენტებთან დაკავშირებით, პოლიტიკური დევნის მომენტი, რაც აღნიშნული ამ წერილში, ასევე მედიაზე ზეწოლა, სასამართლო რეფორმის საკითხი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, მიდგომა, რომ ასი სენატორია და ასეთი განცხადება მხოლოდ ერთმა გააკეთა,  დამაზიანებელია. 

ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილი 22 იანვარს გაუგზავნა. პრემიერმა წერილი 25 იანვარსაც მიიღო. 

გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

მანამდე კი, ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ყველა სიახლე

წერილი ბოთლში

23 თებერვალი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში ბოთლში გერმანიაში დაწერილი წერილი იპოვეს

8 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ბონში გოგოსების ოჯახმა წერილი დაწერა, ბოთლში მოათავსა და მდინარე რაინში გაუშვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გზავნილი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში აღმოაჩინეს. გერმანულმა ოჯახმა ამის შესახებ ავსტრალიელების მიერ მიწერილი წერილიდან შეიტყო.

კვენტინ ტარანტინო

23 თებერვალი 2020, 00:43

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინოს პირველი შვილი შეეძინა

ამერიკელ რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს და სუპერმოდელ დანიელა პიკს შვილი შეეძინათ. დანიელა პიკმა ისრაელის კლინიკაში იმშობიარა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. რეჟისორმა დანიელა 2009 წელს ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებისას გაიცნო. 2017 წელს წყვილს ნიშნობა ჰქონდა, 2018 წელს კი დაქორწინდნენ.

ჯეი დი დილარდი

23 თებერვალი 2020, 00:30

კულტურა

Lucasfilm-ი „ვარსკვლავური ომების“ ახალ პროექტზე მუშაობს

პროექტის რეჟისორი ჯეი დი დილარდი იქნება, სცენარზე კი მეტ ოუენსი იმუშავებს. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტის და პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია სურათის ფორმატიც. Lucasfilm-ი და Disney არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სრულმასშტაბიანი ფილმი თუ სერიალი.

სერგეი სტარიცკი

23 თებერვალი 2020, 00:18

მსოფლიო

უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, სტარიცკი ადრე ტელეარხ „ინტერს„ ხელმძღვანელობდა. თავიდან სიკვდილის ვერსიად სუიციდს განიხილავდნენ. თუმცა გამოჩნდა მტკიცებულებები, რომ ბიზნესმენი სავარაუდოდ მოკლეს. საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ანას ბაღი

22 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ანას ბაღის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას აქტივისტები „პარტიზანული ბაღის“ მოწყობით აპროტესტებენ

ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები პერიოდულად აპროტესტებენ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, პარტიზანი მებაღეები სკვერს აწყობენ. ისინი ადგილზე სპეციალური მოწყობილობებით გამოჩნდნენ, მიწის ამოთხრა და გამწვანებითი სამუშოები დაიწყეს.

კრისტოფერ ჰივიუ

22 თებერვალი 2020, 23:24

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი „მხედვარის“ მეორე სეზონში ითამაშებს

ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჰივიუ ნიველენის როლს შეასრულებს. „მხედვარის“ წიგნებში ის დაწყევლილი კაცია, რომელიც იძულებულია მონსტრის სახე მიიღოს. მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო. „მხედვარი“, რომელიც პოლონელი მწერლის ანჯეი საპკოვსკის წიგნებზეა დაფუძნებული.

ოქროს ზოდები

22 თებერვალი 2020, 23:03

მსოფლიო

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური 3 ათასი ტონა ოქროს პოვნას უარყოფს

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას 3 ათასი ტონა ოქროს პოვნის შესახებ უარყოფს. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ გეოლოგებმა 160 კილოგრამი ოქრო იპოვეს. მსოფლიოს ოქროს მარაგების საბჭოს ინფორმაციით, ინდოეთის ოქროს მარაგი 626 ტონას შეადგენს.

ტატო გრიგალაშვილი

22 თებერვალი 2020, 22:36

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე რუსი სპორტსმენის დამარცხებით ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურცაევი დაამარცხა. დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი 21 თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:28

საქართველო

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. ინფორმაცია უწყების Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:14

საქართველო

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ირანის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ.

გიორგი ახვლედიანი

22 თებერვალი 2020, 21:34

საქართველო

გიორგი ახვლედიანი: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი მასში დიდ ნეგატივს შეიტანს

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი განაყოფიდან, მათთან გაერთიანების შემთხვევაში რომელიმე თუ გადაწყვეტს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ეს ფაქიზი, ფრთხილად შეკოწიწებული მაგიდა უბრალოდ აფეთქდება“, - ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა „შაბათის ქრონიკაში“ ჟურნალისტის კითხვას, დაჯდება თუ არა ვანო მერაბიშვილი საარჩევნო ცვლილების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან

გია გაჩეჩილაძე

22 თებერვალი 2020, 21:30

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა არ შეიძლება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არასტაბილურობისკენ არიან მიმართულნი და არჩევნები საერთოდ აინტერესებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

აქცია ევროპული საქართველოს ოფისთან

22 თებერვალი 2020, 21:01

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდა აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარტიის შესასვლელთან სტიკერები გააკრეს. ისინი დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდასა და საპარლამენტო მანდატების დატოვებას ითხოვენ.

22 თებერვალი 2020, 20:58

საქართველო

ვაკეში საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23-29 თებერვალს საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე შეიცვლება: ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა; ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

წოლჭიმი

22 თებერვალი 2020, 20:46

სპორტი

მანჩესტერის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმში აჰმად რაზმაზარმა ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, წოლჭიმში მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე აჰმად რაზმაზარმა 80კგ.წონით კატეგორიაში 186 კილოგრამი ასწია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრი წოლჭიმში მანჩესტერში 20 თებერვალს დაიწყო და 24-ში დასრულდება.

ილია მეორე

22 თებერვალი 2020, 20:41

საქართველო

ილია მეორე: ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს”, - ეს სიტყვები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე თქვა.

ქეთევან გაიპარაშვილი

22 თებერვალი 2020, 20:25

სპორტი

თბილისში, სუპერთასის მატჩს ქალი მსაჯი ეყოლება

სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.

სირია

22 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

სირია საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებენ. ამის შესახებ სააგენტო SANA სირიის არმიის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად განიხილავს, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

ნატო გაფართოება

22 თებერვალი 2020, 19:40

მსოფლიო

მაიკლ ბირნბაუმი: აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის უთანხმოება ნატო-ს გაფართოებას ეხება

ყველაზე მწვავე უთანხმოება, რომელიც აშშ-ში ბერნი სანდერსა და დემოკრატების უფრო ცენტრისტ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებობს, ნატო-ს გაფართოებას ეხება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი მაიკლ ბირნბაუმი წერს. ის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ბერნი სანდერსის მრჩეველს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრს რო ხანას ესაუბრა.

ანდრეს კნაპე

22 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული

„ბოლო წლებში, მედიისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო სირიაში, ერაყსა და აფრიკაში არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიტუაცია არსებობს ევროპის შიგნითაც, სადაც რუსეთის მიერ ტერიტორიები არის ოკუპირებული“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.