imedi /  27 იანვარი 2020, 22:31 / სანდო წყარო

ზალკალიანი: უკანონო ქმედებებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ლიეტუვის დეპუტატის შეკითხვაზე, კონფლიქტებთან მიმართებაში ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების საკითხთან დაკავშირებით, მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება გაუარესდა, სამწუხაროდ, ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის პროცესი გრძელდება”, - განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც ახსენა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება.

„ახლაც კი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს პროცესი გრძელდება. ასევე მინდა, გავიხსენო გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევა, როდესაც ექიმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან პაციენტს სტუმრობდა, დააკავეს, რაც შემაძრწუნებელი ფაქტი იყო.

ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, საერთაშირისო საზოგადოების კონსოლიდაციაა, რასაც ვაკეთებთ მუდმივად, თქვენი დახმარებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ჩარჩოს გამოყენებით, ეს უნდა გავაგრძელოთ“ , - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია, გაძლიერდეს ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და ეს არის რუსეთის ფედერაცია.

„უნდა გავზარდოთ ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა - ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელთანაც ასევე ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ბოლო მაგალითი არის ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონი, სადაც კიდევ ერთხელ დაირღვა საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპები - გადაადგილების თავისუფლება. ამ გამოწვევას ვაწყდებით ორივე რეგიონში, რომელიც არის ოკუპირებული. აფხაზეთში, გალის რაიონში, სადაც ეთნიკურ ქართველებს აიძულებენ, უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ არ აქვთ საშუალება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ არ აქვთ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან და ეს ხდება ოცდამეერთე საუკუნეში, რაც მიუღებელია.

ეს უნდა განიხილონ ყველა საერთაშორისო ფორმატში. ერთადერთი ინსტრუმენტი ამაზე საპასუხოდ არის მუდმივი საუბარი აღნიშნულ საკითხზე და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ არალეგალურ აქტივობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას, რათა მან გააგრძელოს ეს არალეგალური აქტივობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

ხარაგაული

23 თებერვალი 2020, 21:20

საქართველო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხარაგაულში, ობიექტზე დასაქმებული ადგილობრივების მოთხოვნით, ჩინელი კოლეგები სხვა ობიექტზე გადაიყვანეს

სოფელ საქასრიაში ავტომაგსიტრალის სამშენებლო ობიექტიდან ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებულების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩინეთის მოქალაქეები ბორითში გადაიყვანა.

ბექა ღვინიაშვილი

23 თებერვალი 2020, 21:16

სპორტი

ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მამადლი მეჰდიევი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი, ღვინიაშვილმა ყირგიზი ერლან შეროვი და შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვთან წააგო.

მიწისძვრა

23 თებერვალი 2020, 21:00

მსოფლიო

თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიში დაფიქსირდა. მიწისძვრის მაგინტუდის სიმძლავრემ 5.9 შეადგინა. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე არ ვრცელდება. დღესვე, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სახანძრო მანქანა

23 თებერვალი 2020, 20:50

ძალოვნები

დიდ ლილოში ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია

მეხანძრეები დიდ ლილოში ხანძარს აქრობენ. ცეცხლი უკიდია ბალახს და ბუჩქებს. ადგილზე სამი მანქანა მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილის გარშემო დასახლებული პუნქტი ან ტყე არ არის.

საბურთალო

23 თებერვალი 2020, 20:36

სპორტი

„საბურთალომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. თემურ შალამბერიძის მომზადებულმა გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სუპერთასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ვენეციის კარნავალი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

ვენეციის კარნავალი კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდება

BBC -ის ინფორმაციით, ვენეციის კარნავალი გახსნის დღეს, 23 თებერვალს საღამოს დასრულდება, თავდაპირველი გეგმით კი ღონისძიება 25 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 132-ს მიაღწია.

იტალია

23 თებერვალი 2020, 20:00

საქართველო

საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები.

ევროპული საქართველო აქცია ჰიმნი

23 თებერვალი 2020, 19:48

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

აქტივისტები დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებისთვის ბოდიშის მოხდასა და მანდატების დატოვებას ითხოვენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

23 თებერვალი 2020, 19:47

თემა

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას

სტატისტიკის თანახმად, ქალების 15-60%-ს შარდის შეუკავებლობა აწუხებს. მართალია, კაცებში ეს პრობლემა შედარებით იშვიათია, თუმცა მაინც აქტუალური. სპეციალისტების განმარტებით, ამ მიმართულებით რეალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ბევრ ადამიანს ამ თემაზე ხამამაღლა საუბრის რცხვენია. ყველაზე ხშირად შარდის შეუკავებლობა აქვთ გაცხიმოვნების მქონე ადამიანებს, ფეხმძიმე, ახალნამშობიარებ და მენოპაუზის მქონე ქალებს. ეს პრობლემა აწუხებთ იმ კაცებს, რომელთაც პროსტატის დაავადება აღენიშნებათ ან ამ მიმართულებით ოპერაცია აქვთ გაკეთებული. შარდის შეუკავებლობას არც თუ ისე იშვიათად დეპრესიის, სოციალური იზოლაციის, შარდის ბუშტისა და სოკოვანი ინფექციების რისკი ახლავს.

არჩევნები ირანი

23 თებერვალი 2020, 19:26

მსოფლიო

ირანის საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

საკუთარი არჩევანი მხოლოდ 42.6%-მა დააფიქსირა. დედაქალაქ თეირანში კი აქტივობამ მხოლოდ 25.4% შეადგინა. ქვეყნის ხელისუფლება ამას ირანის მტრების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უკავშირებს. საპარლამენტო არჩევნები ირანში 22 თებერვალს ჩატარდა. საბოლოო შედეგები კი 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

საქართველო

23 თებერვალი 2020, 19:06

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს

საქართველო მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და ამ მიმართულებით, მეზობელ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კორონავირუსი იტალია

23 თებერვალი 2020, 18:45

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

ეს ევროპაში ვირუსის ყველაზე დიდი აფეთქებაა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება პირველ დაავადებულს ამ დრომდე ვერ პოულობს, შესაბამისად არ იციან ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი და რამდენად გაიზრდება ავადმყოფების რაოდენობა.

ოკუპაცია

23 თებერვალი 2020, 18:34

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს

17 წლის ალეკო შიუკაშვილი, რომელიც ოკუპანტებს ჰყავდათ გატაცებული, შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს. თითქმის ორ საათს გრძელდებოდა გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. გამოკითხვას არასრულწლოვნის დედა ესწრებოდა.

23 თებერვალი 2020, 17:54

საქართველო

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს.

ირანი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 17:53

მსოფლიო

თურქეთმა ირანთან საზღვარი კორონავირუსის გამო დროებით დაკეტა

ამის შესახებ სააგენტო Anadolu თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს. ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 43 ადამიანი დაავადდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 თებერვალი 2020, 17:29

ძალოვნები

ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოლაშქრეებს დაბა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეხვდა, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი თაიგულით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

თენგიზ ცერცვაძე

23 თებერვალი 2020, 17:03

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ

ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგები ცნობილია. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ. ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით დღის ბოლოს გავწერთ“.

The Financial Times სტატია

23 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

The Financial Times: რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად საქართველო დასავლეთისგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს

„დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ შემაკავებელი ძალა, რათა რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული კონტროლი არ დაამყაროს. აშშ-მა და ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის“, - ამის შესახებ გამოცემასთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

სოფელი კირბალი

23 თებერვალი 2020, 15:44

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი თავისუფალია

საქართველოს მოქალაქე, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ოკუპანტებმა გასულ ღამეს სოფელ კირბალიდან გაიტაცეს, სადაც ის ტყეში შეშაზე იყო წასული. გატაცების შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი;  NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი

23 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.