imedi /  27 იანვარი 2020, 23:10 / სანდო წყარო

ლევან იზორიამ მის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტი განმარტა

ლევან იზორია

ლევან იზორია

დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი ძმის, ვახტანგ იზორიასა და პოლიციელ, გიორგი დვალიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე მან მისი ამოწურვის შემდეგ გაიგო და ამ საკითხში არ ჩარეულა.

მისივე განმარტებით, როდესაც გაიგეს, რომ არანაირი დანაშაული არ იკვეთებოდა, მისი ძმა გაუშვეს. 

იზორიას განმარტებით, როდესაც მისი ძმა პარკირებას ახდენდა, მიმართეს საკმაოდ უხეში ფორმით, რაზეც მას ჰქონდა მოწოდება, რომ მოქცეოდნენ უფრო კორექტულად, რის შემდეგაც არა სიტუაციის განმუხტვას, არამედ აგრესიის ხელშეწყობას ჰქონდა ადგილი.  

„ჩემი ჩარევა არ მომხდარა, ბორკილებდადებული ვერ დამირეკავდა“, - განაცხადა ლევან იზორიამ POSTV-ს ეთერში. 

მისივე თქმით, მისი ძმის ტერიტორიიდან განრიდება მოხდა. 

„როდესაც გავიგე ამ ინციდენტის შესახებ, არ გამჩენია უკმაყოფილების განცდა რომელიმე პოლიციელის მიმართ. არასდროს მქონია შემხებლობა. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ეს ადამიანი სისტემაში დაწინაურდა, მას ჰქონდა ყველანაირი პირობა თავისი საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელებისთვის. ზეწოლა, ჩარევა, დასჯა, ან მუქარა გამორიცხული და ყოვლად მიუღებელია”, - განაცხადა იზორიამ.

„მეტიც შეიძლება ეჭვი გამჩენოდა ამ კონკრეტულ ინციდენტში პოლიციელის მოქმედების მართლზომიერებაში, ანუ რამდენად სამართლებრივად მოხდა დაკავება, რა იყო დაკავების საფუძველი, თუმცა მე არ ვიქნები დღეს იმ როლში, რომ ერთი მხარე გავამართლო.

ხელბორკილებს ადებენ ადამიანს, როცა აკავებენ, როცა დანაშაულის ნიშნებს ხედავ. როცა ადამიანი არც ფიზიკურად გეხება, არც შეურაცხყოფას გაყენებს, პირიქით, მოგიწოდებს კორექტულობისკენ, ეს კამათი გადადის აგრესიაში. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არის, აძლევ ასეთ კვალიფიკაციას, რომ უნდა დააკავო”, - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ის რომ, ადამიანი ემოციას, აგრესიას გამოხატავს, ლამაზი არ არის.

„პირველ რიგში კი, ჩემთვის, ვინც განსაკუთრებული პატივისცემით და მოწიწებით ვარ პოლიციელების მიმართ განწყობილი, ჩემ ძმასთან ერთად”, - აღნიშნა იზორიამ.

იზორიას თქმით, მისი ძმის აგრესია არ გასცილებია სამართლებრივ ჩარჩოს, ხელბორკილის დადების შემდეგ კი გაღიზიანების ხარისხი გაიზარდა.

„ამას მოჰყვა მოჭარბებული ემოცია, რაც უსიამოვნოა. დედაჩემმაც ჩათვალა საჭიროდ, რომ განცხადება გაეკეთებინა. ეს არ იყო მარტივი. მოჰყვა ზღვა შეურაცხყოფა - ისეთ სივრცეში ვცხოვრობთ, რომ ადამიანის ასაკის პატივისცემაზე არავინ ფიქრობს. მანაც იცოდა ეს, თუმცა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის აეხსნა მიზეზი“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

როგორც აღმოჩდა ინციდენტის ადგილას იზორიას მაშინდელი მძღოლი, ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მისი ყოფილი მძღოლი ვახტან იზორიასთან ბავშვობიდან მეგობრობს და “როცა ახლობლების საქმის კურსში ჩაყენებაზეა საუბარი, პირველ რიგში, მან გაიგო და ის დაინტერესდა”.

„ჩემი ძმა სრულწლოვანი ადამიანია, მე მის ქმედებაზე პასუხს ვერ ვაგებ ვერც დღეს და ვერც მომავალში, მათ შორის მის აგრესიაზე. თუმცა ამ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს, რომ მე ძმას ვემიჯნები, ან მის ინტერესებს არ დავიცავ. როგორც მე ვარ კანონის წინაშე თანასწორი, ისეა ჩემი ძმა“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

ამ ინციდენტის დროს, 2014 წელს, ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო.

გიორგი დვალიშვილმა ერთ-ერთ არხს მიაწოდა 2014 წელს გადაღებული კადრები, სადაც ასახულია ვახტანგ იზორიას დაკავება და კამათი პოლიციელებთან.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2020, 00:45

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

28 თებერვალი 2020, 00:30

მსოფლიო

ქუთაისი-მილანის რეისის არც ერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა

რეისის მგზავრები აცხადებენ, რომ იტალიისა და ესპანეთის რამდენიმე ქალაქში იმოგზაურეს, თუმცა ქალაქებში სიმშვიდეა. მათივე თქმით, ვირუსით გამოწვეული პანიკა არსად შეიმჩნევა. მათივე თქმით, ვირუსის რისკის ზონად მიჩნეულ ქალაქებში არც დახლების დაცარიელება შეიმჩნევა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 00:20

ტექნოლოგიები

ისრაელელ მკვლევართა ჯგუფი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ბოლო სტადიაზეა

ისრაელელი მკვლევართა ჯგუფი, გალილეის კვლევით ინსტიტუტში (MIGAL) კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავების ბოლო სტადიაზეა, - განაცხადა ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, ოფირ აკუნისმა. ამის შესახებ ინფორმაციას i24news.tv-ი ავრცელებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 თებერვალი 2020, 00:06

საქართველო

ბიძინა კულუმბეგოვი: გრიპი უფრო მეტად მკვლელი ვირუსია, ვიდრე - კორონავირუსი

მეტი სიცხადისთვის ციფრებით ვიტვი, თითქოს, გრიპის რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი გვაქვს, არსებობს ვაქცინაც, მაგრამ მარტო წელს, 2019-2020 წლის სეზონში, დღევანდელ დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპით თითქმის, 13 ათასია გარდაცვლილი. ამიტომ დღეის მონაცემებით, გრიპი უფრო მეტი მკვლელი ვირუსია, ვიდრე არსებული კორორნავირუსი, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ კვლავ დაბალი რისკის ქვეყანაა

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კონტროლის ზომები საზღვრებზე, რაც არის ყველაზე აქტიური და ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ შევაჩეროთ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოსვლა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

27 თებერვალი 2020, 23:51

მსოფლიო

რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს. თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს.

27 თებერვალი 2020, 23:27

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც დაფიქსირდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა. ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურებული.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 23:18

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი: არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსი მას არ შეეხება

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებს არ მიიღებს. ეს ფატალური შეცდომა იქნება, პირდაპირ რომ ვთქვა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსს ჯერ კიდევ აქვს პანდემიის პოტენციალი.

ზვიად კუპრავა

27 თებერვალი 2020, 23:11

ძალოვნები

შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

27 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ექიმებს გაგზავნის

„უახლოეს დროში აფხაზეთში მობილური სანიტარულ-ეპიდემიური ბრიგადები ჩამოვლენ სპეციალური ტრანსპორტით, ასევე სამედიცინო სპეციალისტების ბრიგადა. გარდა ამისა, აფხაზეთს დახმარებას გაუწევენ საჭირო მედიკამენტებით, დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემებით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით“, - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროში.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 22:44

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უმასპინძლა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა და ფუნქციები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

27 თებერვალი 2020, 22:35

ძალოვნები

თელავის სოფელ აკურაში ხანძარია

სოფელ თეთრიწყლების შემდეგ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 22:26

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ფედერალურ მიწებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას მოსთხოვს

ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, ყოველ თვე გერმანიაში ათასობით დევნილი ჩამოდის იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. გერმანია ასევე შეაჩერებს თავშესაფრის მაძიებელთა იტალიაში და იტალიიდან გადმოყვანას, რაც ე.წ. დუბლინის რეგულაციების ფარგლებში ხდება.

27 თებერვალი 2020, 22:10

საქართველო

მედია რეიტინგების მთვლელი კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის

„ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის. ეს არის კომპანია, რომელიც მედია რეიტინგებს ითვლის. ამ დრომდე მონაცემების შეგროვება საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ხდებოდა. ამიერიდან კი, რეიტინგი პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც დაითვლება

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2020, 21:57

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: იტალიასთან საზღვრებს არ ჩავკეტავთ

ნეაპოლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ყოფნისას ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა ის კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის საზღვრების ჩაკეტვას. „არა, საზღვრები იტალიასთან არ ჩაიკეტება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

27 თებერვალი 2020, 21:28

საქართველო

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ექიმების რაოდენობა გაიზრდება

საბაჟოზე მკაცრად მოწმდება ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2020, 20:38

საქართველო

განათლების სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

მიქაელ ჯაბაროვი

27 თებერვალი 2020, 20:30

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.