imedi /  28 იანვარი 2020, 12:24 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, უხანიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში ჩინეთიდან ფრენები აიკრძალება, ქალაქ უხანიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ევაკუაციის დეტალებზე დღის მეორე ნახევარში იმსჯელებენ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი კვლავ დაბალია.

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი, აქედან გამომდინარე, არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე ჩინეთთან ფრენების გაუქმების აუცილებლობის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა

პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისები გაუქმდა. ფრენები საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა.  

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

19 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტრით გაიზრდება

„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა,“- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია

19 თებერვალი 2020, 10:32

საქართველო

ქუთაისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს. ქუთაისში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ქალაქის 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადასვლის მიზნით, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროსაც რამდენიმე ავარიული დაზიანება მოხდა.

კურტ ვოლკერი

19 თებერვალი 2020, 10:28

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი პუტინის მიმართ სააკაშვილის ხისტი რიტორიკა იყო

„ვფიქრობ, სააკაშვილმა ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა, ეფექტურად ამყარებდა ურთიერთობას აშშ-სა და დასავლეთთან, თუმცა პუტინი ძალიან ნერვიულად რეაგირებდა მწვავე რიტორიკაზე, რომელიც მის მიმართ სააკაშვილმა აირჩია, არა თუ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც. მე ვთვლი, რომ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების“, - განაცხადა მან.

გიორგი გახარია

19 თებერვალი 2020, 10:26

ეკონომიკა

გიორგი გახარია: მთავრობა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონს პარლამენტს წარუდგენს

მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულდა და მას პარლამენტს წარუდგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი განცხადებით, ფონდების შესახებ კანონი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

დორტმუნდის ბორუსია

19 თებერვალი 2020, 10:17

სპორტი

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის შეხვედრები გაიმართა

„დორტმუნდმა” საკუთარ მოედანზე „პარი სენ-ჟერმენს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. დღის მეორე შეხვედრაში მადრიდში „ატლეტიკომ” ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, „ლივერპულს” საულის გოლით 1:0 მოუგო. „ატლეტიკოს” შემადგენლობაში ლიგის პლეი-ოფში გატანილი ბურთების რაოდენობით საული ანტუან გრიზმანს გაუთანაბრდა.

ვახტანგ გომელაური

19 თებერვალი 2020, 10:06

საქართველო

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა

„მოგეხსენებათ უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. წარმოგიდგენთ უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა - შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქცია ისევე, როგორც ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

19 თებერვალი 2020, 10:03

ძალოვნები

პოლიციამ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ჯ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფში" დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

უილიამ ბარი

19 თებერვალი 2020, 09:55

მსოფლიო

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავისი გადადგომის შესახებ სოცოალურ ქსელში გამოეხმაურა. იუსტიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა შესაბამისი განცხადება Twitter-ის გვერდზე გააკეთა. „რაც შეეხება ჭორებს: გენერალური პროკურორი არ გეგმავს გადადგომას“, - დაწერა იუსტიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა.

კორონავირუსი

19 თებერვალი 2020, 09:45

მსოფლიო

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი დასრულდა

იაპონიის სანაპიროსთან იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი დასრულდა, ამის შეცახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, თუ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაინერზე მყოფი პირები, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური შედეგები ექნებათ და ვირუსის სიმპტომებს არ გამოამჟღავნებენ, ლაინერს დატოვებენ.

უკრაინა

19 თებერვალი 2020, 09:30

მსოფლიო

NATO რუსეთს მოუწოდებს აღმოსავლეთ უკრაინიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნჯესკომ განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთმა ტერიტორიიდან ძალები გაიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ოანა ლუნჯესკოს თქმით, ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოდის ჩვენება

19 თებერვალი 2020, 09:16

კულტურა

კრონავირუსის გამო Chanel-მა და Prada-ამ ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს

მოდის სახლებმა Chanel-მა და Prada-ამ ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს. Reuters-ის ცნობით, მსოფლიო მოდის ბრენდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენება სავარაუდოდ 2020 წლის მაისში გაიმართება.

პიტერ ბარი

19 თებერვალი 2020, 08:58

მსოფლიო

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დონალდ ტრამპის „ტვიტების“ გამო შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

გამოცემის ცნობით, უილიამ ბარმა ტრამპთან დაახლოებულ პირებთან საუბარში აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებებთან დაკავშირებით ტრამპის „ტვიტების“ გამო შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. როგორც წყარო აცხადებს, გენერალურმა პროკურორმა თავისი პოზიცია იმიტომ გაუზიარა ტრამპთან დაახლოებულ პირებს, რომ პრეზიდენტს შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმეების საჯაროდ შეფასება.

ცხინვალი

19 თებერვალი 2020, 08:39

საქართველო

მედია: ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

უკვე ერთი კვირაა, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით ერთი კვირაა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც ცხინვალის სასურსათო მაღაზიებში საკვების, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტების დეფიციტია.

19 თებერვალი 2020, 08:27

საქართველო

საქართველოს კლინიკებში სეზონურ ვირუსებზე მიმართვიანობა შემცირდა

საქართველოს კლინიკებში სეზონურ ვირუსებზე მიმართვიანობა კვლავ შემცირებულია. ექიმების განცხადებით, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექცია, თუმცა საგანგაშო არაფერია.პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ, დამაკმაყოფილებელია და კლინიკას ვირუსული გართულებებების გარეშე ტოვებენ.

დავით ზალკალიანი

19 თებერვალი 2020, 08:24

საქართველო

დავით ზალკალიანი: დონბასში სამხედრო ესკალაცია მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას ძირს უთხრის

„ტვიტერში“ ეხმაურება დონბასში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი. ის აცხადებს, რომ სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას და შეშფოთებულია ზოლოტოესთან რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობით.

ოპოზიცია

19 თებერვალი 2020, 08:20

საქართველო

ოპოზიცია უარს ამბობს მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება. პარტიების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ისინი კვირის ბოლომდე შეიკრიბებიან და მაჟორიტარული ოლქებისთვის საერთო კანდიდატების შერჩევის საკითხზე იმსჯელებენ. გარდა ამისა შეხვედრის დროს საპროტესტო აქციებზეც ისაუბრებენ, რომელიც თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიმართება.

აჭარის ტელევიზია

19 თებერვალი 2020, 08:12

საქართველო

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო საშტატო ცვლილებებს სავარაუდოდ დღეს დაამტკიცებს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ცვლილებები დღეს უნდა დაამტკიცოს. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. დასწრებას საინფორმაციო სამსახურის გუნდი გეგმავს. გაიფიცებიან თუ არა ჟურნალისტები ბორდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ტელევიზიის თანამშრომელთან ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. მათივე თქმით, საფრთხეშია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ისინი პასუხიმგებლობას დირექტორსა და ბორდს აკისრებენ.

კორონავირუსი

19 თებერვალი 2020, 08:00

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა ჩინეთში კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ჰუბეის პროვინციაში პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ტესტს ჩაუტარებენ ყველას, ვისაც 20 იანვრის შემდეგ სიცხე ან ხველა ჰქონდა, ან სიცხისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძინეს.

19 თებერვალი 2020, 01:22

საქართველო

ალექსეევკის დასახლებაში სასაწყობე ფართი დაიწვა

ისანში, ალექსეევკის დასახლებაში სასაწყობე ფართი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია 9 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2020, 01:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სოციალური მედია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მედიაში ჩემი ხმა არ მაქვს

„სოციალურ ქსელებს ვიყენებ და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. ეს ხმა კი პრესაში, მედიაში არ მაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.