imedi /  28 იანვარი 2020, 17:04 / სანდო წყარო

იოსებ გოგაშვილი: დუმილის დარღვევის დრო დადგა

ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, რომ ამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების უკან იდგა და დგას საქართველოს „მთავარი“ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ Facebook-ზე სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წერს.

„ვანო, გილოცავ!!! იცოდე, შენს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც შენი ქვეყნის და შენი ოჯახის გადასარჩენად დაღვარე, არ ყოფილა ტყუილად დაღვრილი, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, გმირო. შეხვედრამდე ძმობილო!

სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა სუს-ის თანამშრომელების მხრიდან დანაშაულის არარსებობის გამო და ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო. ასევე გრძელდება სისხლის სამართლის საქმე ტერორისტულ აქტებსა, თუ ტერორისტულ დანაშაულში სხვა პირების შესაძლო მონაწილეობაზე.

ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია, განადგურდა მსოფლიოში საშიში ტერორისტები და ვინც გადაურჩა სიკვდილს, ისინი ვერ გადაურჩნენ მართლმსაჯულებას, ასე იმარჯვებს სიმართლე! წინაა სტრასბურგი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იქაც იზეიმებს სიმართლე, რადგან ტერორისტი მსოფლიოს პრობლემაა და არა მარტო საქართველოსი, სიმართლე კი ერთია!

ახლა კი და დადგა დუმილის დარღვევის დროც, მე ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტების თარგმნას და მომზადებას ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორებისთვის გასაგზავნად და პირადად გადასაცემად, ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით და სტრასბურგით დამთავრებული. ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების უკან იდგა და დგას საქართველოს „მთავარი“ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო, რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამას მე ყველას დავუგზავნი და გავაგებინებ. ასევე იგეგმება საერთაშორისო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული კონფერენციების მოწყობა, უცხოელ ანალიტიკოსებთან ერთად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე ევროპასა და ამერიკაში, სადაც გავაკეთებ პრეზენტაციებს და დავდებ ფაქტებს „ნაციონალური მოძრაობის“ და ISIS-ის წევრი ტერორისტების ალიანსზე.

თქვენ აგზავნით ცრუ რეპორტებს და მაგარი გგონიათ თავები, ახლა ნახავთ გოგაშვილს რა შეუძლია და რეპორტები როგორი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და არა დასაღუპად... ამას მალე გაგრძნობინებთ, თქვე წურბელებო.

PS ასევე მივმართავ იმ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს, ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ ხართ პროფესიონალები და გაქვთ გამოცდილება ჟურნალისტური გამოძიების წარმართვაში, ასევე ხართ პატრიოტები. გთავაზობთ, ჟურნალისტურ გამოძიებას ამ საქმის შესახებ, სადაც საქართველოს მოსახლეობას და ასევე ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ნათლად ვაჩვენებთ, რა მოხდა, როგორ მოხდა და ვინ დგას ამის უკან. ვიცი თემა რთული და სარისკოა, მაგრამ საინტერესოცაა, დამერწმუნეთ. მასალები და პროდიუსინგი ჩემზე იყოს. პასუხი, ყველა კითხვაზე იქნება“, - წერს გოგაშვილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად imedinews-ი გოგაშვილს დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან საუბარში სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებთან და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად არაფერზე დაიხევს უკან.

„ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვები არაა და ეს უბრალოდ ეფექტის მოსახდენად არ დამიწერია. მაქვს გარკვეული მტკიცებულებები და ფაქტები. აქედან გამომდინარე, ვგეგმავ, რომ მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ადვილად აღსაქმელად წარმოვაჩინო ეს ინფორმაცია. ჩემი შეხედულებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტერორისტული ორგანიზაციაა და ამის მტკიცების სრული საფუძველი მაქვს. რა თქმა უნდა, ეს იმდენად ვრცელი და მნიშვნელოვანი მასალაა, რომ სატელეფონო ინტერვიუში ან ერთ რომელიმე ბრიფინგში ვერ ჩაეტევა, ამიტომ ამ მასალის პრეზენტაციას ეტაპობრივად მოვახდენ.

ეს კომუნიკაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ წარმომადგენლებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მათთვის ასეთი ქმედებები მიუღებელი არაა, მთავარია, თავის მიზანს მიაღწიონ. მათ არც საქართველოს მოსახლეობა, არც მათი ეკონომიკური მდგომარეობა და არც ქვეყნის უსაფრთხოების ინდექსი აინტერესებთ. ყველაფერს გადათელენ და ყველას უფლებას შელახავენ, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ყოველდღიურად ისინი ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომ აზიანებენ არა მხოლოდ ხელისუფლებას და მთავრობას, არამედ მთელ ქვეყანას. 

ამ მასალების მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდება, მოუმზადებელი არ ვარ. ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ ინფორმაციის მოგროვებით ვიყავი დაკავებული. თუ საგამოძიებო ორგანოებს დააინტერესებს ეს ინფორმაცია, მათაც მივაწვდი. მინდა, რომ უცხოელმა პარტნიორებმა და ჩვენმა საზოგადოებამ ამ პოლიტიკური პარტიის რეალური სახე დაინახოს. ეს ხანმოკლე პროცესი არ იქნება, თუმცა, შეიძლება სწრაფი ეფექტიც ჰქონდეს“, - განაცხადა გოგაშვილმა.

თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე​ გამოძიება 28 იანვარს შეწყვიტა. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. 

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.  

ყველა სიახლე

წერილი ბოთლში

23 თებერვალი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში ბოთლში გერმანიაში დაწერილი წერილი იპოვეს

8 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ბონში გოგოსების ოჯახმა წერილი დაწერა, ბოთლში მოათავსა და მდინარე რაინში გაუშვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გზავნილი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში აღმოაჩინეს. გერმანულმა ოჯახმა ამის შესახებ ავსტრალიელების მიერ მიწერილი წერილიდან შეიტყო.

კვენტინ ტარანტინო

23 თებერვალი 2020, 00:43

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინოს პირველი შვილი შეეძინა

ამერიკელ რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს და სუპერმოდელ დანიელა პიკს შვილი შეეძინათ. დანიელა პიკმა ისრაელის კლინიკაში იმშობიარა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. რეჟისორმა დანიელა 2009 წელს ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებისას გაიცნო. 2017 წელს წყვილს ნიშნობა ჰქონდა, 2018 წელს კი დაქორწინდნენ.

ჯეი დი დილარდი

23 თებერვალი 2020, 00:30

კულტურა

Lucasfilm-ი „ვარსკვლავური ომების“ ახალ პროექტზე მუშაობს

პროექტის რეჟისორი ჯეი დი დილარდი იქნება, სცენარზე კი მეტ ოუენსი იმუშავებს. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტის და პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია სურათის ფორმატიც. Lucasfilm-ი და Disney არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სრულმასშტაბიანი ფილმი თუ სერიალი.

სერგეი სტარიცკი

23 თებერვალი 2020, 00:18

მსოფლიო

უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, სტარიცკი ადრე ტელეარხ „ინტერს„ ხელმძღვანელობდა. თავიდან სიკვდილის ვერსიად სუიციდს განიხილავდნენ. თუმცა გამოჩნდა მტკიცებულებები, რომ ბიზნესმენი სავარაუდოდ მოკლეს. საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ანას ბაღი

22 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ანას ბაღის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას აქტივისტები „პარტიზანული ბაღის“ მოწყობით აპროტესტებენ

ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები პერიოდულად აპროტესტებენ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, პარტიზანი მებაღეები სკვერს აწყობენ. ისინი ადგილზე სპეციალური მოწყობილობებით გამოჩნდნენ, მიწის ამოთხრა და გამწვანებითი სამუშოები დაიწყეს.

კრისტოფერ ჰივიუ

22 თებერვალი 2020, 23:24

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი „მხედვარის“ მეორე სეზონში ითამაშებს

ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჰივიუ ნიველენის როლს შეასრულებს. „მხედვარის“ წიგნებში ის დაწყევლილი კაცია, რომელიც იძულებულია მონსტრის სახე მიიღოს. მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო. „მხედვარი“, რომელიც პოლონელი მწერლის ანჯეი საპკოვსკის წიგნებზეა დაფუძნებული.

ოქროს ზოდები

22 თებერვალი 2020, 23:03

მსოფლიო

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური 3 ათასი ტონა ოქროს პოვნას უარყოფს

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას 3 ათასი ტონა ოქროს პოვნის შესახებ უარყოფს. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ გეოლოგებმა 160 კილოგრამი ოქრო იპოვეს. მსოფლიოს ოქროს მარაგების საბჭოს ინფორმაციით, ინდოეთის ოქროს მარაგი 626 ტონას შეადგენს.

ტატო გრიგალაშვილი

22 თებერვალი 2020, 22:36

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე რუსი სპორტსმენის დამარცხებით ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურცაევი დაამარცხა. დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი 21 თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:28

საქართველო

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. ინფორმაცია უწყების Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:14

საქართველო

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ირანის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ.

გიორგი ახვლედიანი

22 თებერვალი 2020, 21:34

საქართველო

გიორგი ახვლედიანი: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი მასში დიდ ნეგატივს შეიტანს

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი განაყოფიდან, მათთან გაერთიანების შემთხვევაში რომელიმე თუ გადაწყვეტს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ეს ფაქიზი, ფრთხილად შეკოწიწებული მაგიდა უბრალოდ აფეთქდება“, - ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა „შაბათის ქრონიკაში“ ჟურნალისტის კითხვას, დაჯდება თუ არა ვანო მერაბიშვილი საარჩევნო ცვლილების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან

გია გაჩეჩილაძე

22 თებერვალი 2020, 21:30

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა არ შეიძლება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არასტაბილურობისკენ არიან მიმართულნი და არჩევნები საერთოდ აინტერესებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

აქცია ევროპული საქართველოს ოფისთან

22 თებერვალი 2020, 21:01

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდა აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარტიის შესასვლელთან სტიკერები გააკრეს. ისინი დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდასა და საპარლამენტო მანდატების დატოვებას ითხოვენ.

22 თებერვალი 2020, 20:58

საქართველო

ვაკეში საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23-29 თებერვალს საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე შეიცვლება: ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა; ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

წოლჭიმი

22 თებერვალი 2020, 20:46

სპორტი

მანჩესტერის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმში აჰმად რაზმაზარმა ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, წოლჭიმში მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე აჰმად რაზმაზარმა 80კგ.წონით კატეგორიაში 186 კილოგრამი ასწია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრი წოლჭიმში მანჩესტერში 20 თებერვალს დაიწყო და 24-ში დასრულდება.

ილია მეორე

22 თებერვალი 2020, 20:41

საქართველო

ილია მეორე: ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს”, - ეს სიტყვები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე თქვა.

ქეთევან გაიპარაშვილი

22 თებერვალი 2020, 20:25

სპორტი

თბილისში, სუპერთასის მატჩს ქალი მსაჯი ეყოლება

სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.

სირია

22 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

სირია საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებენ. ამის შესახებ სააგენტო SANA სირიის არმიის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად განიხილავს, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

ნატო გაფართოება

22 თებერვალი 2020, 19:40

მსოფლიო

მაიკლ ბირნბაუმი: აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის უთანხმოება ნატო-ს გაფართოებას ეხება

ყველაზე მწვავე უთანხმოება, რომელიც აშშ-ში ბერნი სანდერსა და დემოკრატების უფრო ცენტრისტ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებობს, ნატო-ს გაფართოებას ეხება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი მაიკლ ბირნბაუმი წერს. ის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ბერნი სანდერსის მრჩეველს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრს რო ხანას ესაუბრა.

ანდრეს კნაპე

22 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული

„ბოლო წლებში, მედიისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო სირიაში, ერაყსა და აფრიკაში არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიტუაცია არსებობს ევროპის შიგნითაც, სადაც რუსეთის მიერ ტერიტორიები არის ოკუპირებული“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.