imedi /  02 თებერვალი 2020, 12:31 / სანდო წყარო

თბილისის აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში 25 წლის ქალი გადაიყვანეს

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლი-თბილისის რეისით დღეს დილით ჩამოფრინდა ქალი, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ტემპერატურა 38,1 დაუფიქსირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა მის შემთხვევაში კორონავირუსი არ განიხილება.

„დღეს, დილით, აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი ჟენევა-სტამბოლის რეისით, რომელიც წამოსული იყო ჩინეთიდან. თერმოსკრინინგი ჩატარდა, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ეს ქალი მაშინვე გაიყვანეს საიზოლაციო სივრცეში, სადაც 37,5 ტემპერატურა აღენიშნა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, დუჯანიანის პროვინციაში, ქალაქ ჩენდუსთან 40 კილომეტრში მასწავლებლად მუშაობდა. ჩენდუ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, ქალაქ უხანიდან 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ეზუგბაიას განცხადებით, 25 წლის ქალმა ჩენდუ 20 იანვარს დატოვა.

„როდესაც მან პროვინცია დატოვა, მაშინ ამ პროვინციაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებული არცერთი შემთხვევა არ იყო. როცა ტერიტორია დატოვა, 2 კვირის განმავლობაში შვეიცარიაში იმყოფებოდა, ამ პერიოდში გამოვლინდა იმ პროვინციაში შემთხვევების მცირე რაოდენობა. დღეს დილით უკვე ჩამოფრინდა ჟენევიდან სტამბოლის გავლით ჩვენთან“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 304 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 328 ადამიანი განიკურნა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2020, 11:38

საქართველო

კახა კალაძე: ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე და არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე

გლდანში, ორი ქუჩის რეაბილიტაცია კომპანიას განმეორებით საკუთარი ხარჯებით მოუწევს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქმე ეხება გლდანში, ბოჭორიშვილი-ხიზაბავრისა და ხარაძის ქუჩებზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშოებს, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. კალაძის განცხადებით, შესრულებული სამუშაოები იმდენად უხარისხოა, რომ კომპანიას მოუწევს, სამუშაოები თავისი ხარჯებით განახორციელოს.

მარინა ეზუგბაია

26 თებერვალი 2020, 11:27

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში 13 პაციენტს აკვირდებიან

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 3 ირანის მოქალაქეა, 1 ჩინეთის, ხოლო დანარჩენი 9 საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

26 თებერვალი 2020, 11:12

ეკონომიკა

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თეთრი სახლი

26 თებერვალი 2020, 11:10

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „იმ პირების ქმედებები და პოლიტიკა, რომელებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს უკრაინაში, საფრთხეს უქმნის უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე რუსეთის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, კვლავ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.

26 თებერვალი 2020, 11:00

საქართველო

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის მერია სოფელ დიღომში ბინების აშენებას გეგმავს

თბილისის მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი სოფელ დიღომში განხორციელდება და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 5616 კვ. მეტრს შეადგენს.

ალენ ჟუიე

26 თებერვალი 2020, 10:57

საქართველო

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი Russia Today-ს წამყვანი გახდება

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი გადაცემას გეოპოლიტიკის საკითხებზე წაიყვანს. Russia Today-ს ფრანგულენოვანი არხის ხელმძღვანელის, ქსენია ფიოდოროვას განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ამ გაქანების ადამიანი რუსული სახელმწიფო ტელეარხის რედაქციაში იმუშავებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

მერიამ საშენი მასალების შენახვის მხრივ 415 კანონდარღვევა გამოავლინა

მერის ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა.

26 თებერვალი 2020, 10:20

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში მოპედის ქურდობისთვის ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:18

საქართველო

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებს

საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს. გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიური ცვეთით.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:11

საქართველო

თბილისის ავტოპარკს 126 ახალი ავტობუსი შეემატება

„თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. გამოყოფილი იყო თანხები და გამოცხადებული იყო 12-მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია - Tegeta Motors-ი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ს მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში“, - განაცხადა მერმა.

26 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინების ტესტირება დაიწყო

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Therapeutics-მა, რომელიც მასაჩუსეტსშია ბაზირებული, კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია სატესტოდ გაგზავნა. ვაქცინა 42 დღეში შექმნეს მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში ჩინელმა მეცნიერებმა ვირუს COVID_19-ს გენეტიკური მონაცემები წარმოადგინეს.

26 თებერვალი 2020, 10:04

ძალოვნები

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში ჯარი ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული - ახალი, გაცივებული) შეისყიდის.

ფორუმი

26 თებერვალი 2020, 09:56

ეკონომიკა

თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება

დღეს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“, ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

26 თებერვალი 2020, 09:45

ძალოვნები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაზე ორი კომპანიიის ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

აჭარის ტელევიზია

26 თებერვალი 2020, 09:36

საქართველო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი მოთხოვნების დოკუმენტზე მუშაობს და მენეჯმენტს ოფიციალურად დღეს მიმართავს.

ტოდ უოლტერსი

26 თებერვალი 2020, 09:24

საქართველო

ტოდ უოლტერსი: საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორია

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ტოდ უოლტერსმა წარუდგინა.

თამბაქო

26 თებერვალი 2020, 09:18

საქართველო

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თუთუნის დაფასოების სტანდარტზე იმსჯელებს

პარლამენტში დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი თემა თამბაქოს კონტროლი იქნება. გურამ მაჭარაშვილისა და გოგა გულორდავას ინიციატივა თუთუნის დაფასოების სტანდარტის დაწევას გულისხმობს. დეპუტატები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ეს ცვლილება თამბაქოს ფასის ზრდას არ გამოიწვევს.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 09:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში, სულ მცირე, 30-ი მილიონის ზარალს განიცდის. თუმცა, როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 08:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მარინა ჩოლოიანი

26 თებერვალი 2020, 08:35

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. შესაძლოა, წინასასამართლო სხდომის მსგავსად, მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში ამჯერადაც ვერ გამოცხადდეს, რადგან გვიან ღამით ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.