imedi /  02 თებერვალი 2020, 13:25 / სანდო წყარო

ჩინეთიდან ევაკუირებული ქართველები თურქეთის და საფრანგეთის კლინიკებში მოათავსეს

თურქეთი თვითმფრინავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ევაკუირებული საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთის დედაქალაქ ანკარის ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათზე და მათთან ერთად ბორტზე მყოფი ალბანეთის 1, აზერბაიჯანის 7 და თურქეთის 32 მოქალაქეზე სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, საფრანგეთთან თანამშრომლობის შედეგად უხანი საქართველოს კიდევ 2-მა მოქალაქემ დატოვა. ისინი კარანტინის 14-დღიან პერიოდს საფრანგეთში გაივლიან. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფრანგულ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამჟამად ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 3 მოქალაქე რჩება.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 304 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 328 ადამიანი განიკურნა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 13:54

თემა

კორონავირუსი და რასიზმი. ინფექციური დაავადება უფრო სწრაფად ვრცელდება თუ პანიკური შიში?

ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ სახეობას ლეტალური შედეგების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტების უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, ახალმა ვირუსმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საყოველთაო პანიკა გამოიწვია. თუ რამ განაპირობა ეპიდემიური შიში, ექსპერტებს თავიანთი არგუმენტები აქვთ.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 13:43

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის

სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის, რადგან სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის დავებში მიღებული გადაწყვეტილებების თანაფარდობა დღეს უკვე დაბალანსებულია, ხოლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარუდგინა.

18 თებერვალი 2020, 13:39

საქართველო

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა საბჭოთა ჰიმნით შეაწყვეტინა

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით შეაწყვეტინა. პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპაციაზე ლაპარაკობდა, როდესაც მმართველი გუნდი ოპონენტებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

კახა კალაძე

18 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

კახა კალაძე: მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ინდივიდუალურადაც

კახა კალაძემ შეახსენა ყველა პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და იმსჯელონ როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის არჩევნები. „თუ დიალოგი ვერ შედგა, შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც არსებული კონსტიტუცია გულისხმობს“, - აღნიშნა კხა კალაძემ.

18 თებერვალი 2020, 13:13

ძალოვნები

ნათია მეზვრიშვილმა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა ვენეციის კომისიის მდივანთან განიხილა

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კიმ კლაისტერსი

18 თებერვალი 2020, 13:06

სპორტი

კიმ კლაისტერსი რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა

დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი, რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა. ბელგიელმა სპორტსმენმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე ესპანელი გარბინ მუგურუსა ორ სეტში დაამარცხა.

ეკომიგრანტები

18 თებერვალი 2020, 13:03

საქართველო

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

ამ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

18 თებერვალი 2020, 12:59

საქართველო

გიორგი გახარია: ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთაძე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია. „ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება“ , - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ნინო ლომჯარია

18 თებერვალი 2020, 12:52

საქართველო

ნინო ლომჯარია: გენერალური პროკურორის არჩევნების მიმართ საზოგადოების ინტერესი და ნდობა დაბალია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენას გამოეხმაურა. ლომჯარიას შეფასებით, გენერალური პროკურორის არჩევნების მიმართ საზოგადოების ინტერესი და ნდობა დაბალია. „სამწუხაროა რომ ეს პროცესი არ წარიმართა მაქსიმალური ჩართულობით დაინტერესებული მხარეების და პირების მხრიდან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჯერ 48 მილიონი უკან მოიტანონ და მერე ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრობაზე

ვეკითხები იმ ხალხს, რომელიც გიგი უგულავასთვის უსტვენს - მე რომ დღეს 48 მილიონი მოვიპარო და მერე მოვითხოვო ევროპარლამენტარებისგან, ჩემი უფლებები დაიცვან და პოლიტიკაში დავრჩე, ეს ჯანსაღი იქნება?, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი

18 თებერვალი 2020, 12:40

საქართველო

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებულ ორ საქმეზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

ირაკლი კობახიძე: იმ ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ, ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს

იმ ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ და პარლამენტის შენობაში იჭრებოდნენ, ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეძახილებით შეაცილეს.

18 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ჩვენ მაინც დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას და შევძლებთ ოპოზიციასთან შეთანხმებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდება. „იმიტომ რომ შეთავაზება რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს არის სამართლიანი, პრაგმატული და კომპრომისულიც“, - განუცხადა თალაკვაძემ „ქრონიკას“.

ლევან კობერიძე

18 თებერვალი 2020, 12:29

საქართველო

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, არ დაესწრება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 12:25

საქართველო

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

ვარკეთილში სივრცე 15 000 კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ 10 000 ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მულტიფუნქციურ ცენტრში სხვადასხვა მულტიფუნქციური პროექტი იქნება განთავსებული.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:21

საქართველო

ირაკლი კობახიძე: 200 ნაცის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, პირადად იგი მხარს დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. „სხვადასხვა მიზეზის გამო, ახლა მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, მას გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 12:17

საქართველო

პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ამ წინადადებით ბიუროს წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიმართა.

თურქეთი დაკავება

18 თებერვალი 2020, 12:13

მსოფლიო

თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

ამ 98 ადამიანიდან 33 თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. დაკავების ოპერაცია თურქეთის 15 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქში ანკარაში. ამ მომენტისთვის უკვე 50 ადამიანია დაკავებული.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 12:03

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ირაკლი შოთაძემ გახსნა სააკაშვილისა და გელაშვილის საქმეები და სწორედ ამას ვერ პატიობს „ნაცმოძრაობა“

ირაკლი შოთაძე არის ადამიანი რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 12:00

მსოფლიო

ნენსი პელოსი: „დემოკრატები“ უნდა გავერთიანდეთ, რომ ტრამპი მეორე ვადით არ აირჩიონ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ მას დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა ვერ წარმოუდგენია, ამის შესახებ მან CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, „დემოკრატები“ ამერიკას უკეთეს მომავალს სთავაზობენ, ხოლო ტრამპი არ იზიარებს მომავლის იმ ხედვას, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს. ნენსი პელოსი ასევე შეეხო იმპიჩმენტის საკითხს და აღნიშნა, რომ „სენატორებს გამბედაობა არ ეყოთ დადებული ფიცი შეესრულებინათ“.