imedi /  02 თებერვალი 2020, 21:44 / სანდო წყარო

როდის, როგორ და რამდენჯერ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი აჰმედ ჩატაევმა

აჰმედ ჩატაევი

აჰმედ ჩატაევის ყალბი პასპორტი

გასულ კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა განაცხადა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოკლულ აჰმედ ჩატაევს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, მათ შორის აჰმედ ჩატაევი მაშინდელმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებებისთვის ჩამოიყვანა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს. როგორ, ვისი დახმარებით და რომელ წლებში კვეთდა აჰმედ ჩატაევი საქართველოს საზღვარს. ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მოამზადა. 

ჩატაევის საქართველოში შემოყვანის ვერსიას „იმედის კვირის“ მიერ ერთი წლის წინ მოპოვებული მტკიცებულებებიც ამყარებს. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2010 წელს ინტერპოლის მიერ ძებნილი ტერორისტის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებისთვის შსს-მ საქმის გაყალბება გადაწყვიტა. თბილისის მთავარ სამმართველოში გახსნილად გამოაცხადეს 2003 წელს ხახანაშვილის ქუჩაზე მომხდარი 21 წლის შოთა დადვაძის მკვლელობა და ბრალი ჩატაევს წაუყენეს, რაც საქართველოში მისი ექსტრადირების მოთხოვნის საფუძველი გახდა.  

ცრუ მოწმეების ჩვენების საფუძველზე, ჩატაევი საქართველოში მოთხოვნიდან ორ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2010 წლის 28 თებერვალს ჩამოიყვანეს, ტერორისტი, რომლის გადმოცემაც საქართველომ უკრაინას მკვლელობის გამო მოსთხოვა, 2011 წლის 1 მაისს  თბილისის აეროპორტიდან თურქეთში გაუშვეს. 

2012 წლის იანვარსა და თებერვალში აჰმედ ჩატაევის სახელზე რეგისტრირებული პასპორტით მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთიდან კიდევ ორჯერ გადმოკვეთა, 2017 წლის იანვარში კი საქართველო რუსლან ისმაილოვის სახელზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის პასპორტით დატოვა.

ამავე წლის იანვარსა და თებერვალში ჩატაევმა საქართველოს საზღვარზე 6-ჯერ ორი სხვადასხვა დოკუმენტით ისარგებლა. მარტში კი მის სახელზე კიდევ ერთი პასპორტი ჩნდება და ის თურქეთიდან დევიდ მეიერის სახელით ჩამოფრინდა. ამ პასპორტით ჩატაევმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2012 წელს 9-ჯერ გადაკვეთა, მათ შორის ბოლოს ლაფანყურის სპეცოპერაციამდე 10 დრით ადრე, ქვეყანაში სარფის საბაჟოს გავლით დაბრუნდა. 

შსს-ს მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, ის ლაფანყურში დაჯგუფებასთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენეს. საეჭვო იყო ისიც, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილი ჩატაევი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი მესაზღვრეებმა, სასამართლოს განუცხადეს, რომ ჩატაევს იარაღი თავად ჩაუდეს. სწორედ ეს გახდა მის მიმართ 2013 წელს დევნის შეწყვეტის მიზეზი.

საქართველოსა და აშშ-ს ამხანაგური შეხვედრა რაგბში, საბავშვო ევროვიზია და აბრეშუმის გზის ფორუმი. სამი მასშტაბური ღონისძიება ტარდებოდა საქართველოში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც აჰმედ ჩტაევი ტერაქტებს გეგმავდა. ჩანაწერებიდანაც ირკვევა, რომ მისი სამიზნე ხალხმრავალი ადგილები და დიპლომატიური უწყებები უნდა ყოფილიყო.

აჰმედ ჩატაევი საქათველოს ტერაქტების სერიით, ჯერ კიდევ 2015 წელს დაემუქრა, მას შემდეგ, რაც კონტრტერორისტულმა ცენტრმა აიუფ ბორჩაშვილი დააკავა - იმამი, რომელიც ჩატაევის მთავარი მოკავშირე იყო და ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად საქართველოდან ახალგაზრდები მიჰყავდა.

ჩატაევი მის გათავისუფლებას და თურქეთის ტერიტორიაზე გადაყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერაქტებს აანონსებდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოდან სირიაში წასული ISIS-ის მებრძოლები, საქართველოში მყოფ თანამოაზრეებს კონკრეტულ დავალებებს აძლევდნენ.

საფრთხე რომ რეალური იყო, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო წლებში მიღებული ინფორმაციისა და გატარებული ღონისძიებების შეფასებით უკვე კარგად იცოდა. სწორედ ამიტომ, პანკისის ხეობასა და თბილისში დაიგეგმა დაკავების ოპერაცია, უსაფრთხოების სამსახურს ჩატაევის მოკავშირეები ცოცხლები და ინფორმაციის მიმწოდებელი სჭირდებოდათ, თუმცა, დავალებაზე გასულმა სპეცრაზმელებმა სალოსის ქუჩის გამოცდილებით, კარგად იცოდნენ, რომ წინააღმდეგობაც მოსალოდნელი იყო.

28 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. იმავე დღეს იოსებ გოგაშვილმა განაცხადა, რომ დუმილის დარღვევის დრო დადგა და „ნაციონალური მოძრაობა“ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. 

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. 

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

25 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი

პრემიერ-მინისტრის გზავნილები ნათელია, საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის რეალური ისტორია აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, „ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას სტატიის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო

25 თებერვალი 2020, 15:18

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიის ანალიზების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სეზონური ვირუსი, H1N1 დაუდგინდა.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 15:17

საქართველო

დავით ზალკალიანი: ნატოს მომავალი წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს

ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო, როგორც ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, ყველაფერს ასრულებს და ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს მომავალი წევრობისთვის - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ტოივო კლაარი

25 თებერვალი 2020, 15:02

საქართველო

ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ტოივო კლაარი ამ პოსტზე 2021 წლის 28 თებერვლამდე დარჩება.

25 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2020, 14:55

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი

გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე, იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ სამართალმემკვიდრეები იმ გმირი იუნკრების, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიაში შეხვედრაზე.

25 თებერვალი 2020, 14:35

ძალოვნები

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ყარალაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. "ქრონიკის " ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.

25 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მკვლელობა

25 თებერვალი 2020, 14:31

ძალოვნები

ადვოკატი: დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძალადობის მსხვერპლია

„ამ ბავშვზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაკავებულის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ან ლინდე
დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ზალკალიანმა ლინდეს გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

გიორგი ვოლსკი: სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რადგან საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა.

25 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი გორის სამხედრო ბაზას ეწვია

დღევანდელ დღეს თავდაცვის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის მუზეუმი გახსნა. ამ მუზეუმში ინახება კვინიკაძის ხანჯალი და შინდისის გმირების მუნდირები. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა ჯარისკაცებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, სამხედროებმა კი სალომე ზურაბიშვილს სუვენირი აჩუქეს.

ფეზბურთის ფედერაცია

25 თებერვალი 2020, 14:18

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. მთავარ სიახლეს მეოთხე ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა წარმოადგენს, რის შემდეგაც ეს გათამაშება ორ წრედ ჩატარდება.

ტიტეცუ ვატანაბე

25 თებერვალი 2020, 14:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ტიტეცუ ვატანაბე 112 წლისა გარდაიცვალა. თებერვლის დასაწყისში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, ის ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც კაცად. ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს ქალაქ ჯეცუში დაიბადა.

25 თებერვალი 2020, 14:05

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი, ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ბესო ქვარცხავა

25 თებერვალი 2020, 14:00

ძალოვნები

პროკურორი: განაჩენით დასტურდება, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ბასრი საგნის გამოყენებით, მიხეილ კალანდიამ მიაყენა

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, აწ უკვე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, - ამის შესახებ ხორავას საქმის პროკურორმა, ბესო ქვარცხავამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი წოწკოლაური; ბესარიონ სიმონიშვილ

25 თებერვალი 2020, 13:54

საქართველო

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 13:42

სპორტი

კორონავირუსის საფრთხის გამო „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

პირველ მარტს იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. იტალიის სპორტის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო. ბოლო მონაცემებით, იტალიაში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 231-ს მიაღწია.

25 თებერვალი 2020, 13:32

საქართველო

სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი ჩამქრალია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ წუთებში ტერიტორიას მეხანძრე-მაშველები ტოვებენ. დაიწვა დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია. ცეცხლის ლოკალიზება გუშინვე მოხდა. ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ჯერ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი ტყის მასივზე გავრცელდა.

თენგიზ კალანდია

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

თენგიზ კალანდია: სიმართლის დადგენას ან ომი უნდა, ან რევოლუცია - სხვანაირად არაფერი გვეშველება

საქართველოში არაფრის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს, არც სასამართლო, არც პროკურატურა. ყველაფერი განადგურებული და ყველაფერი წყალწაღებულია, - ამის შესახებ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.