imedi /  02 თებერვალი 2020, 23:56 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: პარტნიორებთან კომუნიკაციის აქტიურ ფაზაში ვართ

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, მიუხედავად იმ წერილებისა, რომელიც ხელისუფლებამ ამერიკელი პოლიტიკოსებისგან მიიღო, ფაქტი, რომელსაც ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, ის არის, რომ ასეთი წარმატებული და მაღალ დონეზე საქართველოსა და აშშ-ს შორის უთიერთობა აქამდე არ ყოფილა. ამის შესახებ კახა კუჭავამ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

კუჭავას განცხადებით, ამ  ოფიციალურად გაცხადებული დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლებისთვის თითოეული წერილი საყურადღებოა და უნდა გაირკვეს მიზეზი, თუ რატომ დაიწერა ასეთი წერილი. აქვე კუჭავა ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში წერილებში ჩანს,  დეზინფორმაცია ჩანს.

„თქვენ [ტვ იმედს] გქონდათ საინტერესო სიუჟეტები თუ როგორ ხდება მანიპულირება ინფორმაციით, ფაქტების არასწორად მიწოდებით, ე.წ. ფეიკნიუსებით. არის შემთხვევები, რომლებსაც სამწუხაროდ ადგილი აქვს და როგორც ჩანს გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს ეს, ყველაზე ვერ ვიტყვით. განსაკუთრებით მათზე, რომელთაც კონკრეტული მიზნები ამოძრავებდათ როდესაც ეს წერილები იწერებოდა, მაგალითად „ფრონტერას“ საქმეს ვგულისხმობ“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

რაც შეეხება ახლა მმართველი გუნდის მიერ ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, კახა კუჭავა ამბობს, რომ იყო აქტიური ურთიერთობა, საინტერესო ვიზიტები და აქტიური კომუნიკაცია და დღესაც აქტიურ ფაზაში არიან:

„მნიშვნელოვანია, როცა პირადად ვხვდებით და პირადად ვსაუბრობთ ამ საკითხებზე. ერთია წერილით გამოგზავნილი, მეორეა როდესაც პირადად გიხსნის რა არის ამის გამოგზავნის საფუძველი. ეს ტენდენცია სამწუხაროდ არის არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპარლამენტშიც. ჩემი ვიზიტის დროს ეს ძალიან კარგად იგრძნობოდა და პირად საუბრებშიც ჩანდა ის, რომ თვითონაც ხვდებიან, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული და ამის საფუძველზე გააკეთეს დასკვნები. თუმცა სწორედ ამის გამოც ვიყავით ჩასული, გვქონდა ცალკეული შეხვედრები, სადაც კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობდით“, - განაცხადა კახა კუჭავამ და დასძინა, რომ „ძალიან რთულია ებრძოლო ყალბ ინფორმაციას“. 

რაც შეეხება უცხოელი პარნტიორების მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკას პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასთან დაკავშირებით, კუჭავა ამბობს, რომ ეს საკითხი „იმაზე მეტად არ უნდა გავაბუქოთ, ვიდრე რეალობას წარმოადგენს“

„ეს არის საქართველოს პარლამენტი და ისე როგორც ყველა პარლამენტში კონკრეტული კანონპროექტი გამოდის და დეპუტატები იღებენ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს თუ არ დაუჭიროს. ანუ არანაირ არაკანონიერ ქმედებს ადგილი არ აქვს.

ის, რომ ეს იყო დაპირება და დაპირება ვერ შეასრულო პარტიამ იყო სიურპირიზი გუნდის წევრებისთვის - უმრავლესობის უმრავლესობისთვის, მაგრამ ამის გამოყენება საფუძვლად, რომ თუნდაც შემდეგი არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, ან მოგეცეს მიზეზი, რომ შეიჭრა პარლამენტის შენობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყება, ან იძალადო პოლიციელზე, რომლის ფაქტების არის - ეს არის ის საკითხები, რომელზეც ვერსადროს იქნება ოპოზიციის მხრიდან გამართლება.

ჩვენ გავეცით პირობა, პირობა ვერ შესრულდა. იმის სააუბარი და მტკიცება, რომ ამბოხი არ იყო და მათი ნება იყო - ფაქტი არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა და შესაბამისი ხმები ვერ დააგროვა. ის მოცემულობა, რომ კანონპროექტი ვერ გავიდა, აძლევს ვინმეს საფუძველს, რომ არალეგიტიმური გზით მოითხოვოს პარლამენტში შეჭრა, მთავრობის გადაგდება? ის, რომ უკეთესი იქნებოდა გვეუბნებიან, დიდი მადლობა, ეს მეც ვიცი და ვწუხვარ, რომ ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც მომხრე ვარ პროპორციული სისტემის, არ იქნებოდა დღეს ეს მოცემული რეალობა.

ყველა სიახლე

დავით გოგიჩაიშვილი

29 თებერვალი 2020, 11:12

საქართველო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი სუსის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გოგიჩაიშვილის მამის განცხადებით, მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. „არანაირი განმარტება ჩვენთვის არ მოუციათ. რა ხდება, ჯერ არ ვიცით. ბორჯომში დაუკავებიათ ქრთამის აღებისთვის. ვისგან და რისთვის, არაფერი ვიცით“, - აცხადებს ბრალდებულის მამა დავით გოგიჩაიშვილი.

სუსი ბექა ჯიჭონაია

29 თებერვალი 2020, 11:02

ძალოვნები

სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

მარინა ეზუგბაია

29 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

მარინა ეზუგბაია თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

Facebook

29 თებერვალი 2020, 10:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3D ფოტოების შექმნის ფუნქცია იაფფასიან სმარტფონებზეც აამოქმედა

Facebook-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდე 2018 წელს აამოქმედა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ორკამერიანი სმარტფონების მფლობელებს შეეძლოთ. ახლა კი კომპანიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტოს სამგანზომილებიან გამოსახულებად გადაქცევა იქნება შესაძლებელი.

Google

29 თებერვალი 2020, 10:23

მსოფლიო

თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Google-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა

„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

29 თებერვალი 2020, 10:08

ძალოვნები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ნადირობა

29 თებერვალი 2020, 10:02

ძალოვნები

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება, 1-ლი მარტიდან კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით.

დაკავება

29 თებერვალი 2020, 09:56

ძალოვნები

ყოფილ მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობით მუქარის ბრალდებით დუშეთში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

დუდლი 29 თებერვალი

29 თებერვალი 2020, 09:48

ტექნოლოგიები

Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა

საძიებო სისტემა Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულია წარწერა, რომელიც ციფრებს 28, 29 და 1-ს შეიცავს. ასე Google-ში ხაზს უსვამენ, რომ 29 თებერვალი კალენდარული თვისა და ზამთრის ბოლო დღეა.

საბერძნეთი თურქეთი

29 თებერვალი 2020, 09:29

მსოფლიო

მედია: საბერძნეთმა ნატოში თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას ვეტო დაადო

ნატოში საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ვეტო დაადო თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ბერძნული მედია ავრცელებს.

სლოვაკეთი არჩევნები

29 თებერვალი 2020, 09:16

მსოფლიო

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სლოვაკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 5,4-მილიონიან ქვეყანაში ხმის მიცემის უფლებით 4,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს. არჩევნებში 24 პარტია მონაწილეობს. 150-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად მათ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

29 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

არსებული ინფორმაციით, მას გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კორონავირუსი ქუთაისის აეროპორტი

29 თებერვალი 2020, 08:55

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება. სამედიცინო კონტროლი გაიარეს სალონიკისა და რიგის ავიარეისებით ჩამოსულმა მგზავრებმა. მათი თქმით, ექიმებმა ტემპერატურა გაუზომეს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ დაუფიქსირდათ.

ადელ ჰენელი

29 თებერვალი 2020, 08:31

კულტურა

საფრანგეთში რომან პოლანსკის საუკეთესო რეჟისორად დასახელებას ქალი მსახიობების პროტესტი მოყვა

„სეზარის“ პრემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში რომან პოლანსკის გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ქალმა მსახიობმა დაჯილდოების ცერემონია პროტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლანსკის გვარის გამოცხადების შემდეგ დარბაზი მსახიობმა ადელ ჰენელმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ დატოვეს.

კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 08:19

მსოფლიო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427, სამხრეთ კორეაში კი 594 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებამ კი 47 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 835-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 251-ს შეადგენს.

მოლაპარაკებები

29 თებერვალი 2020, 08:06

საქართველო

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაახლოებით ექვსსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ოპოზიციის ერთი ნაწილი კვლავ რადიკალურია, მეორე ნაწილი კი კონსენსუსის რესურს ხედავს. მმართველი გუნდის განცხადებით, მათ კიდევ რამდენიმე ვერსია განიხილეს და, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტში 4 მარტს უნდა იყოს ინიცირებული.

არჩილ თალაკვაძე

29 თებერვალი 2020, 01:51

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, პოლიტიკური ძალები ახლოს ვართ კომპრომისულ შეთანხმებასთან

ციფრებსა და პროცენტებზე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა. ოპოზიციამ იცის მოლაპარაკების რა პირობები არის მაგიდაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ჩვენი პირობა შემდეგ დიალოგზე, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთა.

ირაკლი კობახიძე

29 თებერვალი 2020, 01:34

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი შეთავაზება რაციონალური და სამართლიანი დოზით ყველა პარტიის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი ძალის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი, რასაც მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში.

ირანელი პაციენტი კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 01:12

ტაბლოიდი

ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული მედია წერს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს. „ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, - წერს გამოცემა.

ჯეკი ჩანი

29 თებერვალი 2020, 01:11

მსოფლიო

ჯეკი ჩანი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს

პოპულარული ჩინელი მსახიობი და რეჟისორი ჯეკი ჩანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.