imedi /  04 თებერვალი 2020, 23:45 / სანდო წყარო

ბაქრაძე: აშშ-ის კერძო სექტორი სწორად ხედავს ჩვენს სტრატეგიულ მნიშვნელობას შემდგომი ინვესტირებისთვის

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

ჩვენ ვნახეთ გასული წლის განმავლობაში როგორ იზრდებოდა აშშ-დან ინვესტიციების რაოდენობა, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ გადაცემა „არენაში“ განაცხადა. 

„თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით ბოლო წელმა კიდევ უფრო გააძლიერა ამ საკითხზე საუბრების დინამიკა ვაშინგტონში. ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უნიკალური ისტორიული დოკუმენტი საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო, რომელშიც პირდაპირ არის მოწოდება, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ.

ვნახეთ, არაერთი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის და სხვათა სტატიები, მოსაზრებები, რომლითაც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიესალმებიან. ეს თანამიმდევრულობა გამოიხატება ჩვენს საქმიანობაშიც“, - განაცხადა ელჩმა.

დავით ბაქრაძის თქმით, მნიშნვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ისთვის პრიორიტეტული იყო და რჩება იმ დიდ სახელმწიფოებთან სავაჭრო შეთანხმებები, როგორიც არის კანადა და მექსიკა, ჩინეთი, ევროკავშირი და ა.შ.

„სწორედ ამის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, მოიძებნა ადგილი დისკუსიისთვის და ამის ირგვლივ აზრი კონსოლიდირებულია. აუცილებლად გაჩნდება სივრცე, მათ შორის, სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, რომელიც მეტ დროს დაუთმობს სწორედ ამ დოკუმენტის წინ წაწევას.

ჩვენ ვნახეთ გასული წლის განმავლობაში როგორ იზრდებოდა აშშ-დან ინვესტიციების რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ მივიღეთ ინვესტიციები გასულ წელს ისეთ ინფრასტრუქტურულ და მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიც ფოთის პორტია. კერძოდ, აშშ-ის საგარეო ინვესტირების კორპორაციამ 50 მილიონით დააფინანსა ფოთის პორტის გაფართოება, კერძო სექტორიდან „ტრამომ“ 30 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელა ბათუმის პორტში. ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული კვანძის ფუნქციას და მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, სწორად ხედავენ საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას მათი შემდეგომი ინვესტირებისთვის, აქტიურობისთვის. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ საქართველო და ეს მიმართულება აშშ-სთვის პრიორიტეტულად დარჩება“, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ. 

ყველა სიახლე

ზაზა ავალიანი

28 თებერვალი 2020, 13:00

საქართველო

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში 15 ადამიანს აკვირდებიან

საკარანტინო სივრცის დამატების აუცილებლობა ეპიდემიის გავრცელებისთანავე შეიქმნა. იზოლირებულ ფლიგელში დაკვირვების ქვეშ ამჟამად იმყოფება 15 მოქალაქე, აქედან 1 პირი იტალიის, ხოლო დანარჩენი 14 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც შემოყვანილი არიან, როგორც აეროპორტიდან, ასევე სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა ავალიანმა განუცხადა.

კობი-გუდაურის გზა

28 თებერვალი 2020, 12:46

ძალოვნები

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განხადებით, ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია.

28 თებერვალი 2020, 12:44

მსოფლიო

ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელი: აშშ მოწადინებულია, რეგიონში რუსული მავნე გავლენის ფონზე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეინარჩუნოს

აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს უფლებას, თავისუფალი იყოს რუსეთის კიბერთავდასხმებისგან, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა, ჰარი კამიანმა. „აშშ მოწადინებულია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეინარჩუნოს რეგიონში რუსული მავნე გავლენის ფონზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ჰარი კამიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 12:39

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქი სამხედროები, რომლებიც სირიის ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ, „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ. ამის შესახებ რუსეთის მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. „27 თებერვალს დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში თურქი სამხედროები სირიის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. თურქი სამხედროები ტერორისტული ფორმირებების საბრძოლო რიგებში იმყოფებოდნენ“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

28 თებერვალი 2020, 12:34

ძალოვნები

სოფელ დარჩელში ავარიაში გარდაცვლილებს შორის ცოლ-ქმარია

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ავარიისას გარდაცვლილთა შორის ცოლ-ქმარია. ავარიას სულ 3 ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილში, რომელიც ბორდიურს შეეჯახა, სულ 4 ადამიანი იჯდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

28 თებერვალი 2020, 12:30

ძალოვნები

არსებული ინფორმაციით, ჭოპორტში კაცმა დედა და და მოკლა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

28 თებერვალი 2020, 12:24

საქართველო

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი მოხალისეები 14 გამშვებ პუნქტზე თერმო-სკრინინგის პროცესში ჩაერთვებიან.

ციხე

28 თებერვალი 2020, 12:09

ძალოვნები

ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

ადვოკატების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას 4 ადამიანი მიმართავს, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

28 თებერვალი 2020, 11:58

მსოფლიო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ორმა გემმა გეზი სირიის სანაპიროს მიმართულებით აიღო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ორმა ფრეგატმა, სირიის სანაპიროს მიმართულებით აიღო გეზი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ალექსეი რულევზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადა

28 თებერვალი 2020, 11:55

ტაბლოიდი

კანადა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის უსაფრთხოებას აღარ დაიცავს

კანადის მთავრობა არ უზრუნველყოფს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას უსაფრთხოებას მას შემდეგ, რაც ისინი სამეფო ოჯახს გამოეყოფიან. მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კანადში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათ დაცვას კანადის პოლიცია უზრუნველყოფდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახს ოფიციალურად 31 მარტს დატოვებენ. კანადა ვალდებული იყო, მათი უსაფრთხოება დაეცვა თუმცა ეს მას შემდეგ შეწყდება, რაც მათი სტატუსი შეიცვლება.

28 თებერვალი 2020, 11:43

მსოფლიო

თურქეთის მოთხოვნით ნატო საგანგებო კონსულტაციებს გამართავს

თურქეთის მოთხოვნით ნატო საგანგებო კონსულტაციებისთვის შეიკრიბება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატოს საგანგებო კონსულტაციის მოწვევა ნატოს წესდების მე-4 მუხლის თანახმად მოხდება. სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

თორნიკე რიჟვაძე

28 თებერვალი 2020, 11:37

საქართველო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: რეგიონში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონის მასშტაბით სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი, - ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ.

განათლების სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 11:16

საქართველო

სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

უწყების ცნობით, ელექტრონული ფორმით ტესტირება 6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება ( დღეში 2-2 სესია). პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი იქნება. რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.

ბორკილები

28 თებერვალი 2020, 11:08

ძალოვნები

ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა.

საჩხერის სასტუმრო

28 თებერვალი 2020, 11:05

საქართველო

ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს სამმა მოქალაქემ საჩხერის საკარანტინო ზონა უკვე დატოვა

საჩხერეში, სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქიდან სამმა დაწესებულება უკვე დატოვა. სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, აღნიშნულმა პირებმა სასტუმრო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვეს და საკუთარ საცხოვრებლებში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მარინა ეზუგბაია

28 თებერვალი 2020, 10:51

საქართველო

ინფექციური საავადმყოფოს 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება. კლინიკის დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხდადებით, ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოკვლეულთაგან 11 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მათ უახლოეს საათებში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. 9 პაციენტის ანალიზი აღებულია და ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზეა გადაგზავნილი.

28 თებერვალი 2020, 10:40

ძალოვნები

სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახური

28 თებერვალი 2020, 10:39

საქართველო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ავსტრიის პოლიციის ატაშეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშეს საქართველოში გერალდ რიხარდ ჰიორმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ბელარუსი

28 თებერვალი 2020, 10:07

მსოფლიო

ბელარუსში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ბელარუსში კორონავისურის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი ირანელ ტურისტს დაუდგინდა. ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 39 წლის ქალს აქვს, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონიდან დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახური

28 თებერვალი 2020, 09:53

ძალოვნები

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ოთხი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ -ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენა.