07 თებერვალი 2020, 22:05 / სანდო წყარო

ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ანგარიშში დადებითად შეაფასა

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.

ანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ განათლების პრიორიტეტად გამოცხადება და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფა. 2022 წლისთვის განათლებაზე დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.

ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს, როგორც ახალგაზრდებს, ასევე, ზრდასრულებს. 

დოკუმენტში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველო მიღწევები ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, კერძოდ, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს გაწევრიანდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) და დარეგისტრირდა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR). 

ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით აგრძელებს მონაწილეობას უმაღლესი განათლების მიმართულებით Erasmus+-ის პროგრამაში.  ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა საერთაშორისო მობილობის თვალსაზრისით  და 141 მონაწილე ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს. 

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია, რომ  2019 წლის სექტემბერში საქართველოში  ევროპული სკოლის პროექტის ფართომასშტაბიანი განხორციელება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც თავს მოუყრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს და მათ მულტიკულტურულ გარემოზე, ევროპულ ღირებულებებზე, მშვიდობაზე,  ტოლერანტობაზე,  დაფუძნებულ   უნიკალურ კურიკულუმს შესთავაზებს.

მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველომ დაიწყო  „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის (Policy Support Facility, PSF) ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების თანამიმდევრული იმპლემენტაცია.  რეკომენდაციები ითვალისწინებს პერსპექტიული კვლევითი სფეროების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრას; მეცნიერებისა და ბიზნესის კავშირების მხარდაჭერას; ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამეცნიერო ინსტიტუციების, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის წახალისებას.  

ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, როდესაც 2019 წლის სექტემბერში  ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის EURAXESS-ის ქსელს შეუერთდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მიღწევა ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში. 

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია კულტურის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი კამპანია (საქართველო, ევროპა), რომლის მიზანია საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ჩვენი ქვეყნის  “Europalia”-ში მონაწილეობისთვის მზადება.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში რიგით მეოთხე დოკუმენტია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული ანგარიშის საფუძველზე მოხდება საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მომდევნო წლებისთვის.

ყველა სიახლე

ბორკილები

28 თებერვალი 2020, 11:08

ძალოვნები

ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა.

საჩხერის სასტუმრო

28 თებერვალი 2020, 11:05

საქართველო

ჩინეთიდან ჩამოყვანილმა საქართველოს სამმა მოქალაქემ საჩხერე უკვე დატოვა

საჩხერეში, სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქიდან სამმა დაწესებულება უკვე დატოვა. სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, აღნიშნულმა პირებმა სასტუმრო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვეს და საკუთარ საცხოვრებლებში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მარინა ეზუგბაია

28 თებერვალი 2020, 10:51

მსოფლიო

ინფექციური საავადმყოფოს 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება. კლინიკის დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხდადებით, ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოკვლეულთაგან 11 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მათ უახლოეს საათებში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. 9 პაციენტის ანალიზი აღებულია და ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზეა გადაგზავნილი.

28 თებერვალი 2020, 10:40

ძალოვნები

სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახური

28 თებერვალი 2020, 10:39

საქართველო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ავსტრიის პოლიციის ატაშეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშეს საქართველოში გერალდ რიხარდ ჰიორმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ბელარუსი

28 თებერვალი 2020, 10:07

მსოფლიო

ბელარუსში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ბელარუსში კორონავისურის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი ირანელ ტურისტს დაუდგინდა. ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 39 წლის ქალს აქვს, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონიდან დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახური

28 თებერვალი 2020, 09:53

ძალოვნები

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ოთხი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ -ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენა.

28 თებერვალი 2020, 09:34

ძალოვნები

ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 09:28

მსოფლიო

ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც სამშობლოში რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, დაავადებული საავადმყოფოში, იზოლირებულ ბლოკში დაკვირვების ქვეშ ორშაბათიდან იმყოფება და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

ამინდი

28 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 2 მარტიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია ნავარაუდები, ხოლო მთლიანად საქართველოში გამოდარებას სინოპტიკოსები 2 მარტიდან ელოდებიან.

თელავი

28 თებერვალი 2020, 09:01

საქართველო

კახეთში, სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში 10-მდე მეხანძრე-მაშველი პრევენციის მიზნით იმყოფებოდა. თეთრიწყლების შემდეგ, გუშინ საღამოს ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის სოფელ აკურაშიც. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაო დღეს დილიდან განახლდა.

ნათია თურნავა

28 თებერვალი 2020, 09:00

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ბაქოში იმყოფება

ეკონომიკის მინისტრი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ბაქოში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მიქაელ ჯაბაროვთან. მხარეებმა ერთობლივი ლოგისტიკური და ენერგეტიკული პროექტები განიხილეს, რომლებიც, მინისტრის შეფასებით, საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდება.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 08:56

ტექნოლოგიები

რა არის კორონა და რით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან?

რა არის კორონა და რით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან? სპეციალისტები განმარტავენ, როდესაც გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კორონავირუსი გაქვთ და არც დაინფიცირება ნიშნავს აუცილებლად მძიმე შედეგს. როგორც ყველა სხვა გრიპს, კორონასაც აქვს რისკ ჯგუფები და წესები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობას ექვემდებარება. 33 ათასზე მეტი გამოჯანმრთელების შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით.

ენგური

28 თებერვალი 2020, 08:50

საქართველო

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა

კორონავირუსის გამო, სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა. ე.წ.-მა მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.

28 თებერვალი 2020, 08:40

საქართველო

ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ მგზავრებს, რომლებიც რისკჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან მოდიან. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია. მგზავრებს საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთისთანავე ამოწმებენ და იმ შემთხვევაში, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, კლინიკაში გადაჰყავთ და კვლევას უტარებენ.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსმა 44 ადამიანი იმსხვერპლა

კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 ათას 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 ათას 832-ს შეადგენს. 2 ათას 22-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ევროპარლამენტი

28 თებერვალი 2020, 08:30

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი შეხვედრებისა და პლენარული სესიების გამართვის საკითხს განიხილავს

კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი შეხვედრებისა და პლენარული სესიების გამართვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი სერიოზულად განიხილება და უფრო მეტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

28 თებერვალი 2020, 08:15

მსოფლიო

აშშ: მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა

იდლიბის პროვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს“, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ნატოელ მოკავშირე თურქეთს. მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა”, - წერია განცხადებაში.

28 თებერვალი 2020, 08:00

მსოფლიო

სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, თურქ სამხედროებს შორის არიან მძიმედ დაშავებულებიც.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 01:05

მსოფლიო

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების ჯანდაცვისა და გარემოს ეროვნულ ცენტრში გააკეთეს. არსებული ინფორმაციით, საუბარია კაცზე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.