07 თებერვალი 2020, 12:14 / სანდო წყარო

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების რეალური შანსი აქვს

კახა კალაძე

კახა კალაძე

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც რეალურად აქვს შანსი, მოიპოვოს მყარი უმრავლესობა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

„გამოსავალი არის ის კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას. თუ ისინი არ დათანხმდებიან, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით, რომელიც არის დემოკრატიული, კონსტიტუციური. სხვათა შორის, ამ სისტემით მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო დაპატრონებული ყველაფერს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი - მოიპოვოს მყარი უმრავლესობა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ოპოზციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირმა დასკვნა  გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას, სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო დისკუსიებისა და კონსენსუსის საგანი უნდა იყოს.

ყველა სიახლე

ტატო გრიგალაშვილი

22 თებერვალი 2020, 22:36

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე რუსი სპორტსმენის დამარცხებით ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურცაევი დაამარცხა. დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი 21 თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:28

საქართველო

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. ინფორმაცია უწყების Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:14

საქართველო

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ირანის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ.

გიორგი ახვლედიანი

22 თებერვალი 2020, 21:34

საქართველო

გიორგი ახვლედიანი: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი მასში დიდ ნეგატივს შეიტანს

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი განაყოფიდან, მათთან გაერთიანების შემთხვევაში რომელიმე თუ გადაწყვეტს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ეს ფაქიზი, ფრთხილად შეკოწიწებული მაგიდა უბრალოდ აფეთქდება“, - ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა „შაბათის ქრონიკაში“ ჟურნალისტის კითხვას, დაჯდება თუ არა ვანო მერაბიშვილი საარჩევნო ცვლილების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან

გია გაჩეჩილაძე

22 თებერვალი 2020, 21:30

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა არ შეიძლება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არასტაბილურობისკენ არიან მიმართულნი და არჩევნები საერთოდ აინტერესებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

აქცია ევროპული საქართველოს ოფისთან

22 თებერვალი 2020, 21:01

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდა აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარტიის შესასვლელთან სტიკერები გააკრეს. ისინი დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდასა და საპარლამენტო მანდატების დატოვებას ითხოვენ.

22 თებერვალი 2020, 20:58

საქართველო

ვაკეში საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23-29 თებერვალს საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე შეიცვლება: ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა; ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

წოლჭიმი

22 თებერვალი 2020, 20:46

სპორტი

მანჩესტერის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმში აჰმად რაზმაზარმა ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, წოლჭიმში მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე აჰმად რაზმაზარმა 80კგ.წონით კატეგორიაში 186 კილოგრამი ასწია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრი წოლჭიმში მანჩესტერში 20 თებერვალს დაიწყო და 24-ში დასრულდება.

ილია მეორე

22 თებერვალი 2020, 20:41

საქართველო

ილია მეორე: ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს”, - ეს სიტყვები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე თქვა.

ქეთევან გაიპარაშვილი

22 თებერვალი 2020, 20:25

სპორტი

თბილისში, სუპერთასის მატჩს ქალი მსაჯი ეყოლება

სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.

სირია

22 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

სირია საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებენ. ამის შესახებ სააგენტო SANA სირიის არმიის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად განიხილავს, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

ნატო გაფართოება

22 თებერვალი 2020, 19:40

მსოფლიო

მაიკლ ბირნბაუმი: აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის უთანხმოება ნატო-ს გაფართოებას ეხება

ყველაზე მწვავე უთანხმოება, რომელიც აშშ-ში ბერნი სანდერსა და დემოკრატების უფრო ცენტრისტ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებობს, ნატო-ს გაფართოებას ეხება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი მაიკლ ბირნბაუმი წერს. ის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ბერნი სანდერსის მრჩეველს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრს რო ხანას ესაუბრა.

ანდრეს კნაპე

22 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული

„ბოლო წლებში, მედიისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო სირიაში, ერაყსა და აფრიკაში არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიტუაცია არსებობს ევროპის შიგნითაც, სადაც რუსეთის მიერ ტერიტორიები არის ოკუპირებული“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყვითელი ჟილეტების“ აქცია

22 თებერვალი 2020, 19:07

მსოფლიო

პარიზში ყვითელჟილეტიანების ლიდერი ერიკ დრუე დააკავეს

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დამფუძნებელი და ლიდერი ერიკ დრუე დღეს საფრანგეთის დედაქალაქში დააკავეს. ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს. ინციდენტი საგამოფენო ცენტრ პორტ-დე-ვერსალში მოხდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მივიდა.

Auschwitz Memorial Complex

22 თებერვალი 2020, 18:29

კულტურა

ოსვენციმის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ Amazon-მა ანტისემიტური წიგნები გაყიდვიდან ამოიღოს

ოსვენციმის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია Amazon-ის ხელმძღვანელ ჯეფ ბეზოსს სთხოვს, რომ გაყიდვიდან ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნები ამოიღოს. ამის შესახებ კომპლექსის ადმინისტრაციამ Twitter-ზე დაწერა. „მომწამლავი, ზიზღით სავსე ნაცისტების პროპაგანდა იყიდება არა მხოლოდ Amazon-ზე, არამედ ბრიტანეთში და აშშ-ში, გერმანიაში“, - ნათქვამია მიმართვაში. ასეთი წიგნების ამოღება გაყიდვიდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 18:10

მსოფლიო

აშშ რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში დაუსაბუთებელი შეთქმულების თეორიები ვრცელდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების უკან აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური ბიურო დგას. ამ კამპანიის მიზანი კი აშშ-ის იმიჯის შელახვაა.

ანდრეს კნაპე

22 თებერვალი 2020, 18:05

საქართველო

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდა

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ანდრეს კნაპე ოკუპაციის მუზეუმში ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს წევრის თამარ ტალიაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ანდრეს კნაპემ დაგმო საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ლაშა ხუციშვილი

22 თებერვალი 2020, 17:46

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით 2022 წლამდე ცვლილება არ იგეგმება

სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სპეკულაციაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი Facebook- ზე წერს. მისი თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, თუმცა არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 10 და 15 ლარი უნდა გახდეს.

ქეთევან ციხელაშვილი

22 თებერვალი 2020, 17:35

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა არის უმთავრესი საკითხი

„დღის წესრიგიდან არ მოვხსნით თემას, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, კონკრეტულმა პირებმა, ვისაც რაიმე თანამონაწილეობა მიუძღვით ამ საშინელ დანაშაულში“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა წილკანში, ჟურნალისტებს განუცხადა. ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა არის უმთავრესი, ძალიან პრინციპული საკითხი.

ოქროს ზოდები

22 თებერვალი 2020, 17:29

მსოფლიო

ინდოეთში გეოლოგებმა 3 ათასი ტონა ოქრო იპოვეს

ინდოეთში გეოლოგებმა დიდი რაოდენობით ოქრო იპოვეს, რომელიც ქვეყნის ოქროს მარაგს 5-ჯერ აღემატება. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 3 ათას ტონა ოქროს უტარ-პრადეშის შტატში, სონბჰადრას ოლქში მიაკვლიეს