07 თებერვალი 2020, 08:28 / სანდო წყარო

სერგი კაპანაძე: ოდირს არ უთქვამს, რომ ჩვენი შეთავაზება არაკონსტიტუციურია

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა კარგი ამომავალი წერტილია იმისთვის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, დასკვნაში არსად არის ნათქვამი, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„გარდა იმისა, რომ ოდირს თავის რეკომენდაციებში არ უთქვამს, რომ ჩვენი შეთავაზებები არის არაკონსტიტუციური, მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილიც, რომ უნდა შედგეს შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე. ეს არის კარგი ამომავალი წერტილი, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენთან და დასავლელ პარტნიორებთან ერთად დაჯდეს და შევთანხმდეთ საარჩევნო სისტემაზე“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ სააარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირმა დასკვნა  გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას, სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო დისკუსიებისა და კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. 

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

28 თებერვალი 2020, 13:26

საქართველო

თეა წულუკიანი: თუ ეს კომპრომისი ვერ მოიძებნა, დასანანი იქნება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ მოკლე ვადაში ვერ შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შემდეგ რა თქმა უნდა, ყველა ამ მოდელის ფარგლებში წამართავს საარჩევნო კამპანიას, რაც დღეს არის. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. „რა თქმა უნდა, ყველანი ამ მოდელის ფარგლებში წარვმართავთ კამპანიას იმისთვის, რომ საქართველოში მორიგი მაღალი ხარისხის არჩევნები ჩატარდეს“.

გიორგი მარგველაშვილი

28 თებერვალი 2020, 13:05

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრაზე: დუშეთის ბაზარში ეს მეც მითხრეს, მაგრამ კონსულტაციები არ მქონია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დუშეთის მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრაზე საუბრისას ამბობს, რომ ასეთი კონსულტაციები არ ჰქონია. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს რომ ჩავედი დუშეთის ბაზარში, ეს მეც მითხრეს, მაგრამ კონსულტაციები არ მქონია. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონებს, რომლებმაც დუშეთის ბაზარში ეს მითხრეს და მხარი დამიჭირეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიღაბი

28 თებერვალი 2020, 13:01

საქართველო

„საქართველოს ფოსტამ“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით პირბადის გაგზავნა აკრძალა

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია, დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში და ასევე მითითებულია, რომ მსგავს შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება.

ზაზა ავალიანი

28 თებერვალი 2020, 13:00

საქართველო

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში 15 ადამიანს აკვირდებიან

საკარანტინო სივრცის დამატების აუცილებლობა ეპიდემიის გავრცელებისთანავე შეიქმნა. იზოლირებულ ფლიგელში დაკვირვების ქვეშ ამჟამად იმყოფება 15 მოქალაქე, აქედან 1 პირი იტალიის, ხოლო დანარჩენი 14 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც შემოყვანილი არიან, როგორც აეროპორტიდან, ასევე სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა ავალიანმა განუცხადა.

მონღოლეთის პრეზიდენტი ხალტმაგინ ბატულგა

28 თებერვალი 2020, 12:53

მსოფლიო

მონღოლეთის პრეზიდენტი 14-დღიან კარანტინში მოათავსეს

ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი ხალტმაგინ ბატულგა 14-დღიან კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მონღოლეთის პრეზიდენტი ჩინეთში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი და მისი დელეგაციის წევრები პრევენციის მიზნით 14-დღიან იზოლაციაში მოათავსეს.

კობი-გუდაურის გზა

28 თებერვალი 2020, 12:46

ძალოვნები

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განხადებით, ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია.

28 თებერვალი 2020, 12:44

მსოფლიო

ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელი: აშშ მოწადინებულია, რეგიონში რუსული მავნე გავლენის ფონზე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეინარჩუნოს

აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს უფლებას, თავისუფალი იყოს რუსეთის კიბერთავდასხმებისგან, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა, ჰარი კამიანმა. „აშშ მოწადინებულია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეინარჩუნოს რეგიონში რუსული მავნე გავლენის ფონზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ჰარი კამიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 12:39

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქი სამხედროები, რომლებიც სირიის ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ, „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ. ამის შესახებ რუსეთის მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. „27 თებერვალს დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში თურქი სამხედროები სირიის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. თურქი სამხედროები ტერორისტული ფორმირებების საბრძოლო რიგებში იმყოფებოდნენ“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

28 თებერვალი 2020, 12:34

ძალოვნები

სოფელ დარჩელში ავარიაში გარდაცვლილებს შორის ცოლ-ქმარია

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ავარიისას გარდაცვლილთა შორის ცოლ-ქმარია. ავარიას სულ 3 ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილში, რომელიც ბორდიურს შეეჯახა, სულ 4 ადამიანი იჯდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

28 თებერვალი 2020, 12:30

ძალოვნები

არსებული ინფორმაციით, ჭოპორტში კაცმა დედა და და მოკლა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

28 თებერვალი 2020, 12:24

საქართველო

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი მოხალისეები 14 გამშვებ პუნქტზე თერმო-სკრინინგის პროცესში ჩაერთვებიან.

ციხე

28 თებერვალი 2020, 12:09

ძალოვნები

ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

ადვოკატების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას 4 ადამიანი მიმართავს, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

28 თებერვალი 2020, 11:58

მსოფლიო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ორმა გემმა გეზი სირიის სანაპიროს მიმართულებით აიღო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ორმა ფრეგატმა, სირიის სანაპიროს მიმართულებით აიღო გეზი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ალექსეი რულევზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადა

28 თებერვალი 2020, 11:55

ტაბლოიდი

კანადა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის უსაფრთხოებას აღარ დაიცავს

კანადის მთავრობა არ უზრუნველყოფს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას უსაფრთხოებას მას შემდეგ, რაც ისინი სამეფო ოჯახს გამოეყოფიან. მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კანადში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათ დაცვას კანადის პოლიცია უზრუნველყოფდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახს ოფიციალურად 31 მარტს დატოვებენ. კანადა ვალდებული იყო, მათი უსაფრთხოება დაეცვა თუმცა ეს მას შემდეგ შეწყდება, რაც მათი სტატუსი შეიცვლება.

28 თებერვალი 2020, 11:43

მსოფლიო

თურქეთის მოთხოვნით ნატო საგანგებო კონსულტაციებს გამართავს

თურქეთის მოთხოვნით ნატო საგანგებო კონსულტაციებისთვის შეიკრიბება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატოს საგანგებო კონსულტაციის მოწვევა ნატოს წესდების მე-4 მუხლის თანახმად მოხდება. სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

თორნიკე რიჟვაძე

28 თებერვალი 2020, 11:37

საქართველო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: რეგიონში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონის მასშტაბით სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი, - ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ.

განათლების სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 11:16

საქართველო

სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

უწყების ცნობით, ელექტრონული ფორმით ტესტირება 6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება ( დღეში 2-2 სესია). პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი იქნება. რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.

ბორკილები

28 თებერვალი 2020, 11:08

ძალოვნები

ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა.

საჩხერის სასტუმრო

28 თებერვალი 2020, 11:05

საქართველო

ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს სამმა მოქალაქემ საჩხერის საკარანტინო ზონა უკვე დატოვა

საჩხერეში, სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქიდან სამმა დაწესებულება უკვე დატოვა. სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, აღნიშნულმა პირებმა სასტუმრო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვეს და საკუთარ საცხოვრებლებში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მარინა ეზუგბაია

28 თებერვალი 2020, 10:51

საქართველო

ინფექციური საავადმყოფოს 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება. კლინიკის დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხდადებით, ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოკვლეულთაგან 11 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მათ უახლოეს საათებში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. 9 პაციენტის ანალიზი აღებულია და ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზეა გადაგზავნილი.