06 თებერვალი 2020, 22:12 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ეუთო/ოდირის დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ქვეყნის სუვერენული არჩევანი უნდა იყოს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება. არჩილ თალაკვაძის თქმით, დოკუმენტში ცალსახად არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყნის სუვერენული არჩევანი უნდა იყოს.

„იქ საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს, როგორც შერეულ, ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს ქვეყნის სუვერენული არჩევანი უნდა იყოს “, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობა 2016 წელს დადო და შეასრულა კიდეც, როდესაც ეს საკითხი კონსტიტუციაში აისახა. ის შეთავაზება კი, რომელსაც ხელისუფლება ამჟამად სთავაზობს ოპოზიციას, კომპრომისული და დაბალანსებულია.

„ჩვენ დავდეთ პირობა 2016 წელს, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე, და 2017-2018 წლებში ეს პირობა შევასრულეთ, ვინაიდან ავსახეთ კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და რომ ეს გადასვლა მოხდებოდა 2024 წელს. დღეს, ოპოზიციას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და ჩვენ გვაქვს კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ეს არის დაბალანსებული, კომპრომისული მოდელი და ვფიქრობ, ოპოზიციაც ემზადება, რომ შემდგომი დიალოგის ფარგლებში განხილვა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ოპოზციის მიერ შეთავაზებულ სააარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირმა დასკვნა  გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას, სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო დისკუსიებისა და კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. 

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2020, 11:45

ძალოვნები

კახეთში სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ, არის მსხვერპლი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ. შემთხვევის შედეგად, 35-წლამდე ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი

26 თებერვალი 2020, 11:42

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მოთამაშეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ

შერმადინმა თბილისში შვეიცარიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში 23 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. მაკფადენმა კი ბელგრადში, სერბეთის ეროვნულ გუნდთან მოპოვებულ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა და მატჩი 33 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომა

26 თებერვალი 2020, 11:38

საქართველო

კახა კალაძე: ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობასა და არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე

მისივე თქმით, საქმე ეხება გლდანში, ბოჭორიშვილი-ხიზაბავრისა და ხარაძის ქუჩებზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშოებს, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. კალაძის განცხადებით, შესრულებული სამუშაოები იმდენად უხარისხოა, რომ კომპანიას მოუწევს, სამუშაოები თავისი ხარჯებით განახორციელოს.

მარინა ეზუგბაია

26 თებერვალი 2020, 11:27

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში 13 პაციენტს აკვირდებიან

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 3 ირანის მოქალაქეა, 1 ჩინეთის, ხოლო დანარჩენი 9 საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

26 თებერვალი 2020, 11:12

ეკონომიკა

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თეთრი სახლი

26 თებერვალი 2020, 11:10

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „იმ პირების ქმედებები და პოლიტიკა, რომელებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს უკრაინაში, საფრთხეს უქმნის უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე რუსეთის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, კვლავ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.

26 თებერვალი 2020, 11:00

საქართველო

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის მერია სოფელ დიღომში ბინების აშენებას გეგმავს

თბილისის მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი სოფელ დიღომში განხორციელდება და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 5616 კვ. მეტრს შეადგენს.

ალენ ჟუიე

26 თებერვალი 2020, 10:57

საქართველო

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი Russia Today-ს წამყვანი გახდება

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი გადაცემას გეოპოლიტიკის საკითხებზე წაიყვანს. Russia Today-ს ფრანგულენოვანი არხის ხელმძღვანელის, ქსენია ფიოდოროვას განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ამ გაქანების ადამიანი რუსული სახელმწიფო ტელეარხის რედაქციაში იმუშავებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

მერიამ საშენი მასალების შენახვის მხრივ 415 კანონდარღვევა გამოავლინა

მერის ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა.

26 თებერვალი 2020, 10:20

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში მოპედის ქურდობისთვის ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:18

საქართველო

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებს

საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს. გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიური ცვეთით.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:11

საქართველო

თბილისის ავტოპარკს 126 ახალი ავტობუსი შეემატება

„თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. გამოყოფილი იყო თანხები და გამოცხადებული იყო 12-მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია - Tegeta Motors-ი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ს მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში“, - განაცხადა მერმა.

26 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინების ტესტირება დაიწყო

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Therapeutics-მა, რომელიც მასაჩუსეტსშია ბაზირებული, კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია სატესტოდ გაგზავნა. ვაქცინა 42 დღეში შექმნეს მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში ჩინელმა მეცნიერებმა ვირუს COVID_19-ს გენეტიკური მონაცემები წარმოადგინეს.

26 თებერვალი 2020, 10:04

ძალოვნები

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში ჯარი ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული - ახალი, გაცივებული) შეისყიდის.

ფორუმი

26 თებერვალი 2020, 09:56

ეკონომიკა

თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება

დღეს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“, ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

26 თებერვალი 2020, 09:45

ძალოვნები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაზე ორი კომპანიიის ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

აჭარის ტელევიზია

26 თებერვალი 2020, 09:36

საქართველო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი მოთხოვნების დოკუმენტზე მუშაობს და მენეჯმენტს ოფიციალურად დღეს მიმართავს.

ტოდ უოლტერსი

26 თებერვალი 2020, 09:24

საქართველო

ტოდ უოლტერსი: საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორია

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ტოდ უოლტერსმა წარუდგინა.

თამბაქო

26 თებერვალი 2020, 09:18

საქართველო

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თუთუნის დაფასოების სტანდარტზე იმსჯელებს

პარლამენტში დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი თემა თამბაქოს კონტროლი იქნება. გურამ მაჭარაშვილისა და გოგა გულორდავას ინიციატივა თუთუნის დაფასოების სტანდარტის დაწევას გულისხმობს. დეპუტატები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ეს ცვლილება თამბაქოს ფასის ზრდას არ გამოიწვევს.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 09:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში, სულ მცირე, 30-ი მილიონის ზარალს განიცდის. თუმცა, როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა.