07 თებერვალი 2020, 16:48 / სანდო წყარო

ლუიზა ვინტონი: მეამაყება, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში

ლუიზა ვინტონი

ლუიზა ვინტონი

„მეამაყება, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ადამიანის უფლებების ორგანიზაციასთან ერთად მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში, რისთვისაც დაფინანსება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოჰყვეს. გვახარებს, რომ საკითხს ასეთი მაღალი პრიორიტეტულობა ენიჭება საქართველოს მთავრობის მხრიდან,“ – ასე ეხმაურება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას პოსტს ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.

Proud that @UNDPGeorgia is supporting development of #Georgia’s new #humanrights strategy, together with @UNHumanRights, with funding from @NorwayMFA & @EUinGeorgia, and delighted to see it given such high priority by @GovernmentGeo https://t.co/mNcR7kbDXf

— Louisa Vinton (@LouisaVinton) February 7, 2020

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამის შესახებ Twitter-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც ვრცლად საკითხს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

„წელს ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ახალ ეტაპზე გადავდივართ. 2012 წლიდან საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან ადამიანის უფლებების ახალ სტრატეგიაში მათი მხარდაჭერის გასათვალისწინებლად,“- წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების ახალ, გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში გამოყენებული იქნება ყველა შესაძლო პლატფორმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის გატარების დროს ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული. წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი,“- განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის შეხვედრებზე სხვადასხვა დაპირისპირებული მხარე ზის და გასაკვირია არაა, რომ მერაბიშვილიც იყოს

ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპრაკებებზე თუ მოვა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გამო რამდენიმე ქვეყანამ პანდემიური მზადყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიური მზადყოფნის გეგმაზე საუბრობს. გამყრელიძის განმარტებით, აქვს ასევე ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

24 თებერვალი 2020, 13:27

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

24 თებერვალი 2020, 13:20

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს

ზალკალინი სიტყვით გამოვა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში, სადაც ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ უმძიმეს ვითარებაზე.

ევროკავშირი

24 თებერვალი 2020, 13:18

მსოფლიო

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს. Euronews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:17

ძალოვნები

ბორჯომში სასტუმროდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

24 თებერვალი 2020, 13:16

ძალოვნები

პოლიციელსა და მის ავტომობილზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ბექა ნაცვლიშვილი

24 თებერვალი 2020, 13:12

საქართველო

ბექა ნაცვლიშვლი: მინისტრები თავს უფლებას აძლევენ, არ მოვიდნენ პარლამენტში და დეპუტატების კითხვებს არ უპასუხონ

„გასაგებია მინისტრების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ესაა უმრავლესობის პასუხისმგებლობა, რადგან უმრავლესობა საკუთარ თავს პატივს არ სცემს. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე არ სცემს პარლამენტს პატივს, რომ მინისტრები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, არ მოვიდნენ და კითხვებს პასუხები არ გასცენ", - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

იაგო ხვიჩია: დიალოგი აუცილებელია, რათა ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს

დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მთავრობა გამოიჩენს სერიოზულობას და დაპირებული პროპორციული სისტემის მისაღებად ნაბიჯებს გადადგამს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მონა ლიზა

24 თებერვალი 2020, 13:06

კულტურა

რუბიკის კუბისგან აწყობილი „მონა ლიზას“ რეპროდუქცია €480,200 ათასად გაიყიდა

„მონა ლიზას რუბიკის“ ნამუშევარი 2005 წელს ანონიმურმა ფრანგმა მხატვარმა ააწყო, რომელიც Invader-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. მას ჯოკონდას ასაწყობად 330 კუბი დასჭირდა. „მონა ლიზას რუბიკი“ მისი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.

ქვიშის ქარიშხალი

24 თებერვალი 2020, 13:02

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს. BBC-ის ცნობით, ტენერიფეს და გრან-კანარიას კუნძულების სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ასეთი სიტუაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 13:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: ჟენევაში ჩემ გამოსვლაში კიბერუსაფრთხოების საკითხზე ვისაუბრებ

„აუცილებლად გვექნება ამაზე საუბარი ეუთოს ფორმატებში და ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, რათა ამ უკანონო ქმედებაზე მოხდეს ყურადღების გამახვილება და შემდგომი პრევენცია“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბაჩო ხურციძე

24 თებერვალი 2020, 12:44

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე მისვლას არ აპირებს. ხურციძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე კლუბების ხელოვნურად შექმნასა და ამ გზით საარჩევნო ხმების მოპოვებაში დაადანაშაულა.

24 თებერვალი 2020, 12:43

ძალოვნები

პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსში დაცვის სამსახურმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა

„შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“- აცხადებენ შსს-ში.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 12:32

საქართველო

დავით ზალკალიანი: საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს

„მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. მყისიერი ზომები მივიღეთ ჩინეთთან და ირანთან მიმართებაში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციაში ვართ. იტალიაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაშია ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოც იყოს ჩართული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 12:19

საქართველო

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს გადაწყვეტილება დღეს დილით აცნობა. მთავარ მიზეზად მაჭავარიანმა დაასახელა ის, რომ დეპუტატების კითხვებს გასულ კვირას მინისტრის საათის ფარგლებში უპასუხა. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გააპროტესტეს, ლევან გოგიჩაიშვილმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გურამ ჩალაგაშვილი

24 თებერვალი 2020, 12:19

ძალოვნები

სასამართლომ გურამ ჩალაგაშვილს 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც 12 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აჭარის ტელევიზია აქცია

24 თებერვალი 2020, 12:10

საქართველო

აჭარის ტელევიზიასთან მოძრაობა „ალტერნატივამ“ საპროტესტო აქცია გამართა

აჭარის ტელევიზიასთან მოძრაობა „ალტერნატივამ“ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა პირზე შავი ლენტები აიკრეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ჯუნა ბახტაძის თქმით, არხზე ხალხის ხმა აღარ ისმის და ამიტომ ის სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ მიერ არჩეული პირები ტელევიზიაში ცენზურას ამკვიდრებენ.

24 თებერვალი 2020, 12:06

ძალოვნები

მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მდინარე მტკვარში, დღეს შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პლანეტა

24 თებერვალი 2020, 12:06

ტექნოლოგიები

აღმოაჩინეს პლანეტა, სადაც 1 წელი მხოლოდ 18 საათს გრძელდება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა „ცხელი იუპიტერების“ კლასიდან, რომელიც თავისი ვარსკვლავის ირგვლივ ერთ სრულ შემოვლას სულ რაღაც 18 საათის განმავლობაში ასრულებს.