06 თებერვალი 2020, 11:36 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირმა ძალიან მძიმედ დატუქსა ოპოზიცია, რაც ძალიან უხერხულია

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ეუთო/ოდირმა დატუქსა ოპოზიცია და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული სასამართლო ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ტყუილი გაიშიფრა. „თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ ამ თემას, რომელსაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას, რომ არაკოსნტიტუციურია და ამაზე მოჭიდება და საზოგადოების მოტყუება არის ძალიან დიდი სირცხვილი. ძალიან მძიმედ დატუქსა ეუთო/ოდირმა ოპოზიცია, ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“", - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეუთო/ოდირში გაიგზავნა პრაქტიკულად დამახინჯებული „გერმანული მოდელი“ ავღანური ელემენტებით, რადგან მისი განმატებით, „გერმანულ მოდელს“ არ ახასიათებს მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2020, 00:08

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას კიდევ ერთხელ პასუხობს

კვლავ დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არიან ძალები, ვისაც ეს საერთოდ არ აწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

20 თებერვალი 2020, 23:50

საქართველო

დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში საქართველოს ელჩებად სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია დაინიშნენ

ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016წწ. გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

Take On Me

20 თებერვალი 2020, 23:36

კულტურა

​ვიდეორგოლმა Take On Me ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

ნორვეგიულმა ტრიომ სიმღერა 1895 წელს ჩაწერა, MTV Music Awards-ზე რგოლმა 6 ჯილდო მიიღო. Youtube-ზე კი რგოლი 2010 წელს ატვირთეს. 2020 წელს მას დღეში საშუალოდ 480 ათასი მნახველი ჰყავს. ჯგუფმა ამ წარმატების შესახებ Twitter-ზე დაწერა. ეს 80-იან წლებში გადაღებული მხოლოდ მეორე ვიდეოა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ათწლეულის პირველი რეკორდსმენი ლეგენდარული როკ-ჯგუფის Guns N' Roses-ის კომპოზიცია Sweet Child O' Mine გახდა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 23:18

საქართველო

ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ჩვენ მეგობრები ვართ, მოვგვარდებით

ყველა ჩემ მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც არ არის. მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე მას ვთვლი ჩემ საუკეთესო მეგობრად, მე ყველას აზრს მოვისმენ, ჩემ რჩევას მივცემ და შევეცდები ჩემი აზრი გავაზიარებინო და ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით, - ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 22:23

საქართველო

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესის მთავარი მონაწილე იქნება, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს

მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ პარტიაში გავერთიანები- ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა. თუმცა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ადასტურებს, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს.

ანდრეი რუდენკო

20 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

რუსეთისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

რუსეთს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ადმინისტრაციისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ზელენსკისა და ზურაბიშვილის 9 მაისის საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

20 თებერვალი 2020, 21:56

თემა

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსის ინფექცია მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. შესაბამისად, ამ პრობლემის გარშემო ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ახლად გავრცელებული ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია და ეს პათოგენი ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ თეორიის უბრალოდ უგულებელყოფა არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქალაქში ასეთი ინსტიტუტი ნამდვილად არსებობს და იქ საშიშ ინფექციებზეც ნამდვილად მუშაობენ. საინტერესოა, რამდენად რეალურია შეთქმულების ეს თეორია? რა ხდება სინამდვილეში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში?

ირანი-აშშ

20 თებერვალი 2020, 21:52

მსოფლიო

აშშ-მა ირანის სასანქციო სია გააფართოვა

„ტრამპის ადმინისტრაცია არ მოითმენს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს, რომელიც ირანის რეჟიმის მავნე დღის წესრიგს ემსახურება. ვაშინგტონის ეს ზომა ააშკარავებს მაღალი რანგის ჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ირანელ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას არ აძლევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 21:51

მსოფლიო

უკრაინა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმებს გმობს

„რუსეთმა კვლავ აჩვენა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2015 წლიდან უკრაინის ეროვნული ინფრასტრუქტურისა და სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ მძლავრი კიბერშეტევები განხორციელდა რუსეთის მიერ, რომელიც აქტიურად იყენებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აგრესიული ჰიბრიდული ომის წარმართვისთვის. უკრაინა მხარს უჭერს იმას, რომ ისინი, ვინც კიბერთავდასხმებს ახორციელებენ, პასუხი აგონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე

20 თებერვალი 2020, 21:35

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით.

გრიგორი კარასინი

20 თებერვალი 2020, 21:31

მსოფლიო

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში პრაღაში გაიმართება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. ამის შესახებ „ქრონიკას“ გრიგორი კარასინმა განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე განსახილველი ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, თუმცა ჯერჯერობით მან ეს საკითხები არ დააკონკრეტა.

20 თებერვალი 2020, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შვეიცარიის გუნდთან მატჩით დაიწყო. თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 79:79 დასრულდა. ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 96:88 გაიმარჯვეს.

გრიგორი კარასინი

20 თებერვალი 2020, 21:18

მსოფლიო

გრიგორი კარასინი: სერგეი ლავროვი თბილისში დაგეგმილ მინისტერიალს სავარაუდოდ არ დაესწრება

„რუსეთს არ აქვს მიზეზი მინისტერილში მონაწილეობაში ეჭვის შესატანად. აი, მონაწილეთა დონე - ეს სხვა საკითხია. შეიძლება იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რუსეთის ელჩი ევროპის საბჭოში. ეს ფართო მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ ჩამოვა მინისტერიალზე. ახსენებენ მინისტრს და სხვა პირებს. დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება.

20 თებერვალი 2020, 21:14

საქართველო

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მორიგი აქცია გაიმართა

აქციები მას შემდეგ ტარდება, რაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიში ამ ფორმით გააწყვეტინეს. არჩილ თალაკვაძე იმ დროს ოკუპაციაზე საუბრობდა.

20 თებერვალი 2020, 20:49

საქართველო

ესტონეთის საგარეო უწყება კიბერშეტევაზე: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად

კიბერთავდასხმები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული სხვა აქტიური ზომები მიუღებელია და უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 თებერვალი 2020, 20:31

საქართველო

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ქიქოძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია იმართება

ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე იმყოფებიან გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ასევე იური ვაზაგაშვილის და.

მამუკა ბახტაძე

20 თებერვალი 2020, 20:28

საქართველო

მამუკა ბახტაძე: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამსახურების მიერ განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს

„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის სამსახურებმა დაგეგმეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი მოქალაქეების არსებობის შერყევას და ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს“, - წერს მამუკა ბახტაძე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 20:19

საქართველო

ლიეტუვა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს მავნე კიბერაქტივობები საქართველოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირაკლი ჩიქოვანი

20 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მსოფლიოს მხრიდან

კიბერშეტევა, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 20:03

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის უპასუხისმგებლო და მავნე კიბერაქტივობები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას

ვუერთდებით საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აკისრებს, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.