07 თებერვალი 2020, 12:33 / სანდო წყარო

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

7 თებერვალს, სხვადასხვა სახის სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის, ნიშნიანიძის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნათაძის, ხვინგიას, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ჭილაძის, ცოტნე დადიანის და ბეჟანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დიდუბის დასახლების, მექანიზაციის, შერვაშიძის, ხუდადოვის, ჟორდანიას, ბეთაშვილის, ადამიას, კვარაცხელიას, ყუბანეიშვილის, კარტოზიას, ერისთავის, მოლითის, ტოროშელიძის და ხერხეულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნავთლუღის, მახათას, სევანის, დმანისის და მთავარანგელოზის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა სიახლე

მასობრივი ქორწილი ფილიპინები პირბადეები

24 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ფილიპინებზე მასობრივი ქორწილის 440 მონაწილეს ცერემონიაზე პირბადეები ეკეთა

ეს პრევენციული ზომები კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღეს. ქალაქ ბაკოლოდში წელს 220 წყვილი დაქორწინდა. ღონისძიება ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 00:35

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი სურვილია, რომ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ჰკითხეს.

სოზარ სუბარი

24 თებერვალი 2020, 00:11

საქართველო

სოზარ სუბარი: აღმოჩნდა, რომ არამხოლოდ კიბერთავდასხმისგან, მსოფლიო რუსული აგრესიისგან არ არის დაცული

„კიბერთავდასხმისგან ასი პროცენტით დაცვის შესაძლებლობა დიდ ქვეყნებსაც არ აქვთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა. ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედების შედეგია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 00:10

მსოფლიო

აშშ-ში დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი გაიზარდა

ტრამპის მოწონების რეიტინგი 49%-ს შეადგენს, ხოლო მის საქმიანობას უარყოფითად 48% აფასებს. ამგვარად ტრამპის საქმიანობას, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურა გამოიარა, დადებითად საშუალოდ 43.3% ფასებს, მისი საქმიანობით უკმაყოფილო კი 52.2%-ია.

მდინარე ფარავანი

23 თებერვალი 2020, 23:50

ძალოვნები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მდინარე ფარავნის ადიდების შესახებ აფრთხილებს

„მდინარის ადიდების გამო, გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოზარ სუბარი

23 თებერვალი 2020, 23:33

საქართველო

სოზარ სუბარი: ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდება

„ვერანაირ საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან, იმიტომ რომ მათი გაერთიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელია ეს ძალები დადგნენ და დაიწყონ: „აი ამ ადამიანს დავუჭიროთ მხარი“. ცალკე კიდე არც ერთს არ აქვს იმის რესურსი, რომ მოიგოს რომელიმე მაჟორიტარული ოლქი. რესურსი რომ ჰქონდეთ, მაშინ აღარც უნდა ითხოვდნენ არც სრულად პროპორციულს, არც რაიმე ცვლილებას“, - აღნიშნა სუბარმა.

ნინო ბურჯანაძე

23 თებერვალი 2020, 23:31

საქართველო

მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილს მხარს არ დაუჭერს

ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ისეთი კანდიდატი დააყენოს, რომლის მიმართაც საზოგადოებას პრეტენზიები ნაკლებად, ან საერთოდ არ ექნება, ასეთ კანდიდატად ვანო მერაბიშვილი ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, როდესაც მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციის კონსულტაციების კონტექსტში დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ნინო ბურჯანაძე

23 თებერვალი 2020, 23:06

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას. ის არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ლიდერი და არამგონია რომელიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის რომელიმე ორგანიზაციაში გადაწყვეტს შესვლას, მაინცდამაინც პოლიტიკურ ლიდერად ის მაგიდასთან გამოგზავნოს. იმიტომ რომ ეს იქნება უბრალოდ ხელოვნურად მაგიდის ჩაშლის მცდელობა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გურამ თუშიშვილი

23 თებერვალი 2020, 22:44

სპორტი

გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გადამწყვეტ შეხვედრამდე თუშიშვილმა ალიშერ იუსუპოვი, შაკარმამად მირმამადოვი, მინჯონგ კიმი და რაფაელ სილვა დაამარცხა. თუშიშვილის გარდა დიუსელდორფის გრან პრიზე ოქროს მედალი ქართველი ძიუდოისტებიდან ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

წოლჭიმის ნაკრები

23 თებერვალი 2020, 22:27

საქართველო

წოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებიდან საქართველოს ნაკრები 2 მედლით ბრუნდება

საქართველოს წოლჭიმის ნაკრები მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან 2 მედლით ბრუნდება. აკაკი ჯინჭარაძე 107კგ.წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აჰმად რაზმაზარმა ამავე ტურნირზე ოქროს მედალი 80კგ.წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ნიკოლ ფაშინიანი

23 თებერვალი 2020, 22:21

მსოფლიო

კორონავირუსის საფრთხის გამო სომხეთი ირანთან საზღვრას 2 კვირით კეტავს

ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა. „პატივცემულო თანამემამულენო, მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს ორი კვირით ჩაიკეტოს საზღვარი ირანთან. ასევე შეწყდება ავიამიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის და ირანთან საზღვარზე ხალხის შემოშვება“, - დაწერა ფაშინიანმა.

კალათბურთი საქართველო სერბეთი

23 თებერვალი 2020, 22:00

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 48-41 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა მოახერხა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

23 თებერვალი 2020, 21:46

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი. იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ხარაგაული

23 თებერვალი 2020, 21:20

საქართველო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხარაგაულში, ობიექტზე დასაქმებული ადგილობრივების მოთხოვნით, ჩინელი კოლეგები სხვა ობიექტზე გადაიყვანეს

სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტიდან ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებულების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩინეთის მოქალაქეები ბორითში გადაიყვანა.

ბექა ღვინიაშვილი

23 თებერვალი 2020, 21:16

სპორტი

ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მამადლი მეჰდიევი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი, ღვინიაშვილმა ყირგიზი ერლან შეროვი და შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვთან წააგო.

მიწისძვრა

23 თებერვალი 2020, 21:00

მსოფლიო

თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიში დაფიქსირდა. მიწისძვრის მაგინტუდის სიმძლავრემ 5.9 შეადგინა. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე არ ვრცელდება. დღესვე, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სახანძრო მანქანა

23 თებერვალი 2020, 20:50

ძალოვნები

დიდ ლილოში ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია

მეხანძრეები დიდ ლილოში ხანძარს აქრობენ. ცეცხლი უკიდია ბალახს და ბუჩქებს. ადგილზე სამი მანქანა მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილის გარშემო დასახლებული პუნქტი ან ტყე არ არის.

საბურთალო

23 თებერვალი 2020, 20:36

სპორტი

„საბურთალომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. თემურ შალამბერიძის მომზადებულმა გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სუპერთასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ვენეციის კარნავალი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

ვენეციის კარნავალი კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდება

BBC -ის ინფორმაციით, ვენეციის კარნავალი გახსნის დღეს, 23 თებერვალს საღამოს დასრულდება, თავდაპირველი გეგმით კი ღონისძიება 25 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 132-ს მიაღწია.

იტალია

23 თებერვალი 2020, 20:00

საქართველო

საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები.