06 თებერვალი 2020, 13:04 / სანდო წყარო

მთის ფონდიდან სხვადასხვა მიმართულების პროექტებს 20 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, ხოლო მეორე 10 მილიონი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს მოხმარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფონდის თანხა განაწილდება „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად. 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აშენდება და აღიჭურვება რძის გადამამუშავებელი ორი საწარმო. ასევე, დაგეგმილია ექვსი კოოპერატივის თანადაფინანსება და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული რძის საწარმოსათვის საოფისე ინვენტარისა და რძის მზიდი ორტონიანი ავტომანქანის შეძენა.

სამინისტროს ცნობით, ფონდის თანხა მოხმარდება სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის” ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული ღვინის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსებას და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული რძის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შეძენასა და გადამამუშავებელ-შემნახველი საწარმოების პროექტირებას.

საქართველოში მთის სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246,012 მოქალაქე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია, როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები, მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით. 

ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ესაა საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები. 

გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ  შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია. სტრატეგიის   მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე. 

ყველა სიახლე

ტომ კრუზი

29 თებერვალი 2020, 14:09

კულტურა

ტომ კრუზი ვენეციაში საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი და ფილმ „შეუსრულებელი მისიის“ გადამღები ჯგუფის სხვა წევრები კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტომ კრუზი ვენეციაში ფილმის რამდენიმე სცენის გადასაღებად ჩავიდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაღებები შეწყდა, მსახიობები კი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

29 თებერვალი 2020, 13:40

საქართველო

საჩხერის საკარანტინო ზონაში დარჩენილ პაციენტებს ვირუსის ნიშნები არ აქვთ

საქართველოში, ჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 31 მოქალაქე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. ვირუსის ნიშნები არცერთ პაციენტს არ აღენიშნება.

არდადეგები

29 თებერვალი 2020, 13:35

საქართველო

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

29 თებერვალი 2020, 13:31

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვლადიმერ პუტინს მოვუწოდე, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან მოსკოვს თურქი და სირიელი სამხედროების დაპირისპირებაში ჩარევისგან თავის შეკავება ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ქუთაისი ტურნირი

29 თებერვალი 2020, 13:15

სპორტი

ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო

ქუთაისის ,,აია არენაზე" საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დაიწყო. ტურნირი ტრადიციულია და უკვე მეოთხე წელია იმართება. მასში იმერეთის რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული.

ამირან გამყრელიძე

29 თებერვალი 2020, 13:12

საქართველო

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაატა იმნაძე

29 თებერვალი 2020, 13:04

საქართველო

პაატა იმნაძე: ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისივე თქმით, კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ ეს ისევ მათი ოჯახების საკეთილდღეოდ კეთდება.

საფონდო ბირჟა ზარალი

29 თებერვალი 2020, 12:46

ეკონომიკა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს

ყველაზე დიდი დანაკლისი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა. მან 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა. Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა. 9,1 მილიარდი დაკარგა LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ, 9 მილიარდი კი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.

პრინცი ჰარი და ჯონ ბონ ჯოვი

29 თებერვალი 2020, 12:25

კულტურა

პრინცმა ჰარიმ ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად სიმღერა ჩაწერა

მათ სიმღერა Unbroken შეასრულეს, რომელიც მუსიკოსმა სამხედრო ვეტერანების შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის To Be of Service 2019 წელს დაწერა. სინგლის პრემიერა მარტში, „უძლეველთა თამაშებზე“ შედგება. პრინცმა ჰარიმ და ჯონ ბონ ჯოვიმ სტუდია Abby Road-ში იმუშავა, ჩაწერამდე კი The Beatles-ის ცნობილი ფოტო გააცოცხლეს.

მიხეილ ჩხენკელი ჰუბერტ ქნირში

29 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

დონალდ ტრამპი

29 თებერვალი 2020, 12:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს მათი მორიგი ტრიუკია. „ახლა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებას შეუდგნენ. საერთოდ არაფერი ესმით. კორონავირუსი კი არა, თავიანთ ხმებს ვერ ითვლიან აიოვაში”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

ლუქსემბურგი ტრანსპორტი

29 თებერვალი 2020, 11:55

მსოფლიო

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტობუსით, მატარებლითა და ტრამვაით მგზავრობისას ბილეთის შეძენა აღარაა საჭირო. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 41 მილიონი ევრო დაუჯდება.

წვიმა ქოლგა ამინდი

29 თებერვალი 2020, 11:33

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ხანძარი თეთრიწყლები

29 თებერვალი 2020, 11:22

ძალოვნები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძრის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება. ვითარებას ძლიერი ქარი აფერხებს, რის გამოც ხანძარსაწინაარმდეგო პროცესი 24-საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს. რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ასვლას ვერ ახერხებს და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მხოლოდ ცეცლმაქრებით ამუშავებენ.

ნათია თურნავა

29 თებერვალი 2020, 11:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის კვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით გოგიჩაიშვილი

29 თებერვალი 2020, 11:12

საქართველო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი სუსის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გოგიჩაიშვილის მამის განცხადებით, მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. „არანაირი განმარტება ჩვენთვის არ მოუციათ. რა ხდება, ჯერ არ ვიცით. ბორჯომში დაუკავებიათ ქრთამის აღებისთვის. ვისგან და რისთვის, არაფერი ვიცით“, - აცხადებს ბრალდებულის მამა დავით გოგიჩაიშვილი.

მარინა ეზუგბაია

29 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

მარინა ეზუგბაია თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

სუსი ბექა ჯიჭონაია

29 თებერვალი 2020, 11:02

ძალოვნები

სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

Facebook

29 თებერვალი 2020, 10:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3D ფოტოების შექმნის ფუნქცია იაფფასიან სმარტფონებზეც აამოქმედა

Facebook-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდე 2018 წელს აამოქმედა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ორკამერიანი სმარტფონების მფლობელებს შეეძლოთ. ახლა კი კომპანიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტოს სამგანზომილებიან გამოსახულებად გადაქცევა იქნება შესაძლებელი.

Google

29 თებერვალი 2020, 10:23

მსოფლიო

თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Google-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა

„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.