04 თებერვალი 2020, 23:44 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე: ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მივაწოდე

დავით ზალკალიანი

„მივაწოდე ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ხელისუფლების მზაობა, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდეს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში განაცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში “German Marshal Fund”-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აშშ-საქართველოს სტატეგიულ პარტნიორობას მიეძღვნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოსა და რეგიონის საკითხზე მომუშავე ექსპერტული წრეების წარმომადგებლები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნირობას და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და სანდო პარტნიორის როლი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა  საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას  ტრანსატლანტიკური უსაფრათხოების უზრუნველყოფის პროცესში.

მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევებსა და სამომავლო ხედვებზე, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში გაწევრიანების გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექნილ ვითარებასა და რუსეთის პოლიტიკაზე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.   შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა სხვადასხვა საკითხებზე ექსპერტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.  

„ეს იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო შეხვედრა,  კარგი შესაძლებლობა, რომ ამერიკის ექსპერტული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე მათ დეტალურად ვესაუბრე როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ოკუპაციიდან, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტეპზე. ბუნებრივია, იმ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვერაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი შემდგომი გაღრმავების გზებს.

„დღეს ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა,  როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მძლავრი იმპულსები მივცეთ  ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რადგანაც ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული მოკავშირე რეგიონში, არა მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით, არამედ იმ რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის და ამერიკისთვის არის ღირებული”, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საპარლამენტო არჩევნებზე მზადების პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპებით და საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას.  

„როდესაც საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საგარეო კუთხით, აუცილებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაშიც, რადგანაც წარმატებული საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება. ბუნებრივია, ამის შესახებ აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი და მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია და არა ხშირ შემთხვევაში  ინფორმაცია, რომელიც  გარკვეულ წილად სუბიექტურ ფაქტორებე არის დაყრდნობილი.  ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით  ეს შეხვედრა ძალიან კარგი და ნაყოფიერი იყო, მივაწოდე ბოლო ინფორმაცია იმ მოლაპარაკების პროცესზე, რაც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მთავარია რომ დიალოგი გახსნილია და ყველა ძალა,  ვინც კი ჩართულია პროცესში, საუბრობს საერთაშორის პარნიორებთან ერთად. ახლა ყველა უნდა მიისწრაფვოდეს იქითკენ,  რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რადგან ქვეყნისთვის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ოკუპაცია და მავთულხლართების გავლება, ქვეყანა არ დადგეს ახალი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ეს 2012 წლის შემდგომ ტარდებოდა, დემოკრატიულად, გამჭირვალედ, ეუთოს სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 4 თებერვალს დაიწყო და 7 თებერვალს დასრულდება. 

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2020, 09:34

ძალოვნები

ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 09:28

მსოფლიო

ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც სამშობლოში რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, დაავადებული საავადმყოფოში, იზოლირებულ ბლოკში დაკვირვების ქვეშ ორშაბათიდან იმყოფება და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

ამინდი

28 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 2 მარტიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია ნავარაუდები, ხოლო მთლიანად საქართველოში გამოდარებას სინოპტიკოსები 2 მარტიდან ელოდებიან.

თელავი

28 თებერვალი 2020, 09:01

საქართველო

კახეთში, სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში 10-მდე მეხანძრე-მაშველი პრევენციის მიზნით იმყოფებოდა. თეთრიწყლების შემდეგ გუშინ საღამოს ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის სოფელ აკურაშიც. ადგილზე 4 სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაო დღეს დილიდან ისევ განახლდა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 08:56

ტექნოლოგიები

რა არის კორონა და რით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან?

რა არის კორონა და რით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან. სპეციალისტები განმარტავენ, როდესაც გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კორონავირუსი გაქვთ და არც დაინფიცირება ნიშნავს აუცილებლად მძიმე შედეგს. როგორც ყველა სხვა გრიპს, კორონასაც აქვს რისკ ჯგუფები და წესები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობას ექვემდებარება. 33 ათასზე მეტი გამოჯანმრთელების შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით.

ენგური

28 თებერვალი 2020, 08:50

საქართველო

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა

კორონავირუსის გამო სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა. ე.წ. მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.

28 თებერვალი 2020, 08:40

საქართველო

ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ მგზავრებს, რომლებიც რისკჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან მოდიან. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია. მგზავრებს საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთისთანავე ამოწმებენ და იმ შემთხვევაში, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, კლინიკაში გადაჰყავთ და კვლევას უტარებენ.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსმა 44 ადამიანი იმსხვერპლა

კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. გასული დღეღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოპდენობამ 2 ათას 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 ათას 832-ს შეადგენს. 2 ათას 22-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ევროპარლამენტი

28 თებერვალი 2020, 08:30

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი შეხვედრებისა და პლენარული სესიების გამართვის საკითხს განიხილავს

კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი შეხვედრებისა და პლენარული სესიების გამართვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი სერიოზულად განიხილება და უფრო მეტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

28 თებერვალი 2020, 08:15

მსოფლიო

აშშ: მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა

იდლიბის პროვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს“, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ნატოელ მოკავშირე თურქეთს. მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა”, - წერია განცხადებაში.

28 თებერვალი 2020, 08:00

მსოფლიო

სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიაში იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მისივე თქმით, თურქ სამხედროებს შორის ასევე არიან მძიმედ დაშავებულები.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 01:05

მსოფლიო

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების ჯანდაცვისა და გარემოს ეროვნულ ცენტრში გააკეთეს. არსებული ინფორმაციით, საუბარია კაცზე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 00:55

მსოფლიო

როგორ დავალაგოთ სახლი კორონავირუსის პრევენციისთვის. რჩევები

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენ ხანს ძლებს კოროვირუსი ზედაპირებზე. თუმცა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგიის პროფესორი სტივენ მორსი ამბობს, რომ რაც ჩვენ ვიცით სხვა კორნვირუსებიდან არის ის, რომ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების უმეტესობა მათ კლავს.

ოლივიე ვ ერანის

28 თებერვალი 2020, 00:47

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: ამ საღამოს კორონავირუსით დაინფიცირების მკვეთრი ზრდის წინაშე დავდექით

„ამ საღამოს კორონავირუსით დაინფიცირების მკვეთრი ზრდის წინაშე დავდექით. 19:00 საათის მდგომარეობით დარეგისტრირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 38 შემთხვევა“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ამჟამად ყველა ზომა ტარდება, რათა კორონავირუსის გავრცელების შეკავება მოხდეს.

28 თებერვალი 2020, 00:45

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

28 თებერვალი 2020, 00:30

მსოფლიო

ქუთაისი-მილანის რეისის არც ერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა

რეისის მგზავრები აცხადებენ, რომ იტალიისა და ესპანეთის რამდენიმე ქალაქში იმოგზაურეს, თუმცა ქალაქებში სიმშვიდეა. მათივე თქმით, ვირუსით გამოწვეული პანიკა არსად შეიმჩნევა. მათივე თქმით, ვირუსის რისკის ზონად მიჩნეულ ქალაქებში არც დახლების დაცარიელება შეიმჩნევა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 00:20

ტექნოლოგიები

ისრაელელ მკვლევართა ჯგუფი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ბოლო სტადიაზეა

ისრაელელი მკვლევართა ჯგუფი, გალილეის კვლევით ინსტიტუტში (MIGAL) კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავების ბოლო სტადიაზეა, - განაცხადა ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, ოფირ აკუნისმა. ამის შესახებ ინფორმაციას i24news.tv-ი ავრცელებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 თებერვალი 2020, 00:06

საქართველო

ბიძინა კულუმბეგოვი: გრიპი უფრო მეტად მკვლელი ვირუსია, ვიდრე - კორონავირუსი

მეტი სიცხადისთვის ციფრებით ვიტვი, თითქოს, გრიპის რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი გვაქვს, არსებობს ვაქცინაც, მაგრამ მარტო წელს, 2019-2020 წლის სეზონში, დღევანდელ დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპით თითქმის, 13 ათასია გარდაცვლილი. ამიტომ დღეის მონაცემებით, გრიპი უფრო მეტი მკვლელი ვირუსია, ვიდრე არსებული კორორნავირუსი, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ კვლავ დაბალი რისკის ქვეყანაა

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კონტროლის ზომები საზღვრებზე, რაც არის ყველაზე აქტიური და ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ შევაჩეროთ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოსვლა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

27 თებერვალი 2020, 23:51

მსოფლიო

რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს. თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს.