04 თებერვალი 2020, 20:37 / სანდო წყარო

ბონი გლიკი: ამერიკელი კონგრესმენები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ

ბონი გლიკი

ბონი გლიკი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილის, ბონი გლიკის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბონი გლიკის თქმით, ქართველ ხალხში დიდ ინტერესს იწვევს ის, თუ რა ხდება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში მაშინ, როცა აშშ-ის კონგრესში, რომლებიც წერილებს უგზავნიან პრემიერ-მინისტრს.

„კონგრესში არის უზარმაზარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს დიდი წინსვლა დემოკრატიის მიმართულებით, რათა იქცეს განვითარებულ დემოკრატიად, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე მთავრობის პოლიტიკის შექმნაში. აშშ-ში გვაქვს განვითარებული დემოკრატია და ხელისუფლების სამი თვალსაჩინო შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები. ჩვენი საკანონმდებლო შტო წარმოდგენილია კონგრესმენებისა და სენატორების მიერ, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართული აშშ-სა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობებისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მიერ კარგი, მყარი პოლიტიკის განხორციელების ადვოკატირებაში.

ისინი მოქმედებენ დამოუკიდებლად და განცალკევებით აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომელსაც მე წარმოვადგენ, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი USAID-ში. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კონგრესის წარმომადგენლებს აწუხებთ საქართველოში მიმდინარე პროცესების ბუნება. მათი ეს ინტერესი კი განპირობებულია მათი და მათი ამომრჩევლების ინტერესით. აღმასრულებელი შტო დამოუკიდებლად მოქმედებს და ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ჩვენი გზები გვაქვს, რომელთაც დიდწილად წარმართავს ჩვენი საელჩო თბილისში და ჩვენი ახალი ელჩი, რომელიც მიმდინარე კვირაში შეუდგა მუშაობას“, - აცხადებს ბონი გლიკი.

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

24 თებერვალი 2020, 14:35

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ პანდემიას აღარ იყენებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ პანდემიას აღარ იყენებს, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ რჩება.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

რომან კაკულია: შევეცადე ფინანსთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მისვლის აუცილებლობაში დამერწმუნებინა

რომან კაკულიას განცხადებით, მან სცადა ფინანსთა მინისტრის დარწმუნება, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ვანო მაჭავარიანი დღეს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე მაინც არ მივიდა.

24 თებერვალი 2020, 14:10

ძალოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა

აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

24 თებერვალი 2020, 14:10

საქართველო

კომპანია „ქოალჯორჯიას“ ინფორმაციით, ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვა და თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება

კომპანია „ქოალჯორჯიას“ წარმომადგენელი მიხეილ სოცკი ძიძიგურის სახელობის შახტის გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს. მისი განცხადებით, კომპანია არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს და შახტის ადმინისტრაციის დახურვა არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. სოცკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელემაც უნდა დადოს დასკვნა ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

24 თებერვალი 2020, 14:08

კულტურა

თბილისის ისტორიის მუზეუმი ია მჭედლიშვილის გამოფენას უმასპინძლებს

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო და ინსტალაცია. გამოფენა მიზნად ისახავს ორიგინალური ფორმისა და იდეის წარდგენას ფართო საზოგადოების წინაშე. გამოფენა 26 თებერვალს გაიხსნება და 10 მარტამდე გაგრძელდება.

რაგბის კავშირი

24 თებერვალი 2020, 14:06

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. ამის მიზეზი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე კვორუმის არარსებობა გახდა. როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია. რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ხმის მიცემის უფლების მქონე 42 სუბიექტი აირჩევს.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 13:53

საქართველო

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია აუცილებლად გავა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ძლიერი მხარდაჭერა გვექნება

დღევანდელ გამოსვლაში აუცილებლად ვისაუბრებ ადამიანის ისეთი ფუნდამენტური ურთიერთობის შეზღუდვის შესახებ, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილება, დაბლოკილი გადასასვლელები, ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაცია, გატაცებები და მკვლელობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:48

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვას აზრი არ აქვს

„ვირუსი საზღვრებთან არ ჩერდება. მიზანშეწონილი არ არის საუბარი იმაზე, რომ იტალიაში ეპიდემიაა. იტალიის ხელისუფლებამ საჭირო ზომები მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ეპიდემია. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

24 თებერვალი 2020, 13:40

საქართველო

როგორია ბორჯომში სასტუმროდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„განსაკუთრებული გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება, თავის და მუცლის ღრუს ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა. ტვინის დაზიანება არ გამოვლინდა. ველოდებით მუცლის ღრუს კვლევის პასუხს“, - განაცხადეს საავადმყოფოში.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის შეხვედრებზე სხვადასხვა დაპირისპირებული მხარე ზის და გასაკვირია არაა, რომ მერაბიშვილიც იყოს

ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპრაკებებზე თუ მოვა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გამო რამდენიმე ქვეყანამ პანდემიური მზადყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიური მზადყოფნის გეგმაზე საუბრობს. გამყრელიძის განმარტებით, აქვს ასევე ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

24 თებერვალი 2020, 13:27

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

24 თებერვალი 2020, 13:20

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს

ზალკალინი სიტყვით გამოვა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში, სადაც ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ უმძიმეს ვითარებაზე.

ევროკავშირი

24 თებერვალი 2020, 13:18

მსოფლიო

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს. Euronews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:17

ძალოვნები

ბორჯომში სასტუმროდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

24 თებერვალი 2020, 13:16

ძალოვნები

პოლიციელსა და მის ავტომობილზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ბექა ნაცვლიშვილი

24 თებერვალი 2020, 13:12

საქართველო

ბექა ნაცვლიშვლი: მინისტრები თავს უფლებას აძლევენ, არ მოვიდნენ პარლამენტში და დეპუტატების კითხვებს არ უპასუხონ

„გასაგებია მინისტრების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ესაა უმრავლესობის პასუხისმგებლობა, რადგან უმრავლესობა საკუთარ თავს პატივს არ სცემს. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე არ სცემს პარლამენტს პატივს, რომ მინისტრები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, არ მოვიდნენ და კითხვებს პასუხები არ გასცენ", - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მონა ლიზა

24 თებერვალი 2020, 13:06

კულტურა

რუბიკის კუბისგან აწყობილი „მონა ლიზას“ რეპროდუქცია 480 200 ევროდ გაიყიდა

„მონა ლიზას რუბიკის“ ნამუშევარი 2005 წელს ანონიმურმა ფრანგმა მხატვარმა ააწყო, რომელიც Invader-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. მას ჯოკონდას ასაწყობად 330 კუბი დასჭირდა. „მონა ლიზას რუბიკი“ მისი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

იაგო ხვიჩია: დიალოგი აუცილებელია, რათა ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს

დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მთავრობა გამოიჩენს სერიოზულობას და დაპირებული პროპორციული სისტემის მისაღებად ნაბიჯებს გადადგამს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ქვიშის ქარიშხალი

24 თებერვალი 2020, 13:02

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს. BBC-ის ცნობით, ტენერიფეს და გრან-კანარიას კუნძულების სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ასეთი სიტუაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.