04 თებერვალი 2020, 17:24 / სანდო წყარო

შს მინისტრი საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

კელი დეგნანი ვახტანგ გომელაური

კელი დეგნანი
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო მათ შორის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„შეხვედრა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელისთან, რომელიც ჩამობრძანდა სულ რამდენიმე დღეა საქართველოში. მას მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებები ვუსურვეთ. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები, რეფორმები - თუ რა რეფორმები გატარდა, მომავალში რას ვგეგმავთ, რა რეფორმების გატარებას. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე ამერიკულ ოფისებთან, რომ გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. შევეხეთ ჩვენთვის მტკივნეულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, დაკარგული ტერიტორიები, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, რა მდგომარეობაა და როგორ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი“, - განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, სადაც საშუალება მოგვეცა, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განგვეხილა საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომლებიც უკვე წლებია, არსებობს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია სასაზღვრო მიმართულებით მუშაობა. ბოლო რამდენიმე წელიწადში აშშ-მა 600 მილიონ დოლარამდე გამოყო საქართველოს სასაზღვრო სექტორის აღჭურვისა და კადრების გადამზადებაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველო ყურადღებას ამახვილებს საზღვაო და სახმელეთო საზღვრების დაცვაზე. აშშ კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, დაეხმარება საზღვრის დაცვის გაძლიერებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. 

17 იანვარს საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო. ამ დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იყო.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2020, 11:12

ეკონომიკა

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თეთრი სახლი

26 თებერვალი 2020, 11:10

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „იმ პირების ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს უკრაინაში, საფრთხეს უქმნის უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე რუსეთის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, მათ სორის ყირიმის ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, კვლავ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.

26 თებერვალი 2020, 11:00

საქართველო

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის მერია სოფელ დიღომში ბინების აშენებას გეგმავს

თბილისის მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი სოფელ დიღომში განხორციელდება და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 5616 კვ. მეტრს შეადგენს.

ალენ ჟუიე

26 თებერვალი 2020, 10:57

საქართველო

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი Russia Today-ს წამყვანი გახდება

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი გადაცემას გეოპოლიტიკის საკითხებზე წაიყვანს. Russia Today-ს ფრანგულენოვანი არხის ხელმძღვანელის, ქსენია ფიოდოროვას განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ამ გაქანების ადამიანი რუსული სახელმწიფო ტელეარხის რედაქციაში იმუშავებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

მერიამ საშენი მასალების შენახვის მხრივ 415 კანონდარღვევა გამოავლინა

მერის ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა.

26 თებერვალი 2020, 10:20

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში მოპედის ქურდობისთვის ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:18

საქართველო

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებს

საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს. გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიური ცვეთით.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:11

საქართველო

თბილისის ავტოპარკს 126 ახალი ავტობუსი შეემატება

„თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. გამოყოფილი იყო თანხები და გამოცხადებული იყო 12-მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია - Tegeta Motors-ი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ს მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში“, - განაცხადა მერმა.

26 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

აშშ-ში კოროვანირუსის ვაქცინების ტესტირება დაიწყო

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Therapeutics-მა, რომელიც მასაჩუსეტსშია ბაზირებული, კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია სატესტოდ გაგზავნა. ვაქცინა 42 დღეში შექმნეს მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში ჩინელმა მეცნიერებმა ვირუს COVID_19-ს გენეტიკური მონაცემები წარმოადგინეს.

26 თებერვალი 2020, 10:04

ძალოვნები

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში ჯარი ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული - ახალი, გაცივებული) შეისყიდის.

ფორუმი

26 თებერვალი 2020, 09:56

ეკონომიკა

თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება

დღეს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“, ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

26 თებერვალი 2020, 09:45

ძალოვნები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაზე ორი კომპანიიის ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

აჭარის ტელევიზია

26 თებერვალი 2020, 09:36

საქართველო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი მოთხოვნების დოკუმენტზე მუშაობს და მენეჯმენტს ოფიციალურად დღეს მიმართავს.

ტოდ უოლტერსი

26 თებერვალი 2020, 09:24

საქართველო

ტოდ უოლტერსი: საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ს მტკიცე პარტნიორია

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურმა ტოდ უოლტერსმა წარუდგინა.

თამბაქო

26 თებერვალი 2020, 09:18

საქართველო

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თუთუნის დაფასოების სტანდარტზე იმსჯელებს

პარლამენტში დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი თემა თამბაქოს კონტროლი იქნება. გურამ მაჭარაშვილისა და გოგა გულორდავას ინიციატივა თუთუნის დაფასოების სტანდარტის დაწევას გულისხმობს. დეპუტატები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ეს ცვლილება თამბაქოს ფასის ზრდას არ გამოიწვევს.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 09:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში, სულ მცირე, 30-ი მილიონის ზარალს განიცდის. თუმცა, როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 08:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მარინა ჩოლოიანი

26 თებერვალი 2020, 08:35

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. შესაძლოა, წინასასამართლო სხდომის მსგავსად, მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში ამჯერადაც ვერ გამოცხადდეს, რადგან გვიან ღამით ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მარინა ჩოლოიანი

26 თებერვალი 2020, 08:30

ძალოვნები

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გამომძიებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული მ.ჩ. N5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

დავიით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 08:12

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი დღეს გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.