imedi /  09 თებერვალი 2020, 21:29 / სანდო წყარო

გია ვოლსკი: ეკა გიგაური, ვასილ სიხარულიძე და სხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

„ეკა გიგაური, ვასილ სიხარულიძე და სხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა. 

„მათი საქმიანობის პოლიტიკური კონტექსტი არის ერთადერთი - ეს არის რევანში. სამწუხაროა განსაკუთრებით ის, რომ ადამიანები, რომლებიც აფილირებული იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, და არა მარტო ბათო ქუთელია, არამედ ბევრი სხვა: ეკა გიგაური, ვასილ სიხარულიძე და სხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან და ინტენსიურ ინფორმაციას აწვდიან საერთაშორისო თანამეგობრობას“, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ. 

პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ გასულ კვირაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებულ კონტრაქტზე გაასაჯაროვა ინფორმაცია. 

მდინარაძის თქმით, ამაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ინფორმაცია, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კონტრაქტში ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია წარმოადგენს, რომელიც „ფორმალურად ამ პარტიის წევრი არ არის და საჯარო სივრცეში ობიექტური ექსპერტის სახელით მოქმედებს“. პოლიტიკოსმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებულ შესაბამის დოკუმენტზე მიუთითა.

„ორიონ სტრატეჯიმ“ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუ ქუთელია საკონტაქტო პირად შეცდომით არის მითითებული.

ყველა სიახლე

24 თებერვალი 2020, 15:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

პროგრამა მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ, რომელიც სათავეს იღებს ევროპაში და სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიემართება. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 15:11

საქართველო

მამუკა მდინარაძე: მალხაზ მაჩალიკაშვილის პოლიტიკური არჩევანია ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“

მალხაზ მაჩალიკაშვილის პოლიტიკური არჩევანია ითანამშრომლებს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა უკრაინაში მალხაზ მაჩლიკშვილისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე.

კახა კალაძე

24 თებერვალი 2020, 15:04

საქართველო

კახა კალაძე: დაუშვებელია, კერძო ინტერესების გამო, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, ოლიმპიური, მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონების დისკრედიტაციის მცდელობა

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს სერბეთის უძლიერეს ნაკრებთან გამარჯვებას, ვულოცავ გურამ თუშიშვილსა და ტატო გრიგალაშვილს დუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალს და ჩვენს რაგბისტებს ბელგიის ეროვნული ნაკრების დიდი უპირატესობით, სანახაობრივი თამაშით დამარცხებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 14:59

საქართველო

ივანე მაჭავარიანი: საკომიტეტო მოსმენების შოუების და ცირკის მოსაწყობად გამოყენება სურთ, კითხვებზე პასუხებიც კი არ აინტერესებთ

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არმისვლის მიზეზები განმარტა. მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ის ,,მინისტრის საათის" ფარგლებში იყო პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი დაუთმო იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში იყო დასმული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

24 თებერვალი 2020, 14:43

საქართველო

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

„მე ვიყავი მიწვეული ტელევიზიაში და მეგობრების გარდა შევხვდი დიასპორას. სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, იქიდან ისე არ წამოვიდოდი. ყველა საჭირო ადამიანს ვესაუბრე ჩემს პირად ცხოვრებაზე, დაჩაგრულ და განადგურებულ ცხოვრებაზე“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი

24 თებერვალი 2020, 14:38

საქართველო

ლევან გოგიჩაიშვილი ივანე მაჭავარიანზე: ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას

ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას. ეს არის პირადი შეურაცხყოფა პარლამენტის წევრების მიმართ, - ამის შესახებ „დამოუკიდებელი დეპუტატები-ს“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

24 თებერვალი 2020, 14:35

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ პანდემიას აღარ იყენებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ პანდემიას აღარ იყენებს, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ რჩება.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

რომან კაკულია: შევეცადე, ფინანსთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მისვლის აუცილებლობაში დამერწმუნებინა

რომან კაკულიას განცხადებით, მან სცადა ფინანსთა მინისტრის დარწმუნება, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ვანო მაჭავარიანი დღეს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე მაინც არ მივიდა.

ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2020, 14:16

საქართველო

დღეიდან ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც გარკვეული ღონისძიებები გავრცელდება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, დღეიდან ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც იგივე ღონისძიებები გავრცელდება, რაც ჩინეთში მოგზაურობის მქონე პირების მიმართ ხორციელდება, - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ გაზრდილია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. კერძოდ, ირანში, სადაც სხვადასხვა მონაცემებია, 48 შემთხვევაა აღრიცხული, ხუთი კი გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2020, 14:10

საქართველო

კომპანია „ქოალჯორჯიას“ ინფორმაციით, ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვა და თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება

კომპანია „ქოალჯორჯიას“ წარმომადგენელი მიხეილ სოცკი ძიძიგურის სახელობის შახტის გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს. მისი განცხადებით, კომპანია არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს და შახტის ადმინისტრაციის დახურვა არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. სოცკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელემაც უნდა დადოს დასკვნა ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

24 თებერვალი 2020, 14:10

ძალოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა

აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

24 თებერვალი 2020, 14:08

კულტურა

თბილისის ისტორიის მუზეუმი ია მჭედლიშვილის გამოფენას უმასპინძლებს

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო და ინსტალაცია. გამოფენა მიზნად ისახავს ორიგინალური ფორმისა და იდეის წარდგენას ფართო საზოგადოების წინაშე. გამოფენა 26 თებერვალს გაიხსნება და 10 მარტამდე გაგრძელდება.

რაგბის კავშირი

24 თებერვალი 2020, 14:06

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. ამის მიზეზი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე კვორუმის არარსებობა გახდა. როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია. რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ხმის მიცემის უფლების მქონე 42 სუბიექტი აირჩევს.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 13:53

საქართველო

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია აუცილებლად გავა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ძლიერი მხარდაჭერა გვექნება

დღევანდელ გამოსვლაში აუცილებლად ვისაუბრებ ადამიანის ისეთი ფუნდამენტური ურთიერთობის შეზღუდვის შესახებ, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილება, დაბლოკილი გადასასვლელები, ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაცია, გატაცებები და მკვლელობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:48

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვას აზრი არ აქვს

„ვირუსი საზღვრებთან არ ჩერდება. მიზანშეწონილი არ არის საუბარი იმაზე, რომ იტალიაში ეპიდემიაა. იტალიის ხელისუფლებამ საჭირო ზომები მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ეპიდემია. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

24 თებერვალი 2020, 13:40

საქართველო

როგორია ბორჯომში სასტუმროდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„განსაკუთრებული გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება, თავის და მუცლის ღრუს ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა. ტვინის დაზიანება არ გამოვლინდა. ველოდებით მუცლის ღრუს კვლევის პასუხს“, - განაცხადეს საავადმყოფოში.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის შეხვედრებზე სხვადასხვა დაპირისპირებული მხარე ზის და გასაკვირია არაა, რომ მერაბიშვილიც იყოს

ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპრაკებებზე თუ მოვა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გამო რამდენიმე ქვეყანამ პანდემიური მზადყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიური მზადყოფნის გეგმაზე საუბრობს. გამყრელიძის განმარტებით, აქვს ასევე ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

24 თებერვალი 2020, 13:27

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

24 თებერვალი 2020, 13:20

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს

ზალკალინი სიტყვით გამოვა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში, სადაც ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ უმძიმეს ვითარებაზე.